Jump to content
×
×
  • Create New...

სენატორმა შეროდ ბრაუნმა FED-ს ციფრული დოლარის გამოშვებისკენ მოუწოდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

აშშ-ს სენატორმა შეროდ ბრაუნმა ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენელს, ჯერომ პაუელს (Jerome Powell)  სახელმწიფო კრიპტოვალუტის გამოშვების შესაძლებლობების განხილვის თხოვნით წერილობით მიმართა.

წერილში შეროდ ბრაუნი (Sherrod Brown) აღნიშნავს, რომ თუ ამერიკელი მარეგულირებელი არ ისარგებლებს ამ შესაძლებლობით, დიდი ალბათობაა ისტორიის „ბორტს მიღმა“ დარჩეს და ფინანსურ სისტემაში გადამწყვეტი როლი დაკარგოს.

„ფედერალური სარეზერვო სისტემა უნდა იყოს ლიდერი CBDC-სა და ციფრული ვალუტების სფეროში, ისევე როგორც არის მისი სწრაფი გადახდების სერვისი FedNow.“

სენატორი წერს, რომ თუ მარეგულირებელი არ ისარგებლებს ამ შესაძლებლობით, მომავალში ფინანსურ სისტემაში წამყვან ძალად კერძო კომპანიები იქცევიან.

ბრაუნი აღნიშნავს, რომ არაერთმა კომპანიამ დაიწყო ბიტკოინში ინვესტირება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ფინანსურ სამყაროში სიტუაცია შეიცვალა. მისი აზრით, ბიტკოინი და სხვა „არასახელმწიფო კრიპტოვალუტები“ მონეტარული სისტემისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, ბიტკოინი კი ყველაფერთან ერთად კლიმატურ რისკსაც წარმოადგენს. 

„ეს არის უაღრესად ვოლატილური და სპეკულატორული აქტივები, მათი გამოყენება უკანონო საქმიანობისთვის არის შესაძლებელი, ასევე ისინი მოიხმარენ უამრავ ელექტროენერგიას და საფრთხეს უქმნიან ადგილობრივ ელექტროსისტემებს. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ უნდა დაარეგულიროს კერძო ციფრული ვალუტები და ასევე შეიმუშავოს ციფრული დოლარი,“- დაასკვნა სენატორმა.

იმის შესახებ, რომ ბიტკოინი დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას საჭიროებს, თებერვალში აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმაც (Janet Yellen) ისაუბრა.

წყარო: https://bits.media

The post სენატორმა შეროდ ბრაუნმა FED-ს ციფრული დოლარის გამოშვებისკენ მოუწოდა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   319 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 318 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(20)
    • YandexBot(4)
    • t-90
    • Googlebot(3)