Jump to content
×
×
  • Create New...

ევროკავშირის მედიაცია: ქრისტიან დანიელსონი არასამთავრობოებს შეხვდა


Recommended Posts

  • ფორუმელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხებში, ქრისტიან დანიელსონი 12-14 მარტს თბილისში ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასუციაციიის“ წარმომადგენელმა, ვახუშტი მენაბდემ მედიას უთხრა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა, მნიშვნელოვან თანამდებობებზე დანიშვნებში ოპოზიციის როლის ზრდაზე, ასევე „ბუნებრივ ბარიერთან მიახლოებული პროცენტულობით“ საარჩევნო სისტემის პროპორციული მიმართულებით „მოძრაობაზე“ იმსჯელეს.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის კონტექსტში, თვითმმართველობისა და სასამართლო სისტემის რეფორმების გაღრმავების საკითხიც განიხილეს. მისივე თქმით, შეხვედრაზე ვადამდელ არჩევნებზე არ უსაუბრიათ, რამდენადაც „ეს არის პოლიტიკური მხარეების მოლაპარაკების თემა“.

„ერთადერთი, რაც მე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სახელით ვთქვი, არის ის, რომ მხოლოდ ვადამდელი არჩევნები არის ერთჯერადი გამოსავალი [და] ჩვენ გვჭირდება უფრო მყარი და წინგახედული ქმედებები, რომლებიც მომავალში დაგვაზღვევს იმ პოლარიზაციისგან და პრობლემებისგან, რომლებიც დღეს არის [ქვეყანაში]“, – განაცხადა მან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის თქმით, შეხვედრაზე მან ქვეყანაში არსებული ვითარების განმუხტვისთვის „პოლიტიკურად მოტივირებული“ გამოძიებების შედეგად დაკავებულების, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

მისივე თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებით დემოკრატიული რეფორმების გატარების, ასევე პარლამენტში ოპოზიციის როლის გაზრდის მნიშვნელობაც აღინიშნა.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თბილისში დღეს დილით ჩამოვიდა და უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. დღესვე, იგი ქართული ოცნების დეპუტატებსა და ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდება.

ქრისტიან დანიელსონი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის მანდატი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უბოძა, რომელიც, თავის მხრივ, 1 მარტს მხარეებს შორის განახლებულ მოლაპარაკებას უწევდა მედიაციას.

წინაისტორია

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებებში ევროკავშირის შუამავლობის ინიციატივა, თებერვალში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას მოჰყვა. ნიკა მელია პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის არჩევიდან მეორე დღესვე დააპატიმრეს. ღარიბაშვილმა თანამდებობაზე გიორგი გახარია შეცვალა, რომელიც მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან არსებული უთანხმოების გამო გადადგა.

ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის ანტისაოკუპაციო აქციის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მისთვის დამაგრებული ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის პროტესტის ნიშნად მოხსნისა და გადაგდების გამო გირაოს გაზრდილი თანხის გადაუხდელობას ედავება.

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი 2020 წლის არჩევნების „მასობრივი გაყალბების“ გამო მის შედეგებს არ ცნობს და ახალ პარლამენტს 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 54 კვლავაც ბოიკოტს უცხადებს.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share