Jump to content
×
×
  • Create New...

ილონ მასკის ტვიტმა კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში საცალო ინვესტორების მოდინება გამოიწვია


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა 29 იანვარს ტვიტერზე ბიტკოინის შესახებ დაწერა: „ეს გარდაუვალი იყო“, რის შემდეგაც კრიპტოვალუტა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

ტვიტის შედეგად რამდენიმე წუთში პირველი კრიპტოვალუტის კურსი 32000-დან 37000 დოლარამდე გაიზარდა, კრიპტოვალუტის ბირჟაზე Binance კი ახალი მომხმარებლების მოდინების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამის გამო პლატფორმამ ხანმოკლე დროით აქტივების გამოტანა შეზღუდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ილონ მასკის ტვიტი არ ყოფილა ერთადერთი კატალიზატორი ბიტკოინის კურსის ზრდისთვის – 29 იანვარი იყო ასევე 3.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინზე ოფციონების ექსპირაციის თარიღიც.

„ექსპირაციის შემდეგ ბიტკოინი მაშინვე გაიზარდა 5000$-ით. მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო როგორც თავად ექსპირაცია, ასევე მასკის ტვიტი,“ – აღნიშნა კრიპტოვალუტური დერივატივების ბირჟის Deribit ოპერაციულმა დირექტორმა ლუკ სტრაიერსმა.

კრიპტოვალუტებითა და ციფრული აქტივებით ვაჭრობის პლატფორმის FalconX-ის მონაცემებით, ბიტკოინის ფასის ზრდის მიზეზი საცალო ინვესტორების აქტიურობა გახდა. ამგვარად, კურსის ზრდის პარალელურად ჰეჯ-ფონდებთან ბიტკოინის სავაჭრო მოცულობა 45%-ით შემცირდა, საცალო ინვესტორებთან კი პირიქით 1100%-ით გაიზარდა.

„ვფიქრობ, რომ არსებობს კავშირი Reddit-ის ფორუმზე Wall Street Bets-ის საზოგადოებასთან. მითუმეტეს რომ სავაჭრო მოცულობები განხორციელებული იქნა მომხმარებლების მიერ აშშ-დან,“- განაცხადა FalconX-ის ინვესტორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, აია კანტოროვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირას Reddit-ის ფორუმის მომხმარებლებმა საკუთარი აქტივობით GameStop-ის ქსელის აქციების კურსი გაზარდეს იმისთვის, რომ ინსტიტუციონალურ ტრეიდერებს ზარალი მიეღოთ. ამ ფონზე ასევე გაიზარდა ინტერესი კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მიმართ.

წყარო: https://bits.media/

The post ილონ მასკის ტვიტმა კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში საცალო ინვესტორების მოდინება გამოიწვია appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   161 all people including: 1 წევრი, 2 ანონიმური, 158 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(28)
    • YandexBot(12)
    • Googlebot(4)
    • t-90
    • Facebookexternalhit(4)