Guest Merlin Posted 1 თებერვალი, 2021 Posted 1 თებერვალი, 2021 ნოემბრის დასაწყისში ესპანეთის fintech სექტორის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, სენატის ეკონომიკურმა საკითხებისა და ციფრული ტრანსფორმაციის კომიტეტმა საბოლოოდ დაამტკიცა კანონი ფინანსური სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ. ესპანეთის Fintech-ისა და Insurtech-ის ასოციაციამ ხაზი გაუსვა კანონის მნიშვნელობას: ”მისი დაუყოვნებლივი განხორციელება საშუალებას მისცემს სექტორს შექმნას ახალი ინიციატივები Fintech-ის ეკოსისტემაში, ხელი შეუწყოს დაფინანსებაზე წვდომასა და კონკურენციის გაზრდას. ასევე მიღებული კანონი სხვადასხვა სახის ბარიერს შეამცირებს”. “მე მჯერა, რომ ეს მარეგულირებელი მოვლენები ხელს შეუწყობს ახალი ტიპის ღირებულების სამუშაო ადგილების შექმნას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობას”,- განაცხადა ისმაილ სანტიაგომ, სევილიის უნივერსიტეტის პროფესორმა და OlivaChain I + D + აღმასრულებელმა დირექტორმა. ”ჩვენი ქვეყნის კრიპტო ასპარეზზე გამოჩენისთანავე, მრავალი საერთაშორისო კომპანიის კარი გაიხსნა ციფრული ვალუტის პოტენციალის მისაღებად. კანონის მიღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ამით ფართო საზოგადოებას კრიპტოვალუტაში უფრო მეტი ინვესტიციის შესაძლებლობა მიეცემა”,- განაცხადა ოლვარო ალკაზიზმა, Onyze-ის თანადამფუძნებელმა. შეგახსენებთ რომ, ოქტომბრის ბოლოს ესპანელ კანონმდებლებს ერთი ევროს ღირებულების კრიპტოვალუტა, ინდუსტრიის პოპულარიზაციის მიზნით, პირად ანგარიშებზე დაერიცხათ. The post ესპანეთი კრიპტოვალუტის განვითარებისთვის შესაბამის გარემოს ქმნის appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა