Jump to content
×
×
  • Create New...

ბიჭიკო პაიკიძის კომპანიამ 22 მილიონი მოიგო


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ბიჭიკო პაიკიის კომპანიამ 22 მილიონი მოიგო admin Mon, 03/08/2021 - 23:05

2017-2020 წლებში ბიჭიკო პაიკიძესთან დაკავშირებულმა ორმა კომპანიამ – “ჯორჯიან ენერჯიმ” და “ბიპი ტრანსმა” ჯამში 29 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს.

ბიჭიკო პაიკიძის შვილის ერთი ნათლია სუს-ის მოქმედი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილია, ხოლო მეორე – სუს-ის უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, წარმოშობით ვანელები.

 2016 წელს ბიჭიკო პაიკიძემ და მისი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა ქართულ ოცნებას ჯამში 72,000 ლარი შესწირეს.

2014 წელს პაიკიძის კომპანია “ჯორჯიან ენერჯი” RMG Gold-ის ქვეკონტრაქტორი იყო, რომელსაც კულტურის სამინისტრომ საყდრისის ძეგლის აფეთქების უფლება მისცა.

ბიჭიკო პაიკიძე 2017 წლიდან “ქართული ოცნების” ვანის საკრებულოს დეპუტატია. დეპუტატობამდე და შემდეგაც მისი სახელი რამდენიმე კომპანიაში ფიქსირდებოდა, რომლებიც მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს იგებდნენ.

2013 წელს დაარსებულ შპს “ჯორჯიან ენერჯიში” ბიჭიკო პაიკიძე სხვადასხვა დროს კომპანიის 25 და 50 პროცენტიან წილებს ფლობდა. Აღნიშნულ კომპანიას 2014 წლიდან 25 სახელმწიფო ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 6 ტენდერში გაიმარჯვა, რომელთა ჯამური ღირებულებაც თითქმის 7 მილიონი ლარია. Ყველა ამ შემთხვევაში შემსყიდველი სხვადასხვა სახელმწიფო ორგანო იყო, მაგ: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხაშურის მუნიციპალიტეტი, GWP, თბილსერვის ჯგუფი.

შპს ჯორჯიან ენერჯი 2014 წელს RMG Gold-ის ქვეკონტრაქტორ კომპანია იყო, რომელმაც 2014 წელს საყდრისის საბადო ააფეთქა. Მაშინ სწორედ ბიჭიკო პაიკიძე საუბრობდა ორივე კომპანიის – “არ ემ ჯი გოლდისა” და “ჯორჯიან ენერჯის” სახელით და აცხადებდა, რომ რეგიონში ადამიანებს მხოლოდ ეს კომპანიები ასაქმებდნენ და მათი საქმიანობისთვის, ანუ საყდრისის საბადოდან ოქროს მოპოვებისთვის, ხელი არავის უნდა შეეშალა.

2018 წლიდან მან კომპანიაში საკუთარი წილი ფორმალურად დათმო და სახელმწიფო ტენდერებში ოპერირება მის მიერ 2012 წელს დაარსებული კომპანია შპს B.P. TRANS-ით გააგრძელა, რომელსაც 2019 წლამდე არცერთ სახელმწიფო ტენდერში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. 2019-20 წლებში ამ კომპანიამ 7 სახელმწიფო ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 4-ში გაიმარჯვა (ხოლო ერთში ისევ შპს ჯორჯიან ენერჯიმ გაიმარჯვა).

Ამ 4 ტენდერით მან სახელმწიფოსგან ჯამში 22,005,115 ლარი უნდა მიიღოს. ნაწილობრივ შესრულებული სამუშაობისთვის ავანსის სახით მან უკვე მიიღო 4,223,454 ლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ შპს “ჯორჯიან ენერჯი” და შპს B.P. TRANS-ი ასრულებდა ნაპირსამაგრ სამუშაოებს, რომლებსაც სხვადასხვა საჯარო სამსახურები უკვეთავდნენ. 2020 წლის ინვისში შპს B.P. TRANS-მა გაიმარჯვა საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინსიტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ 24.5 მილიონიან ტენდერში, რომელიც ეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციას. ბიჭიკო პაიკიძის კომპანიამ 20,750,749ლარიანი შეთავაზებით გაიმარჯვა, იმ პირობებში როდესაც მას წარსულში გზების რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების არანაირი გამოცდილება არ ჰქონია. 2020 წლის ნოემბერში იგივე კომპანიამ იგივე შემსყიდველის მიერ გამოცხადებულ, შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაციის 1,325,000 ლარიან ტენდერში გაიმარჯვა. შპს B.P. TRANS-მა, მიმწოდებელს 988,988 ლარი შესთავაზა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბიჭიკო პაიკიძის შპს B.P. TRANS-ი მას შემდეგ იწყებს სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებას, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჯერ უფროსის მოადგილე, ხოლო შემდგომ სამსახურის უფროსი მისი შვილის ნათლია, გრიგოლ ლილუაშვილი ხდება (2019 წლის იანვარში იგი მოადგილედ დაინიშნა, ოქტომბერში კი უფროსი გახდა). Ასევე, მისი შვილის ნათლიაა სუს-ის უფროსის ამჟამინდელი მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილიც.

საბოლოო ჯამში, ვანის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა და სუს-ის მაღალჩინოსნებთან დაახლოებულმა პირმა ბიჭიკო პაიკიძემ, მასთან დაკავშირებული 2 კომპანიით, 2017-2020 წლებში 28,920,954 ლარის სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვა, საიდანაც 21,739,737 ლარი ისეთ სამუშაოებზე მოდის (გზების რეაბილიტაცია), რომლის შესრულების გამოცდილებაც წარსულში მის კომპანიას არ ჰქონია. Ამავე დროს, ის არის ქართული ოცნების ოფიციალური შემომწირველიც არის. 2016 წელს მას პარტიისთვის ოფიციალურად შეწირული აქვს 12,000 ლარი. Ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია აგრეთვე მისი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი გიორგი კვაჩიძე, რომელმაც მმართველ პარტიას 2016 წელს 60,000 ლარი შესწირა.

ბიჭიკო პაიკიძე დიდი გავლენით სარგებლობს ვანის მუნიციპალიტეტში, საიდანაც აგრეთვე წარმოშობით არიან მისი შვილის ნათლიები – სუს-ის უფროსი და მისი მოადგილე. Ამავე დროს, 2017 წლიდან ის არის ვანის საკრებულოს დეპუტატი მმართველი პარტიიდან და წინასაარჩევნო პერიოდში გამოირჩევა მმართველი პარტიის სასარგებლო აქტივობებით.

Წყაროები:

https://www.transparency.ge/politicaldo.../ge/donations/4869 - შემომწირველი

შპს B.p. Trans - 400035118

Შპს ჯორჯიან ენერჯი - 400104070

http://vani.gov.ge/ - ვანის საკრებულოს წევრები

https://www.my.gov.ge/ka-ge/services/6/service/179 - ბიზნესის რეესტრი

https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge - შესყიდვების სააგენტო

https://ssg.gov.ge/page/aboutus/head - სუს-ის უფროსები

Language Georgian

http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-03/158810229_2903207339954697_8560938170866462093_o.jpgმარტი 2021 2021 Author დავით მჟავანაძე

Edited by Moor

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   373 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 372 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(7)
    • Googlebot(3)