Jump to content
×
×
  • Create New...

უმუშევრობის დონე გაიზრდება


Recommended Posts

  • ფორუმელი

სებ-ის მიხედვით, წლის ბოლომდე, უმუშევრობის დონე, 4%-ით გაიზდება და 16,3%-ს მიაღწევს. ეს მონაცემები რამდენად ასახავს რეალობას ჯერ კიდევ გასარკვევია, რეგიონებში მცხოვრებლები თვითდასაქმებულებში გაგყვყავს ხოლმე... რეალობაში გაცილებით უარესი სიტუაცია მგონია. 
ესეც წყარო:

Quote

2020 წელს საქართველოში უმუშევრობა 4%-ით გაიზრდება. ამის შესახებ საუბარია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მაკროეკონომიკურ საბაზო საპროგნოზო სცენარში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 16.3%-ს მიაღწევს. (2019 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი იყო 12,3%) რაც შეეხება მომავალ წლებს, ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2021 წელს უმუშევრობა 0.5%-ით, ხოლო 2022 წელს დამატებით 2%-ით შემცირდება.

სებ-ის ოპტიმისტური სცენარით, რაც ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას გულისხმობს, უმუშევრობა 3,5%-ით გაიზრდება, პესიმისტური სცენარით კი 5%-ით.

მიმდინარე წელს საქართველოში უმუშევრობის ზრდას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის პირველია გლობალური ეკონომიკური კრიზისი, რომელიც საქართველოსაც შეეხო. კრიზისი ეკონომიკური აქტივობის შემცირებას ნიშნავს, რაც უმუშევრობის ზრდაზე პირდაპირ აისახება. როგორც მთავრობის წარმომადგნლები აცხადებენ, კრიზის გავლენით მიმდინარე წელს სამსახური უკვე 100 000- მდე ადამიანმა დაკარგა.

დოლარის კურსის გამყარების სცენარის არ იყოს, უმუშევრობასთან ბრძოლის კუთხითაც, სების ოპტიმისტური სცენარების ნაკლებად მჯერა. ჰოდა, რამე გვეშველება? სადაა გამოსავალი?

 

Share on other sites

ამ კოვიდის გამო მთელ მსოფლიოში გაიზარდა უმუშევრობა, საქართველოში წარმომიდგენია რა იქნება.

თან არანაირ პასუხისმგებლობას მთავრობა რომ არ იღებს დამშეულ ხალხზე და ერთეული ენთუზიასტების იმედადაა ქვეყანა.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

სანამ ნაცი მავნებლობს და ქვეყანას ვნებს მანამ  იქნება  ეს წრე  , ნაცი უნდა იქნას წამოხელი  ნუ ბიძინამ  როგორც წამოიხია  ეგ არასაკმარისია.



 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

კომპენსაციების თემა არ გაქვთ?

 

 

 

 

დღეში ათ ადამიანს მინიმუმ სათითაოდ ვუხსნი. მინდა, ჩავიწერო და მოვასმენინო :hammer:

Edited by marguerite

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
18 საათის წინ, s1mple said:

სანამ ნაცი მავნებლობს და ქვეყანას ვნებს მანამ  იქნება  ეს წრე  , ნაცი უნდა იქნას წამოხელი  ნუ ბიძინამ  როგორც წამოიხია  ეგ არასაკმარისია.

აბა, დოლარის კურსი სულ პარტიული ნიშნით გაფარჩაკდა.

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Darkness said:

აბა, დოლარის კურსი სულ პარტიული ნიშნით გაფარჩაკდა.

დოლართან მიმართებაში ყველა ვალუტა გაუფასურებულია  განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში .

 



 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share