Jump to content
×
×
  • Create New...

ინდოეთის უდიდესი კრიპტობირჟა დეცენტრალიზებულ დომენებს დიდი რაოდენობით იღებს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_758499376-300x200.jpg

ინდოეთის კრიპტოვალუტის უდიდესმა ბირჟამ, Unocoin-მა Blockchain-ზე დაფუძნებული Unstoppable Domains-ი მიიღო. პროგრამა კრიპტო ოპერაციებს ამარტივებს. ეს კი ხდება იმ ფონზე, როდესაც ინდოეთის მთავრობა კრიპტო ვაჭრობის აკრძალვას აპირებს.

პარტნიორობას, Unocoin–სა და Unstoppable Domains–ს შორის, ინვესტორი ტიმ დრეიპერი აფინანსებს. ამით ის სავარაუდოდ შეამცირებს ფულადი გზავნილების ხარჯებს და გაამარტივებს გარიგების პროცესს 1,2 მილიონი მომხმარებლისთვის. შეუჩერებელი დომენები კრიპტო მისამართებს აქცევს დეცენტრალიზებულ ვებსაიტებად, რომლებიც მხარაჭერილი იქნება Ethereum და Zilliqa Blockchain-ით.

ნაცვლად იმისა, რომ 42 სიმბოლოიანი Blockchain მისამართზე გაგზავნოს მომხმარებელმა ინფორმაცია, შეუჩერებელი დომენები კლიენტებს საშუალებას აძლევს შექმნან მარტივი URL- ები, რომლებიც მთავრდება “.crypto” და “.zil” დომენით. მათი შეძენა მხოლოდ ერთხელ არის საჭირო, შემდეგ კი სამუდამოდ იარსებებს Blockchain-ზე, განახლების ან შენარჩუნების საფასურის მოთხოვნის გარეშე.

შეუჩერებელი დომენების დეცენტრალიზებული ასპექტი განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ინდოელი კრიპტომომხმარებლებისთვის. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის გამოყენების აკრძალვის შესახებ.

The post ინდოეთის უდიდესი კრიპტობირჟა დეცენტრალიზებულ დომენებს დიდი რაოდენობით იღებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share