Jump to content
×
×
  • Create New...

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


Recommended Posts

  • ფორუმელი

მე არავინ მყავს შენზე უფრო აღმოსავლეთით.

ჩემი ჩრდილის ოთხივე მხარეს იგულისხმება

შენი წყალი.მთა და უდაბნო.

 

მერამდენედ დამასწრო დილამ ასეთი მოკლე განთიადი.

და ბავშვობაში

კარადიდან გადმოვარდნილი გლობუსივით

დამემსხვრა ფერხთით

დედამიწის მყიფე სიმრგვალე.

 

ღმერთმა ვერაფრით გადაგვაჩვია ამნაირ ლოცვებს:

ყველაზე უფრო საიმედოდ თავჩახურულნიც

ღამღამობით იმდენს ვტირით,რომ

როცა იქნება

ჭაღს მოწყვეტილ მინის ბურთულას დაემსგავსება

დედამიწა.

 

აი,მაშინ კი

წამებისას ფრჩხილებიც რომ დაგვაცალონ,

მაინც არ გავთქვამთ,

რა ვთხოვეთ უფალს

ამ გამჭვირვალე

და უნაყოფო მინად ქცეული მიწის სანაცვლოდ.

მაინც არ გავთქვამ,

რა გადავმალე

იმ უარყოფით სიჩუმეში,

საითაც შენ ხარ.

 

მე არავინ მყავს შენზე უფრო აღმოსავლეთით.

მე არავინ მყავს შენზე უფრო აღმოსავლეთით

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ამ ქვეყნად მოსვლა ჩემი და შენი, 

თქვი! - 

ნუთუ მარტო იმიტომ ღირდა, - 

რომ სიკვდილამდე 

რაღაცას ელი, 

და იმის მერეც 

რაღაცა გინდა.

 

მუხრან მაჭავარიანი

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ქარი არის. 
სულ უბრალოდ - 
ქარი არის. 
ლიხს იქით კი, 
ახლა ალბათ 
წვიმებია. 
ცაზე თეთრმა 
ურჩხულებმა 
ჩაიარეს 
და ფიქრებიც 
ამინდივით 
მძიმდებიან. 

სიგარეტი, 
გაბზარული 
ჩაის ჭიქა... 
ქარმა ღამე 
გადაფინა 
კანაფებზე. 
დამიჯექი, 
მოდი გვერდით 
დამიჯექი 
და დილამდე 
ვისაუბროთ 
არაფერზე.

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

წვიმა

და მოწყურებულ ქარავანივით,
ღრუბლებმა ზღვიდან წყალი დალიეს,
ცად აბარბაცდნენ მერე მთვრალივით
და ცის ფერები არივ - დარიეს.
ტალღებს მომწყდარმა ქარმა იწივლა,
მხურვალე მიწას მკერდი გაუხსნა
და ისე სწრაფად დაეშვა წვიმა,
თითქოს ღრუბლებზე ფეხი დაუსხლტა.

თამაზ ჭილაძე

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

“გათითოკაცება გვაოხერტიალებს,
ვიცი ამ ცხოვრების მე ავან-ჩავანი.
რაცა გვყოფს კი არა, რაც გვაერთიანებს
ეს არის, ეს არის, ეს არის მთვარი!
თუ ასე არ ფიქრობ, ძალიანაც ცდები!
ცუდად გამსარჯე და მრუდად გაისარჯე
შენი გამარჯვებით მე არ დავმარცხდები,
ჩემი დამარცხებით შენ ვერ გაიმარჯვებ.”

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ბედმა უცნობი გზით გამაქანა,

 თქვენ დარჩით შორი… ცაზედაც შორი…

 და როგორც კარტში აგურის ქალებს,

 გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.


 მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,

 რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,

 მაგრამ დღეები, როგორც ქურდები

 ჩემს შეპირებას ანადგურებენ.


 და სადმე ტყვია თუ გააციებს

 გულს საშინელი განადგურებით,

 თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,

 დანაშაული არდაბრუნების.

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
და დიდხანს, დიდხანს არ დამეძინა...

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share