Jimmy Posted 11 მარტი, 2021 Posted 11 მარტი, 2021 (შესწორებული) 14 საათის წინ, Mepar said: ხინკალის და ხაშის საქართველო. რა უნდა გვეშველოს არვიცი. როცა ერთი ნაწილი საერთოდ არ ფიქრობს და მეორე ნაწილი ვინც ფიქრობს, მოდერმა რომ აკრძალა ისე ფიქრობს. Edited 11 მარტი, 2021 by Eric Share on other sites More sharing options...
ფორუმელი mikheil Posted 11 მარტი, 2021 Posted 11 მარტი, 2021 მე მესმის რატომაც ვერ უგებენ თავის-უფალ ადამიანს. ვერ უგებენ იმიტომ, რომ ეშინიათ დამოუკიდებლად აზროვნების, ეშინიათ ცვლილებების, ეშინიათ პასუხისმგებლობის აღების. ურჩევნიათ დემაგოგი პოლიტიკოსების მიერ დახატულ სიმულაციაში იცხოვრონ. ჰგონიათ რომ სწორი რეალობა ისაა, სადაც არსებით თემებზე მსჯელობა და პასუხისმგებლობის აღება პოლიტიკოსების საქმეა და ყველა დანარჩენი, ანუ ინერციით ცხოვრება, დანარჩენი საზოგადოების. უნდათ რომ ამ მოდელმა იმუშაოს. არ იფიქრონ არაფერზე და სხვებმა მოაგვარონ ყველაფერი. ურჩევნიათ რომ პერიოდულად იწუწუნონ პოლიტიკოსების ცუდობაზე და მერე ისევ მიეცნენ ინერციულ ყოფას. თან გულწრფელად უკვირთ ზოგჯერ რომ ყველაფერი კარგად არ მიდის, პირიქით, ყველაფერი ცუდად მიდის. მაგრამ ეს გაკვირვება სუსტია. ბოლოს ისევ ინერციული "გვეშველება რამე?" გადაწონის ხოლმე და იძინებს ისევ ნაცია ღრმა ძილით. თავის-უფალი ადამიანის იმიტომ არ ესმით, რომ ის ფიქრობს, აზროვნებს და ცდილობს. უშვებს შეცდომებსაც, ან რაღაც ყოველთვის ჩაფიქრებულივით არ გამოსდის. იმიტომ რომ ისიც ადამიანია და ყველაფერი ვერ ეცოდინება. თუმცა ცდილობს ისწავლოს და გაიზარდოს. ასევე თავის-უფალი ადამიანი ცდილობს რომ ძირითადი ღირებულებები ჰქონდეს სწორი და არ გადაუხვიოს მთავარ პრინციპებს. დღევანდელი ახალგაზრდობა იმ თაობის წარმომადგენელია, რომელიც სრულად უშეცდომო ვერ იქნება. და ვინ არის რომ? ჰოდა არ ჯდება ეს დემაგოგი ვსეზნაიკა (კომუნისტი) პოლიტიკოსის მოდელში. თავის-უფალი ადამიანი ხალხს ეუბნება იფიქრეთო, თავისუფლება ისწავლეთო, რო გაშტერებენ ხმა აიმაღლეთო. ნაციას კიდევ სულ სხვა რამე უნდა. უნდა რო სხვამ იფიქროს მის მაგივრად. საბჭოეთის მიერ გამოზრდილი ქართველის აზროვნებაა ეს! Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა