Jump to content
×
×
  • Create New...

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


Recommended Posts

  • ფორუმელი

ნაცნობი - ვახტანგ ჯავახაძე

 

არაფრის თავი არ ჰქონდა,
უყვარდა მხოლოდ ბანქო და
ყველგან, ყოველთვის გაჰქონდა
თავი, რომელიც არ ჰქონდა.
ისე მიიჭრა მიზანთან,
როგორც მრისხანე დრაკონთან,
ბუზს არასოდეს ისვამდა
თავზე, რომელიც არ ჰქონდა.
მუდამ ამაყად ეჭირა -
გამოსულს სადალაქოდან -
და მამულს ბევრჯერ შესწირა
თავი, რომელიც არ ჰქონდა.
ბოლოს დაღვინდა მაჭარი,
ბოლოს უმღერეს ოდა,
ბოლოს საქვეყნოდ მოეჭრა
თავი, რომელიც ჰქონდა.

 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

შენ ჩამომართვი ბავშვური ხელი -

პეპლის ფრთასავით ნაზი და სუსტი,

შეცბუნებული დავდივარ მერე, 

თითქოს რაღაცა სასწაულს ვუცდი.

არ დაიჯერებ არას დიდებით, 

რომ გავურბივარ ვნებას ჟინიანს, 

შენი უმწეო, სუსტი თითების -

ლომის ტორივით რომ მეშინია!..

 

შოთა ნიშნიანიძე

Edited by marguerite

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

წამოუბერა ზღვაურმა - ოტია იოსელიანი

 

წამოუბერა ზღვაურმა
ღრუბელი სევდას ცრის
მემუდარები: - გამიშვი!
მე თავს ვიმართლებ: - წვიმს!

ხელით გისწორებ სათუთად
ყელს მარგალიტის მძივს,
ისევ ჩურჩულებ: - წავალ, რა!
გარეთ გახედებ: - წვიმს!

ცალ თვალს ზეცისკენ ვაპარებ
ღრუბელს ვუღერებ მჯიღს;
- არ გადაიღო, იცოდე,

მეფე ვარ - სანამ წვიმს!

Edited by marguerite

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

საზოგადო წერილი მეუღლეს - როი

ერთად იშვიათია ლამაზი და ჭკვიანი
ქალი, თუმცა ყველა ქალს დაჰყოლია მუცლიდან
ეჭვი, აბა რა ჰქონდა ევას საეჭვიანო,
მაგრამ ყოველ საღამოს ადამს ნეკნებს უთვლიდა....

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

მე რომ სისულელეს

ჩავიდენ,

შენ რომ მაპატიებ

კაცურად,

ცისთვალებს მოასხამ

ჩალის ღერს

და გამიყვავილებ

საკურას.

მე რომ სულ ჰაერში

დავდივარ,

შენ რომ დედამიწას

მიგორებ,

ღიმილით რომ იტან

სატირალ-

შტორმებში მოყოლილ

სინდრომებს.

მე რომ ტკივილები

მაწუხებს,

შენ რომ მკლავებს შორის

მოიქცევ,

ცხოვრების გაცრეცილ

საწუხრებს-

სიცილით ამიხსნი

კომიქსებს.

ცას თუ დაფარავენ

ქინქლები,

მე რომ მზის სანაცვლოდ

მიგულებ.

მე რომ… მე რომ ავად

ვიქნები,

შენ რომ… შენ რომ ჩემზე

იზრუნებ.

 

ნუციკო დეკანოზიშვილი

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

Что ты любовь моя —
Пора бы знать.
Приди в полночный час,
Скажи, как звать.

Приди в полночный час,
В полночный бой.
Спит матушка с отцом,
Мне спать — с тобой.

Рукою стукни в дверь!
На этот стук
Спросонья скажет мать:
— Еловый сук!

И в горенку скорей!
Скорей в постель!
Тебя теснее обовью,
Чем плющ и хмель.

Что ты любовь моя —
Пора бы знать.
Приди в полночный час,
Скажи, как звать.

 

Цветаева

 

 

 

Вот: слышится — а слов не слышу,
Вот: близится — и тьмится вдруг…
Но знаю, с поля — или свыше —
Тот звук — из сердца ли тот звук…

— Вперёд на огненные муки! —
В волнах овечьего руна
Я к небу воздеваю руки —
Как — древле — девушка одна…

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

...შენ უკვე წევხარ ან ახლა წვები,

სინათლეს აქრობ და ბნელში იხდი,

მაინც ვერ უნდა შენიშნონ სხვებმა,

რაც მე შევნიშნე შენში და მივხვდი

 კვლავ უსასრულოდ იღვრება მთვარე

შენს გაშლილ თმებში და შიშველ მხრებზე,

და დაეჭვებულ მიჯნურის მსგავსად

ოთახში კაცის ნაკვალევს ეძებს.

 და კიდევ ერთი ვარსკვლავი ჩნდება,

 როცა ცახცახით გეხვევა მთვარე

და როგორც შენი უმცროსი დები,

 ნუშის ხეები ფხიზლობენ გარეთ...

 

 

ოთარ ჭილაძე

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

24 minutes წინ, marguerite said:

...შენ უკვე წევხარ ან ახლა წვები,

სინათლეს აქრობ და ბნელში იხდი,

მაინც ვერ უნდა შენიშნონ სხვებმა,

რაც მე შევნიშნე შენში და მივხვდი

 კვლავ უსასრულოდ იღვრება მთვარე

შენს გაშლილ თმებში და შიშველ მხრებზე,

და დაეჭვებულ მიჯნურის მსგავსად

ოთახში კაცის ნაკვალევს ეძებს.

 და კიდევ ერთი ვარსკვლავი ჩნდება,

 როცა ცახცახით გეხვევა მთვარე

და როგორც შენი უმცროსი დები,

 ნუშის ხეები ფხიზლობენ გარეთ...

რა უშნოობაა

 

)

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share