Jump to content
×
×
  • Create New...

Coinbase-ის გამოკითხვის მიხედვით სატოში ნაკამოტო ბოლო ადგილზეა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_1051153622-300x200.jpg

Coinbase–მა სიმბოლური გამოკითხვა ჩაატარა.

Coinbase-მა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსებული კრიპტოსავალუტო კომპანიების ჩამონათვალი გააკეთა, სადაც შეაფასა მათი აქტივები, როგორც ფასიან ქაღალდებში ასევე სხვა სავაჭრო კრიტერიუმებში. კომპანიამ გამოკითხვაც ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ ბიტკოინის შემქმნელი სატოში ნაკამოტო თავისი ფინანსებით ბოლო ადგილზე დააყენა.

მოხსენებაში აღწერილია ის სცენარი, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს სატოში ნაკამოტოს იდენტიფიცირებამ გლობალურ ბიტკოინ ბაზარზე, რომ მისი გამოაშკარავება მნიშვნელოვნად დააზრალებს ბიტკოინსაც და ეთერუმსაც.

სატოში ნაკამოტოს სახელზე ჯამში 1.1 მილიონი ბიტკოინი ფიქსირდება, რაც 55 მილიარდი დოლარის ღირებულებას წარმოადგენს. ექსპერტების აზრით, ამ თანხის გადატანა მის პირად ანგარიშზე მთლიანად ჩამოშლის ბაზრის სისტემას და ფასებს დიდი ხნით მერყევს გახდის.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მიწურულს კვლევითმა კომპანია Messari-მ Coinbase-ი 28 მილიარდ დოლარად შეაფასა. უნდა აღინიშნოს, რომ Coinbase არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბირჟა მსოფლიოში, რომლის ყოველდღიური სავაჭრო მოცულობა 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

The post Coinbase-ის გამოკითხვის მიხედვით სატოში ნაკამოტო ბოლო ადგილზეა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   286 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 286 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(1)