Jump to content
×
×
  • Create New...

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


Recommended Posts

სიმკაცრით შემხედავს საშვენი
თვალები შეკრული კამარის:
ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი
არ არის, არ არის, არ არის!
დაქრიან უდაბნო ქარები,
მტანჯავენ და ვიცი: გახსოვარ!
სამრეკლოს ანგრევენ ზარები...
წმინდაო, წმინდაო მაცხოვარ!
Share on other sites

  • ფორუმელი

მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს

ბროწეულებზე:

იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ

ჩვენი გულები...

ჩქარა წავიდეთ, თორემ სიჩუმით

დაქანცულები

პირს რომ გახსნიან, ალბათ გაგვცემენ

ბროწეულები!

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
On 9/17/2022 at 10:33 AM, marguerite said:

ეგ სმაილიკი ჩემი შემოქმედებაა

:blush:  - ეს ვისია ? - მაგარია !!! 

რაღაცას რომ დააშავებს - რომ მიხვდება და გემორჩილება - თან გაჩვენებს რომ : - მივიღე შენიშვნაო ...

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

ხვალე

 

 

რა დიდებული სიტყვა არსებობს

ეს დალოცვილი "ხვალე".

– დღეს გვიანაა, ხვალე, ბავშვებო,

ხვალეც მალეა, მალე!

 

ხვალიდან ვდგები დილა ადრიან,

ვარჯიშს დავიწყებ ხვალიდან.

ხვალიდან აღარ მოვწევ, ნაღდია,

წვეთსაც არ დავლევ ხვალიდან.

 

ხვალ გადავიხდი გადასახადებს,

ხვალ გავისტუმრებ ვალებს,

წერილს ხვალ დავწერ, აღარ გადავდებ,

ხვალვე გავგზავნი ბარემ.

 

– ხვალ ბილეთები გეშოვა იქნებ,

ხვალ ანონსია "ღალატის"!

– ხვალ ფეხბურთია!.. ხვალ ნაღდად ვიგებთ,

ბიჭო, რა გაძლებს ხვალამდის!

 

იმ წიგნს უთუოდ ხვალ წავიკითხავ,

ხვალ დილიდანვე ვთარგმნი!

ხვალე ვისესხებ... ხვალე გიყიდი...

კარგი... დაწყნარდი, კარგი!

 

ეხლა თუ არა ხვალ გამიგებენ,

ეს დღეც დადგება მალე,

სახელოვანი ხვალ შევიქმნები,

ხვალე, ხვალე და ხვალე!

 

შენც, ჩემო თავო, რა გეფიქრება,

რა გამოგილევს ხვალეს,

ეს ხვალე მუდამ, მუდამ იქნება,

მიდი თვალე და თვალე!

 

შოთა ნიშნიანიძე

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ღმერთები? _ღმერთები თავად ვართ და...
ჩვენს თავს თვითონ უნდა ვუშველოთ...
თბილისი? კარგია თბილისი...
მაგრამ სულ არ ვარგა უშენოდ....

ვიაროთ დე იყოს ივლისი...
ოცნებას ფრთები უნდა ვუშენო...
მე მიყვარს, ხო მიყვარს თბილისი....
მაგრამ სულ არ მიყვარს უშენოდ...

გაავდრდა წვიმაა, ბილიკს შლის...
ნეტა თქვენ არ გცივათ ნუშებო?
რამდენი ხალხია თბილისში,
მაგრამ მე ვერ ვამჩნევ უშენოდ....

გ. გოგოლაძე

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება, 

მთელი შემოდგომა თავზე დამათია...

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

წამოუბერა ზღვაურმა ..

 

წამოუბერა ზღვაურმა

ღრუბელი სევდას ცრის

მემუდარები: - გამიშვი!

მე თავს ვიმართლებ: - წვიმს!

 

ხელით გისწორებ სათუთად

ყელს მარგალიტის მძივს,

ისევ ჩურჩულებ: - წავალ, რა!

გარეთ გახედებ: - წვიმს!

 

ცალ თვალს ზეცისკენ ვაპარებ

ღრუბელს ვუღერებ მჯიღს;

- არ გადაიღო, იცოდე,

მეფე ვარ, სანამ წვიმს!

 

ოტია იოსელიანი

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ყვავილების ერთავ ჩემს იათამზეს 

დაიძინე, ახლოს მიდი  ღმერთთან, 
დაგეწამლე, გელულება თვალი,
იავნანა ყვავილების ერთავ,
დაიძინე, მამა უკეთ არი,
დაიძინე, ცა მოგაბნევს ალმასს,
დაიძინე, შვება იგრძენ ღამის,
სიზმარებში ჩაეხუტე მამას,
შემოგევლე, მზეთაიავ მამის.
დაიძინე, გამეზარდე შენ და,
იავნანა, გაცდენს უკვე თვალი,
ჯვარს დაგსახავს ნაზარევლის დედა,
დაიძინე, მამა უკეთ არი.

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share