Jump to content
×
×
  • Create New...

ონლაინ კრიპტო ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია მოაწყო


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

woman-blockchain-300x136.jpg

ონლაინ გამოცემა Cointelegraph-მა სარვამარტო კონფერენცია მოაწყო, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კრიპტო სექტორის წარმატებული ქალები. კონფერენციის მიზანი გამოცდილებისა და შეხედულებების გაზიარება იყო.

სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების თანახმად, გენდერული უთანასწორების მიმდინარე მოცემულობით გათანაბრებას დაახლოებით ერთი საუკუნე დასჭირდება.

ამ ფონზე, “ქალთა საერთაშორისო დღე” აღნიშნავს ქალთა სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ მიღწევებს. ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით Cointelegraph–მა მოაწყო მრგვალი მაგიდა, რომელიც ეხებოდა კრიპტო სექტორის გავლენიანი ქალების გამოცდილების გაზიარებას.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ:

Avandis Consulting–ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – ანინო ემუვა, Efi Pylarinou, Blockchain-ისა და ფინტეკის საკითხში მრჩეველი – ეფი ფილარინოუ, Coinmarketcap-ის კონტენტ მენეჯერი – მოლი ჯეინ ცუკერმანი, OKEx–ის კონტენტ ხელმძღვანელი – ოლივია კაპოზალო, Cointelegraph–ის რეპორტიორი და პოდკასტერი – რეიჩელ ვოლფსონი, Utrust-ის გენერალური დირექტორი – სანჯა კონი, Cointelegraph-ის მთავარი ტექნოლოგიური სპეციალისტი – ელისა შევანსკი და Nexo–ს დამფუძნებელი გუნდის წევრი, VIP ურთიერთობების მენეჯერი – თეოდორა ათანასოვა.

მრგვალ მაგიდას უძღვებებოდა ქრისტინა ლუკრეზია-კორნერი – მასპინძელი ონლაინ გამოცემის მმართველი რედაქტორი.

გამოცდილების გაზიარებასთან ერთად კონფერენციაზე ასევე განიხილეს გენერული თვალსაზრისით Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის სარგებელი, სტერეოტიპების დაძლევის გზები და ციფრული სექტორის მომავალი.

The post ონლაინ კრიპტო ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია მოაწყო appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   295 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 295 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(1)