Jump to content
×
×
  • Create New...

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

მსოფლიოს - ბექა კოლხიტაშვილი

 

აჩუქეთ პატარებს იმდენი ბუშტები,
გაბერონ და მერე აფრინდნენ ზეცამდე..
უთხარით მოჩხუბრებს: დაწიონ მუშტები,
დამყარდეს მშვიდობა სულ ყველგან, ეცადეთ.

ჩაიცვით იმდენად პატარა კაბები
და მოკლე შარვლები, რომ თქვენზე იცინონ..
მოყევით იმდენად „უაზრო" ამბები,
სახეზე ღიმილი რომ ვერ მოიცილონ.

არსობდეთ იმდენად უბრალოდ არსობით,
რომ ფულის სუნზეც კი მთელს ტანზე გაყრიდეთ..
აკეთეთ სიკეთე ათასჯერ ასობით,
სანამ ცა სულიერს ხორცისგან გაგყრიდეთ.

იფიქრეთ იმდენი , თან ისე მარტივად,
სულ ყველა გენიოსს თავბრუს რომ ახვევდეთ..
მეუღლეს პირობა დაუდეთ ქარტიად,
რომ მხოლოდ მის მკერდზე გინდათ რომ გახელდეთ.

იმდენად ფართოზე გახსენით ფანჯრები,
სულ ყველა მზის სხივმა თქვენს გულში ანათოს..
იმღერეთ ისე, რომ დაგისკდეთ მაჯები,
რომ სულმა სხეულში ზეიმი გამართოს.

შეწყვიტეთ ეჭვები ყოველგვარ ეჭვებზე
და დროის მსვლელობას ეცეკვეთ ვალსები..
თქვენივე სიცოცხლე შეისვით ბეჭებზე,
გიყვარდეთ სამყარო, თან მთელი არსებით.

გაყიდეთ თუკი რამ ძვირფასი გაგაჩნდეთ,
ნუ ეძებთ სიამეს ამაო საგნებში..
სამშობლოს გულისთვის დაღიც რომ დაგაჩნდეთ,
ცოლ--შვილს ნუ დამალავთ ამოთხრილ სანგრებში.

სიცოცხლე დროების აკვანში არწიეთ,
დილიდან დილამდე ღვთისადმი გალობდეთ..
ერთობის დროშები ზეცამდე აწიეთ,
რომ დედა უფლისა სულ ყვველას გწყალობდეთ.

Edited by marguerite

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
18 საათის წინ, marguerite said:

აჩუქეთ პატარებს იმდენი ბუშტები,
გაბერონ და მერე აფრინდნენ ზეცამდე..
უთხარით მოჩხუბრებს: დაწიონ მუშტები,
დამყარდეს მშვიდობა სულ ყველგან, ეცადეთ.

ჩაიცვით იმდენად პატარა კაბები
და მოკლე შარვლები, რომ თქვენზე იცინონ..
მოყევით იმდენად „უაზრო" ამბები,
სახეზე ღიმილი რომ ვერ მოიცილონ.

არსობდეთ იმდენად უბრალოდ არსობით,
რომ ფულის სუნზეც კი მთელს ტანზე გაყრიდეთ..
აკეთეთ სიკეთე ათასჯერ ასობით,
სანამ ცა სულიერს ხორცისგან გაგყრიდეთ.

იფიქრეთ იმდენი , თან ისე მარტივად,
სულ ყველა გენიოსს თავბრუს რომ ახვევდეთ..
მეუღლეს პირობა დაუდეთ ქარტიად,
რომ მხოლოდ მის მკერდზე გინდათ რომ გახელდეთ.

იმდენად ფართოზე გახსენით ფანჯრები,
სულ ყველა მზის სხივმა თქვენს გულში ანათოს..
იმღერეთ ისე, რომ დაგისკდეთ მაჯები,
რომ სულმა სხეულში ზეიმი გამართოს.

შეწყვიტეთ ეჭვები ყოველგვარ ეჭვებზე
და დროის მსვლელობას ეცეკვეთ ვალსები..
თქვენივე სიცოცხლე შეისვით ბეჭებზე,
გიყვარდეთ სამყარო, თან მთელი არსებით.

გაყიდეთ თუკი რამ ძვირფასი გაგაჩნდეთ,
ნუ ეძებთ სიამეს ამაო საგნებში..
სამშობლოს გულისთვის დაღიც რომ დაგაჩნდეთ,
ცოლ--შვილს ნუ დამალავთ ამოთხრილ სანგრებში.

სიცოცხლე დროების აკვანში არწიეთ,
დილიდან დილამდე ღვთისადმი გალობდეთ..
ერთობის დროშები ზეცამდე აწიეთ,
რომ დედა უფლისა სულ ყვველას გწყალობდეთ.

ვის რაა?

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

@დათვების მეგობარი

ბავშვებს, ბუშტები 

,,ლექსთა შეჯიბრებაზე - მხოლოდ ინტეგრალები,
ცხენთა შეჯიბრებაზე - ისევ ლურჯა ცხენები!"

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, marguerite said:

ბავშვებს, ბუშტები 

ავტორი და სათაური-მეთქი :) 

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

გული დამიმძიმდა 

გული აღარ მიწევს მანდეთ,
რაღა მესაქმება აბა?!
მეტი - მეტი - სკამზე დამხვდეს
შენი დაკემსილი კაბა...

თითქოს, აღარავინ მელის,
ალბათ, შენ ავსებდი ყველას,
ვერა! ვერ გავუძლებ,გესმის?!-
კედელს მინაღვლებულ მზერას.

სისხამს, შენი უბნის ქალებს,
უკვე რახანია ღვიძავთ,
შენც ხომ არ გიყვარდა ძილი-
ახლა სამუდამოდ გძინავს...

ან,არ გებრალება?!-ღამით,
როგორ სცივა ხოლმე მამას,
შენ რომ უსწორებდი კრძალვით-
ვინღა გაუსწორებს საბანს?!

ცოტას ვაზვიადებ?! - არა!
გაზვიადებულად მწამხარ!
ვერა,ვერ ვიჯერებ მაინც-
ზეცად წახვედი და- არ ხარ...

მოვალ - თუ გამიღებ ჭიშკარს,
გეტყვი - გული დამიმძიმდა,
შენი ხელით რომ მიფცქვნიდი-
ის წითელი ვაშლი მინდა...

სკივრში შენახული ტყლაპი,
ქონში დაზელილი ქადა,
გემო აღარაფერს არ აქვს,
თუ მე დამეკარგა მადა...

მოვალ, ღუმელთან თუ ისევ,
მეტყვი ძველ და ახალ ამბებს,
ერთიდაიგივეს - ასჯერ,
მერე... ვიხითხითებთ რამდენს...

შენი იავნანა მინდა,
კანკალგამორეულ ხმაზე,
შრომით დაკოჟრილი ხელი,
ისევ გადამისვი თავზე....

...მაგ ცას დაჰკარგვია ფერი,
გამოცარიელდა ოდა,
ხმა რომ აღარ ისმის შენი,
სუნთქვა მიძნელდება, ხოდა-

გული აღარ მიწევს მანდეთ,
ალბათ, შენ ავსებდი ყველას,
ვერა! ვერ გავუძლებ გესმის?!-
ჩარჩოს გამომწყვდეულ მზერას!..

მარიამ მოგელიშვილი

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ბაბუაწვერა ჩემს სიყვარულს რად უნდა წერა...

ნამცეცა გული რასაც იტევს ვერ იტყვის ენა...

წადი, ქარს გაჰყევ, ვინც შეგხვდება აცინე ყველა,

რომ ყველა ყვავილს ვანჯობინე ბ ა ბ უ ა წ ვ ე რ ა

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share