Jump to content
×
×
  • Create New...

ანალიტიკოსები: ბიტკოინის ფასმა შესაძლოა, მყარი პოზიცია 12.000 დოლარზე შეინარჩუნოს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_777544078-300x199.jpg

ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ბიტკოინის ფასმა შესაძლოა, 12.000 დოლარის დონე დიდი ხნით შეინარჩუნოს.

მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, ორშაბათს ფასი 13.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ფასი მხოლოდ 12.000 დოლარის ნიშნულზე შეიძლება გამყარდეს.

წინა კვირა ბიტკოინის კურსისთვის მნიშვნელოვანი გამოდგა, რადგან კრიპტოვალუტის ფასი 13.000 დოლარს მიუახლოვდა. ექსპერტების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასი 13.300 დოლარამდე გაიზარდოს.

ბიტკოინის ყოველკვირეული დიაგრამა აჩვენებს, რომ კურსი 11.600-12.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის დასაწყისიდან ბიტკოინი ამ პოზიციის შენარჩუნებას ცდილობდა.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში ბიტკოინის კურსი 10.000 დოლარამდე დაიკლებს.

შეგახსენებთ, რომ ტექ.-ინვესტორი ტიმ დრეიპერი მყარად ინარჩუნებს თავის პოზიციას, რომელიც ბიტკოინის კურსის მატებას ეხება. მისი აზრით, 2022 წლისთვის კრიპტოვალუტის ღირებულება 250.000 დოლარს მიაღწევს.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ 15 წელიწადში კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 80 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის ფონზე ფიზიკურ ვალუტებზე მოთხოვნა მცირდება.

The post ანალიტიკოსები: ბიტკოინის ფასმა შესაძლოა, მყარი პოზიცია 12.000 დოლარზე შეინარჩუნოს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   278 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 276 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(4)
    • Googlebot(3)