Jump to content
×
×
  • Create New...

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


Recommended Posts

  • ფორუმელი

იასამანი სულია შენი,

შენ - ჩემი სურვილი...

გაზაფხული ხარ შენ და

ჩემი წყურვილი.

იასამანი ხარ შენ,

სულ მთლიანად

იასამანი ხარ,

მკლავს შენი სურნელი!

ან ჩემი სამარე ხარ,

ან ჩემი სავანე ხარ,

გაზაფხული ხარ შენ და

ჩემი წყურვილი...

შენ სხვა ხარ,

შენდარი ვინ არი?

შენ ზღვა ხარ, -

შენა ხარ მდინარე!

ცისფერი მდინარე,

იასამნის მდინარე...

იასამანი სულია ჩემი.

შენ ხარ სული ჩემი -

იასამანი!

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

წვიმის ამბები - როინ აბუსელიძე

წვიმს. დღეს ეს წვიმა უფრო მეტია,
ვიდრე მანძილი ჩემს და შენს შორის,
წვიმს. რა გაუძლებს ამ სველ ხეტიალს,
ასეთ ქროლვაში, ამინდში ასეთ
და ბაგეები როგორც სენსორი
კრთებიან წვიმის წვეთების ხმაზე...

იცი, სიზმრებშიც ვერ მოვიცილე
თეატრი, ჩვენი გრძნობების ბუდე,
როგორ ვტოვებდით სიცილ-სიცილით
ჰოლში - ტკივილებს, ქოლგებს და ქუდებს.

წვიმს. დღეს ეს წვიმა უფრო ვრცელია.
სრულდება მთვარე _ ლექსების ლოგო...
ქუჩას შენსავით ლამაზყელიანს
ევსება ბროლი, ხოლო მე ვუცქერ
ახალშობილი წვიმები როგორ -
ტოვებენ ღრუბლის დაბერილ მუცლებს...

შენ ამბობ - რამე მითხარი. მოდი.
წვიმს. მილიარდი პატარა წვეთი.
შემდეგ ფიქრები ეძებენ მოტივს
და მთელს სხეულში შემოდის ვნება..
მე კი რა გითხრა იმაზე მეტი,
რასაც ეს წვიმა ამბობს და ყვება?...

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

მაისი ყველგან არის მაისი,
მაგრამ ბათუმში მაინც სხვა არი...

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია,
თუ დრო არის, დროს ისევ შენ შეჰფერი.
და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია,
მე თბილისი ავირჩიე ბებერი...

 

გალაკტიონი

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

მუხრან მაჭავარიანი - ქება კაცისა
კაცი ისაა ნამდვილი,
კარგად რომელმაც იცის:
ვინაა ღირსი მანდილის,
ვინ ქუდისაა ღირსი.

ის ვაჟკაცია საქები,
ვინც ზედმიწევნით იცის:
ვინაა ღირსი ძაგების,
ვინ ქებისაა ღირსი.

ისმოდეს, აწ და მარადის,
ჩვენში ფეხის ხმა მისი,
ვინც იცის, როგორც არავინ,
არის ვინ რისი ღირსი.

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ამ ფოტოზე კი ორნი ჩანხართ - შენა და დარდი,

ბავშვი ხარ შენ და, ცხადი არის, დარდიც -ბავშვია,

 

იმ ყველაფერში, რაც იცხოვრე, შენ როდი ჩანდი,

მხოლოდ იქ ჩანხარ, სადაც რამე გითამაშია."

 

ბესიკ ხარანაული

Share on other sites

  • ფორუმელი

მწუხარება ნაკეცი გაზაფხულზე დაგეძებს,

შენს უმანკო ბაგეზე დაბინავდნენ ლოცვები...

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ელა გოჩიაშვილი
უარი ეთქვას გ. ტაბიძეს

მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო,
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, შურით მღუარი,
პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა,
თუ არ გიშხუვლო მათრახივით: ”ეთქვას უარი!”
შენი ვალებით პირთამდე სავსემ,
თუ არ ჩაგიდგა ყველა დროში თითო ფაცერი,
ჩემგან გაწირულს თუ სამშობლოდ არ მოგაჩვენო
თოვლი ირიბი და ალმაცერი.
თუ არ გავერთო შენი გაძლებით,
თუ არ დაგძახო ბეწვის ხიდზე: ”პოეტო, ანტრე!”
მაშინ სამშობლო აღარ ვყოფილვარ,
შენ თუ სიკვდილი არ მოგანატრე.
კლაკიორების ბრბოებისგან ტაშის მყიდველთა
ფუყე დიდებით ჩამოჟამული,-
თუ არ დაყრუვდა შენს წინაშე, თუ არ დაბრმავდა,
თუ არ დამუნჯდა, - რაა მამული.
უარი ეთქვას გ. ტაბიძეს, როგორც წესია:
მოკვდავს - სასახლე, უკვდავს - ბოსელი;
აჰა, მამულის შხამიანი ღორღი და ქვიშა, -
შენი პური და შესამოსელი!
იარე ახლა ფეხშიშველამ... ”გზა არის ცხელი”...
წითლად გაკვალე მარადისობა...
ფეხისგულებით არა მხოლოდ ცვარი მამულის,
მისი ეკლებიც უკეთ იცნობა.
პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა,
თუ არ გიშხუვლო მათრახივით, - ”ეთქვას უარი!”
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო,
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, - შურით მღუარი.
თუ გაპატია, რომ გიცნო და თვითვე აღმართა
დაფნა, საშენოდ შემორკალული,
თუ თვითმკვლელივით არ მიგაგდო ღია სარკმელთან,
თუ გაპატია, რომ უყვარხარ, - რაა მამული...

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   474 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 474 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(11)
    • YandexBot(1)