Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ჯგუფმა 9 მარტს განაცხადა, რომ ერთადერთი გზა საქართველოს „პოლიტიკური აქტორებისთვის, თუ მათ არ სურთ, რომ ქვეყნის სტაბილურობას და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხე შეექმნას“, არის დიალოგი და პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციაში წვლილის შეტანა.

ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა, რომელიც ევროპარლამენტის მომხსენებელია საქართველოს საკითხებზე, განაცხადა, რომ ის არ იწონებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას.

„ხელისუფლებაში მყოფი პირები განსაკუთრებით არიან პასუხისმგებელნი, რომ დაძაბულობა განმუხტონ, არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი გამოძებნონ და არაპროპორციული გზით არ უპასუხონ პროვოკაციებს“, – განაცხადა მან.

მიკსერმა მოუწოდა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას, რომ მანდატები აიღონ და პარლამენტში შევიდნენ.

მან ხაზი გაუსვა, რომ თავშეკავებული პოლიტიკოსები როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ოპოზიციიდან პოლიტიკურ დაყოფაზე მაღლა უნდა დადგნენ და არსებული პოლიტიკური კრიზისი მოაგვარონ.

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისი საფრთხეს უქმნის საქართველოს მიღწევებს სოციალურ-ეკონომიკური ტრანზიციისა და პროევროპული რეფორმების განხორციელების საქმეში.

„არსებული პოლიტიკური კრიზისი ხაზს უსვამს სასამართლო რეფორმის გაგრძელების მნიშვნელობას, რათა გაიზარდოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ჩამოყალიბდეს უმაღლესი სასამართლო სტანდარტები“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „კერძოდ, ეს ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას“.

მისივე თქმით, სოციალ-დემოკრატების ჯგუფი მხარს უჭერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ძალისხმევას, რომელიც საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დახმარებას ითვალისწინებს, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მედიაციის მიზნით შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის დანიშვნას.

ასევე წაიკითხეთ:

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Moor said:

თავშეკავებული პოლიტიკოსები როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ოპოზიციიდან

მოიცადეთ, პატივცემული სვენი ამბობს რომ ბანძებში შეიძლება იყვნენ თავშეუკავებელი პოლიტიკოსებიც? ვის გულისხმობს ხომ არ იცით? :დ

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Moor said:

პრემიერს

ნწ, ნწ, ანუ ურევს ჩვენი პატივცემული პრემიერი? :დ და ამას ამბობენ მათი უფროსები? ნუ უფროსები ელეჯედლი :დ

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   197 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 196 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Facebookexternalhit(2)
    • Chrome(10)
    • ASIA
    • YandexBot(23)
    • Googlebot(2)