ფორუმელი marguerite Posted 15 ივნისი, 2022 Author Posted 15 ივნისი, 2022 ნაცნობი - ვახტანგ ჯავახაძე არაფრის თავი არ ჰქონდა, უყვარდა მხოლოდ ბანქო და ყველგან, ყოველთვის გაჰქონდა თავი, რომელიც არ ჰქონდა. ისე მიიჭრა მიზანთან, როგორც მრისხანე დრაკონთან, ბუზს არასოდეს ისვამდა თავზე, რომელიც არ ჰქონდა. მუდამ ამაყად ეჭირა - გამოსულს სადალაქოდან - და მამულს ბევრჯერ შესწირა თავი, რომელიც არ ჰქონდა. ბოლოს დაღვინდა მაჭარი, ბოლოს უმღერეს ოდა, ბოლოს საქვეყნოდ მოეჭრა თავი, რომელიც ჰქონდა. ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 21 ივნისი, 2022 Author Posted 21 ივნისი, 2022 (შესწორებული) შენ ჩამომართვი ბავშვური ხელი - პეპლის ფრთასავით ნაზი და სუსტი, შეცბუნებული დავდივარ მერე, თითქოს რაღაცა სასწაულს ვუცდი. არ დაიჯერებ არას დიდებით, რომ გავურბივარ ვნებას ჟინიანს, შენი უმწეო, სუსტი თითების - ლომის ტორივით რომ მეშინია!.. შოთა ნიშნიანიძე Edited 21 ივნისი, 2022 by marguerite 1 ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 21 ივნისი, 2022 Author Posted 21 ივნისი, 2022 (შესწორებული) წამოუბერა ზღვაურმა - ოტია იოსელიანი წამოუბერა ზღვაურმა ღრუბელი სევდას ცრის მემუდარები: - გამიშვი! მე თავს ვიმართლებ: - წვიმს! ხელით გისწორებ სათუთად ყელს მარგალიტის მძივს, ისევ ჩურჩულებ: - წავალ, რა! გარეთ გახედებ: - წვიმს! ცალ თვალს ზეცისკენ ვაპარებ ღრუბელს ვუღერებ მჯიღს; - არ გადაიღო, იცოდე, მეფე ვარ - სანამ წვიმს! Edited 21 ივნისი, 2022 by marguerite ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 23 ივნისი, 2022 Author Posted 23 ივნისი, 2022 საზოგადო წერილი მეუღლეს - როი ერთად იშვიათია ლამაზი და ჭკვიანი ქალი, თუმცა ყველა ქალს დაჰყოლია მუცლიდან ეჭვი, აბა რა ჰქონდა ევას საეჭვიანო, მაგრამ ყოველ საღამოს ადამს ნეკნებს უთვლიდა.... ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 9 ივლისი, 2022 Author Posted 9 ივლისი, 2022 მე რომ სისულელეს ჩავიდენ, შენ რომ მაპატიებ კაცურად, ცისთვალებს მოასხამ ჩალის ღერს და გამიყვავილებ საკურას. მე რომ სულ ჰაერში დავდივარ, შენ რომ დედამიწას მიგორებ, ღიმილით რომ იტან სატირალ- შტორმებში მოყოლილ სინდრომებს. მე რომ ტკივილები მაწუხებს, შენ რომ მკლავებს შორის მოიქცევ, ცხოვრების გაცრეცილ საწუხრებს- სიცილით ამიხსნი კომიქსებს. ცას თუ დაფარავენ ქინქლები, მე რომ მზის სანაცვლოდ მიგულებ. მე რომ… მე რომ ავად ვიქნები, შენ რომ… შენ რომ ჩემზე იზრუნებ. ნუციკო დეკანოზიშვილი ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 2 აგვისტო, 2022 Posted 2 აგვისტო, 2022 (შესწორებული) Что ты любовь моя — Пора бы знать. Приди в полночный час, Скажи, как звать. Приди в полночный час, В полночный бой. Спит матушка с отцом, Мне спать — с тобой. Рукою стукни в дверь! На этот стук Спросонья скажет мать: — Еловый сук! И в горенку скорей! Скорей в постель! Тебя теснее обовью, Чем плющ и хмель. Что ты любовь моя — Пора бы знать. Приди в полночный час, Скажи, как звать. Цветаева Вот: слышится — а слов не слышу, Вот: близится — и тьмится вдруг… Но знаю, с поля — или свыше — Тот звук — из сердца ли тот звук… — Вперёд на огненные муки! — В волнах овечьего руна Я к небу воздеваю руки — Как — древле — девушка одна… Edited 2 აგვისტო, 2022 by Mulan Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 3 აგვისტო, 2022 Author Posted 3 აგვისტო, 2022 ...შენ უკვე წევხარ ან ახლა წვები, სინათლეს აქრობ და ბნელში იხდი, მაინც ვერ უნდა შენიშნონ სხვებმა, რაც მე შევნიშნე შენში და მივხვდი კვლავ უსასრულოდ იღვრება მთვარე შენს გაშლილ თმებში და შიშველ მხრებზე, და დაეჭვებულ მიჯნურის მსგავსად ოთახში კაცის ნაკვალევს ეძებს. და კიდევ ერთი ვარსკვლავი ჩნდება, როცა ცახცახით გეხვევა მთვარე და როგორც შენი უმცროსი დები, ნუშის ხეები ფხიზლობენ გარეთ... ოთარ ჭილაძე ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 3 აგვისტო, 2022 Posted 3 აგვისტო, 2022 24 minutes წინ, marguerite said: ...შენ უკვე წევხარ ან ახლა წვები, სინათლეს აქრობ და ბნელში იხდი, მაინც ვერ უნდა შენიშნონ სხვებმა, რაც მე შევნიშნე შენში და მივხვდი კვლავ უსასრულოდ იღვრება მთვარე შენს გაშლილ თმებში და შიშველ მხრებზე, და დაეჭვებულ მიჯნურის მსგავსად ოთახში კაცის ნაკვალევს ეძებს. და კიდევ ერთი ვარსკვლავი ჩნდება, როცა ცახცახით გეხვევა მთვარე და როგორც შენი უმცროსი დები, ნუშის ხეები ფხიზლობენ გარეთ... რა უშნოობაა ) Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა