Jump to content
×
×
  • Create New...

დისტანციური სწავლების რეკლამირებისთვის 2020 წელს 200 000-ლარამდე თანხა დაიხარჯა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ 2020 წლის აგვისტო-სექტემბერში დისტანციური სწავლების რეკლამირებისთვის 199 996 ლარი დახარჯა. აგვისტოს თვეში დახარჯულია 139 997 ლარი, სექტემბერში -59 998 ლარი. რაც შეეხება ფეისბუქ რეკლამის შესყიდვას ამისთვის უწყებამ 2020 წელს ჯამში 125 000 ლარი გადაიხადა.

2020 წელს, მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს სასწავლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების რეჟიმზე მარტის თვიდან გადაიყვანეს. სამინისტრომ დისტანციური სწავლების რეკლამირებისათვის საჭირო მომსახურების დაფინანსება გასული წლის მაისში დაჩქარებული შესყიდვის საშუალებით მოითხოვა და არგუმენტად საზოგადოების ინფორმირებულობა დაასახელა.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დისტანციური სწავლების მეთოდი არის განათლების სისტემაში მომუშავე კომპეტენტური ადამიანების დაუღალავი, ოპერატიული შრომის შედეგი, რომელიც ღირსეულად აგრძელებს სწავლის უზრუნველყოფასა და განათლების სისტემის რეფორმირების პროცესს. ამასთან, ვინაიდან ინტერნეტზე წვდომა ქვეყნის მასშტაბით შეზღუდულია, 2 კვირის ვადაში სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ჩატარებას,“

„საგანმანათლებლო პროცესში ჩართული ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ მიეწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია დისტანციური სწავლების მნიშვნელობასა და მის სარგებელზე, რათა შესაბამისად უზრუნველყონ მოსწავლეების აქტიურად ჩართვა საგანმანათლებლო პროცესში და უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი განათლების უწყვეტად მიღება“, – ნათქვამი იყო შესყიდვების დოკუმენტაციაში.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი ჰიბრიდული რეჟიმით მიმდინარეობს და მოსწავლეთა უმეტესობა დასწრებულ რეჟიმში სწავლობს. თუმცა, გასულ წელს, სრული იზოლაციის  დროს, რამდენი მოსწავლე ვერ იღებდა ონლაინ საშუალებებით განათლებას, ოფიციალური სტატისტიკა დღემდე უცნობია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share