Jump to content
×
×
  • Create New...

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


Recommended Posts

  • ფორუმელი

ორთაჭალაში ყვაოდა ნუში,

მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს

 

<3

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ნინოწმინდა... პალატები მეფეთა... 

 გალავანში - ჯამი აქაფებული, 

 შენი სახე რისთვის შემომეფეთა, 

 ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული...


 საზანდარმა ღამე ააცახცახა, 

 ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა, 

 ცა-ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა, 

 და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა...


 ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები... 

 ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა 

 საქართველოს ლექსის მეხანძარენი 

 ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!


 როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა, 

 სიყვარული ისე დამჯახებია! 

 მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს 

 და სიყვარულს ათაბაგის ქალისას;


 ძუძუები ოქროს კალმახებია, 

 წამწამები აქვს თავთუხის ყანისა... 

 წინანდალის ვაზი აყვავებული, 

 ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა,


 აფრენილი ბაზიერის დაფითა, 

 დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული! 

 ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები... 

 ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა,


 საქართველოს ლექსის მეხანძარენი 

 ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ!

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, marguerite said:

ნინოწმინდა... პალატები მეფეთა... 

 გალავანში - ჯამი აქაფებული

ისე, პოეტს ჭამა ასე უყვარდეს იშვიათია, ძუძუებიც კი შემოეჭამა)

Share on other sites

1 საათის წინ, marguerite said:

 გალავანში - ჯამი აქაფებული, 

:crazy:

 

1 საათის წინ, marguerite said:

საზანდარმა ღამე ააცახცახა, 

რაიო?

 

1 საათის წინ, marguerite said:

ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები... 

რა ხაზარები

ვინ თქვენ? რა გინდათ უაბშე? :givi:

1 საათის წინ, marguerite said:

საქართველოს ლექსის მეხანძარენი 

ფხუკ :D

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Beqa

ჭამა არ იყო, პოეტებმა გამოიწვიეს ერთმანეთი და ლექსებში ჰქონდათ შეჯიბრი. 

ეს არ იყო უბრალოდ ჭამა.

1 minute წინ, Luca said:

რა ხაზარები

ვინ თქვენ? რა გინდათ უაბშე?

პოეტები შეადარა ხაზარებს

2 minutes წინ, Luca said:

ფხუკ

სულ ტყუილად

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, marguerite said:

ჭამა არ იყო,

 შემოქმედება ვიგულისხმე უფრო, გურმანი პოეტის პათოსი)

სუსტი პოეტია იმჰო

Share on other sites

Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, marguerite said:

მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს 

 და სიყვარულს ათაბაგის ქალისას;


 ძუძუები ოქროს კალმახებია, 

აი ეხლა ნუ რას გავს ეხლა ეს საქციელი

ანუ ვიღაც უყვარს ან უყვარდა ან უნდა რომ უყვარდეს  -> ეს არვიცით

დალშე ძუძუები აქვს ოქროს კალმახებივითო

რა წესია

რანაირად შეიძლება  საყვარელი ქალის ძუძუ შეადარო ან კალმახს ან ხაჭაპურს ან რავიცი რა

ესეიგი უყურე მარჯერინა რა გამოდის?

 

რომ მაგ ძუძუს ურჩევნია ოქროს კალმახები?

ხედავ?

იმიტო რო კალმახს რო შეხედო და შენი გოგოშკას ძუძუები მოგელანდის ეს ნარმალნაა რა,  სწორი ასოციაციაა

მარა ძუძუებს უყურებდე და კალმახები გელანდებოდეს ეს უკვე სხვა ამბავია

 

დამშეულები იყვნენ?

2 საათის წინ, marguerite said:

გალავანში - ჯამი აქაფებული, 

აქაც რაღაცას ათუხთუხებენ

 

ეჭამა და მერე დაეეწერა ეგ ლექსი ამ უბედურს

 

Edited by Luca
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share