Jump to content
×
×
  • Create New...

ირაკლი ღარიბაშვილი ფარულ ჩანაწერებს ეხმიანება


Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მედიასთან საუბრისას, ფარული ჩანაწერების თემაზე დუმილი პირველად დაარღვია და თქვა, რომ იგი ყოფილი ხელისუფლების დროს, ტოტალური მოსმენებისა და კონტროლის „მსხვერპლი“ იყო. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ჩანაწერები 11 წლის წინანადელი სატელეფონო საუბრების „ფაბრიკაციაა“.

პრემიერ-მინისტრმა მისი ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის მხრიდან დანაშაულის ჩადენის შესახებ ბრალდებები კატეგორიულად უარყო და თქვა – „დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც არ არსებობს დაზარალებული… დაზარალებულნი ვართ ჩვენ“. მისივე თქმით, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, თუ „რატომ იყო მოსმენა, რატომ გაასაჯაროვეს ფაბრიკაცია და დამახინჯებული სიყალბე“.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტა, თუ რატომ საუბრობს მასთან ბერა ივანიშვილი „მინისტრების დარეკვაზე“ და აღნიშნა, რომ მას, იმ დროისთვის, როგორც საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ ხელმძღვანელს, „პირდაპირი კომუნიკაცია“ ჰქონდა „მთავრობის უწყებებთან, მათ შორის, მინისტრებთან“.

პრემიერის ამ განცხდებას ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გამოეხმაურა, რომელიც იმ მომენტისთვის თბილისის მერის პოსტზე მსახურობდა და თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ტყუის, რადგანაც ნაციონალურ მოძრაობას 2010 წელს ფონდ „ქართუსთან“ ურთიერთობა უკვე „სრულად გაწყვეტილი“ ჰქონდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჩანაწერი, 2017 წელსაც რომ ყოფილიყო გაკეთებული, როგორც ამის თაობაზე „ტელეკომპანია პირველმა“ ივარაუდა, იგი ამ დროისთვის პოლიტიკიდან უკვე ორი წლის წასული იყო, ბიზნესში მოღვაწეობდა და „საჯარო პოლიტიკაში“ აღარ ყოფილა. „აქედან გამომდინარე, ეს არგუმენტიც არის სრულიად არალეგიტიმური“, – დაამატა მან.

პრემიერმა ჩანაწერების გავრცელებაში მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა, რომლის მიზანიც, ღარიბაშვილისვე შეფასებით, ევროკავშირის შუამავლობით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის განახლებული მოლაპარაკებების ჩაშლაა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე საჯაროდ ისაუბრა. ჩანაწერებში ისმის, რომ იგი ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის მხრიდან ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურცხმყოფელის კომენტარებისთვის ახალგაზრდების დასჯისა და დაშინების იდეას იწონებს და ახალისებს, რომლის შესრულებასაც ეს უკანასკნელი ანზორ ჩუბინიძეს სთხოვს.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
42 minutes წინ, Moor said:

დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც არ არსებობს დაზარალებული

ცხენოსანი გამოიმასქნდა ამაზე უეჭველი :დ

ბიჯო, სხვა რამე მაინც თქვი. აი მაგალითად - მაგ დროს ბატ. ანზორი და თქვენი მონა-მორჩილი სტარშიფის პილოტირების კურსებზე ვიყავით მივლინებული.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
15 minutes წინ, Seth said:

როდესაც არ არსებობს დაზარალებული

ოსზე გამახსენდა ანეგდოტი : ოსი რეკავს ნათესავთან  :

- აბა როგორა ხარ სენი წირიმე ?

- მე კარგადა ვარ, მაგრამ აი დედა აღარ არისო, - უპასუხა ნატესავმა

- როგორ აღარ არის სენი წირიმე ??? - გაუკვირდა ოსს

- როგორ და, გუშინ სახურავზე ავიდა, ფეხი დაუცდა, გადმოვარდა და აღარ არის

- ვაა, სენი წირიმე, როგორ აღარ არის კაცო ?!, დაბლა კარგად მოძებნეთ იქ იქნება ბალახებშიო !!!

ესენიც ეგრე არიან, კარგად მოძებნეთ ბიძია, იქ იქნებიან ბალახებში მაგ დაზარალებულები, თორე მერე სხვა მთავრობა აღმოაჩენს და ფინ-ფამ-ფუ არ აგცდებათ ...

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   160 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 159 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • Googlebot(2)
    • YandexBot(8)