Jump to content
×
×
  • Create New...

შსს-მ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად მოქალაქეთა დაშავების ფაქტზე გამოძიება დაიწყო


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში, ეპარქიის ახალი მმართველის, მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილს, ეკლესიის მსახურთა და მრევლს შორის მომხდარი დაპირიპისრებისას, აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად, მოქალაქეთა, მათ შორის, მედიის 5-მდე წარმომადგენლის დაშავების ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის გაურთხილებლობით დაზიანების მუხლით (სსსკ-ის 124-ე) დაიწყო.

მედიის ცნობით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მსახურებაზე უარის თქმის გამო დიაკონების – კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების აკრძალვის შესახებ მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მრევლისა და ეკლესიის მსახურთა ნაწილი ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში მივიდა და მიტროპოლიტისგან განმარტებები მოითხოვა.

ამავე ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც მიტროპოლიტი სტეფანე რეზიდენციის ერთ-ერთი შენობის მეორე სართულზე მღვდლებს ხვდებოდა, შიგნით შესვლა მრევლის ნაწილმა სცადა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. შედეგად, ხის აივნის მოაჯირმა ხალხის მასას ვერ გაუძლო, მოინგრა და რამდენიმე ადამიანი მეორე სართულიდან გადმოვარდა. პირველადი ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან, ტელეკომპანიების – „რუსთავი 2-ის“, „ფორმულას“, „ტელეკომპანია პირველის“, „მთავარი არხისა“ და „პოს ტივის“ ოპერატორები და ჟურნალისტები.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ 5 დაშავებული ევექსის კლინიკათა ქსელის მარტვილის ფილიალში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სტეფანე კალაიჯიშვილი მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად, 11 თებერვალს, მას შემდეგ დანიშნა, რაც 2019 წლის 31 ოქტომბერს გამართლ სხდომაზე, სინოდმა კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის „საჯაროდ, არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების“ გამო, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ეპარქიის მმართველობისგან გაათავისუფლა. კალაიჯაშვილის დანიშვნამდე, ეპარქიის დროებითი მმართველის მოვალეობას ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია ასრულებდა.

არასამთავრობოების გამოხმაურება

მარტვილის ინციდენტში „დანაშულის ნიშნები“ დაინახა „კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის“. კოალიაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირების, „ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხეულის დაზიანების ფაქტების“ შესწავლის, ასევე ეფექტიანი გამოძიებით მედიაზე გახშირებული თავდასხმების შეჩერებისკენ მოუწოდა.

Edited by Moor

 

 
Share on other sites

1 საათის წინ, Moor said:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში, ეპარქიის ახალი მმართველის, მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილს, ეკლესიის მსახურთა და მრევლს შორის მომხდარი დაპირიპისრებისას, აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად, მოქალაქეთა, მათ შორის, მედიის 5-მდე წარმომადგენლის დაშავების ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის გაურთხილებლობით დაზიანების მუხლით (სსსკ-ის 124-ე) დაიწყო.

ვაი დედა . . . ცოტა ახალგაზრდა და ცოტა უფრო ჯანზე მაინც ვიყო, რომ გადავიკარგო სადმე ძალიაააან შორს . . . 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, ASIA said:

რომ გადავიკარგო სადმე ძალიაააან შორს . . . 

თქვენ რატომ უნდა გადაიკარგოტ სენიორა ??? გადაიკარგებიან ეს "ავაზაკნი ქვაბთასანი" , მოდის ეგ დრო ;)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   188 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 187 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(23)
    • YandexBot(2)