Jump to content
×
×
  • Create New...

პრემიერი შეზღუდვების გამკაცრებას არ გამორიცხავს – რა ელით სკოლებს?


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კორონავირუსის შემთხვევების მომატების გამო, გარკვეული შეზღუდვების დაბრუნებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორ პრემიერმა აღნიშნა, შეზღუდვების შემსუბუქებისთანავე ძალიან დაეცა პირბადის ტარებისა და სხვა რეკომენდაციების დაცვის მაჩვენებელი, რამაც ბოლო პერიოდში ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გაზარდა.

„ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა ბოლო დღეებში ჩვენ ვაკვირდებით დინამიკას და გარკვეული მატება შეინიშნება შემთხვევების, ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და ასე ვთქვათ, რეკომენდაციების უგულებელყოფა. ბოლო დღეებში პირბადის ტარების მაჩვენებელიც საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია და მე მინდა მივმართო მოსახლეობას, ეს ელემენტარული მარტივი წესი დავიცვათ ყველამ, იმისთვის რომ არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება ქვეყანაში და არ გავხდეთ იძულებული შეზღუდვები დავაბრუნოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერს არ დაუკონკრეტებია რა სახის იქნება შეზღუდვები და რა ფორმით შეეხება ის საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც უმაღლესი და პროფესიული განათლების სექტორში ჯერ დასწრებულად სწავლაც კი არ დაწყებულა. თუმცა თუ გავითვალისწინებთ წარსულის გამოცდილებას, როდესაც სასწავლო დაწესებულები მობილობის ზრდის ერთ-ერთ ყველაზე დიდ წყაროდ მიიჩნევა, ვირუსის გავრცელების მოსალოდნელი მესამე ტალღის პირობებში, შესაძლოა, სკოლები, ისევე როგორც სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, კვლავ დისტანციური სწავლების რეჟიმში დაბრუნდნენ.

რა ფორმატით განაახლებენ სწავლას 15 მარტიდან უმაღლესი სასწავლებლები – უნივერსიტეტების გადაწყვეტილება

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   317 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 316 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(2)