Jump to content
×
×
  • Create New...

ფარული ჩანაწერები: ბერა ივანიშვილი პირად შურისძიებას სახელმწიფო დაცვის ამჟამინდელ უფროსს ავალებს?

Recommended Posts

  • ფორუმელი
44 minutes წინ, Say_or said:

თუმცა პარალელებს ვერ ვავლებ,

არაა საჭირო პარალელი სენიორ. გამოძვრა მაშინ, ეხლა უფრო ადვილი იქნება. სულ ესაა...

Share on other sites

  • ფორუმელი

@zamzumi

:D 

ამერიკა ედავება, რო უშუალოდ მონაწილეობდა სისტემის გატეხვაში. ჩელსი მენინგიმ რო გაუგზავნა კონვერტით, რატო გახსნაო, კიარა უშუალოდ ხაზზე ეჯდა და ეხმარებოდაო.  ეგ ამძიმებს მაგის საქმეს. 

პროკურატურა "TV პირველის" ჩანაწერებზე გამოძიებას "კერძო საუბრის ჩაწერის მუხლით" იწყებს 

1 საათის წინ

12c1f8e7-41ab-4b2c-8570-f681e22c702a_w10

საქართველოს პროკურატურა "TV პირველის" ეთერით ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბრის გავრცელებიდან მესამე დღეს აცხადებს, რომ გამოძიებას იწყებს "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით". უწყების გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი საუბრის შინაარსთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე.

"საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის ორი ნაწილით დაიწყო:

  • პირველი ნაწილით კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, უნებართვო მოპოვება ან უკანონოდ შენახვა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე;
  • მეორე ნაწილით კი კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
    პროკურატურის ამ განცხადებას წინ უსწრებდა "ქართული ოცნების" წევრების, ირაკლი ზარქუასა და მაია ბითაძის კომენტარები, რომელებიც მიიჩნევდნენ, რომ გამოსაძიებელი არა საუბრის შინაარსი, არამედ საუბრის ჩაწერის ფაქტია.

6 მარტს "TV პირველმა" მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, მმართველი პარტიის დამფუძნებლის შვილის, ბერა ივანიშვილისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გაავრცელა. საუბარი სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას შეეხებოდა.

ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი საუბრის შინაარსში დანაშაულის შესაძლო ნიშნებს ხედავენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. "ქართული ოცნება" არ უარყოფს მასში მონაწილე პირების ვინაობას; განმარტავს, რომ ეს არის 2010-2011 წლებში "ქართუს" პრეზიდენტისა და არასრულწლოვანი ბერას სატელეფონო საუბრის მიყურადების შედეგად მოპოვებული ფარული ჩანაწერების ფაბრიკაცია. მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს.

საკითხს ამ დრომდე არ გამოხმაურებია საუბარში მონაწილე ერთ-ერთი პირი - მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Moor said:

:lool:

:seth:

Share on other sites

  • ფორუმელი

ჩააზუსტეს, მედიას არ ვერჩითო. აქაც უკანონო მოპოვებაზეა საქმე და არა გავრცელებაზე

„კატეგორიულად და ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ გენერალურ პროკურატურაში საჯარო სივრცეში გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიება არ არის მიმართული რომელიმე ტელეკომპანიის ან ჟურნალისტის საქმიანობის მიმართ. აქვე აღვნიშნავთ, რომ გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“,- აცხადებენ პროკურატურაში.

Share on other sites

Guest Genetic Miracle
 
სახელმწიფო დაცვის სამსახურის მოქმედი უფროსი, ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ "TV პირველის" გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც ის, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობენ, 2010-2011 წლის პერიოდს ასახავს. მან ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, როგორ რეაგირებდა ბერა ივანიშვილის მიმართ მუქარაზე, როცა ის იყო ივანიშვილების დაცვის სამსახურის უფროსი.

"[2010-2011 წლებში] ბერას მიმართ გავრცელდა მუქარის შემცველი და სალანძღავი სიტყვებით დახუნძლული პროვოკაციული განცხადებები. რა თქმა უნდა, ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო და, რა თქმა უნდა, მეც ჩავერთე. მოვახდინე იდენტიფიცირება. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი. მე შევეცადე და გავედი კონტაქტზე ერთ-ერთის მშობელთან. ჩემდა სასიხარულოდ, მშობელი აღმოჩნდა ადეკვატური, კარგად გაიგო ჩვენი შეშფოთების საფუძველი, ჩაერთო ძალიან პოზიტიურად და მედიატორის როლიც კი იკისრა ახალგაზრდებთან. იგივე მშობელი ჩვენ დაგვეხმარა და გაგვიყვანა კონტაქტზე თავისი შვილის მეგობართან, რომელიც ძირითადად ავრცელებდა ამ პოსტებს. ის ცხოვრობდა მეზობელ კორპუსში. მშობელთან ერთად როდესაც ჩვენ მასთან მივედით, აღმოჩნდა, რომ ეს ახალგაზრდა მარტო იყო სახლში და მისი მშობლები არ იყვნენ იმ დროს. ჩემი თხოვნით, საუბრის პროცესში ჩაერთნენ მეზობლები. ჩემი განზრახვა იმაში მდგომარეობდა, რომ ახალგაზრდა კაცისთვის შემექმნა კეთილსაიმედო გარემო და მისი ნდობა მომეპოვებინა. ამან გაამართლა, საუბრის დასაწყისშივე მეზობლებთან და ზეიმით აღნიშნულ მშობელთან ერთად ადვილად შემოვიყვანე კონტაქტში. ჩემს მიმართ კარგად განეწყო. მე მას ჩემთვის სასურველი კითხვები დავუსვი და მივიღე პასუხები. დავრწმუნდი იმაში, რომ მის მიერ მანამდე გავრცელებულ მუქარას არ ექნებოდა მომავალში რაიმე ტიპის ქმედება და ფაქტობრივად ამით დასრულდა საუბარი", - აღნიშნა ჩუბინიძემ.

Share on other sites

  • ფორუმელი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 9 მარტს განაცხადა, რომ ტელევიზიით სამი დღის წინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე, რომლებშიც, სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი, მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე მონაწილეობენ, გამოძიება საუბრის „უნებართვო ჩაწერის“, ასევე „ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე“ (სსსკ-ის 158-ე) დაიწყო.

საგამოძიებო უწყების განცხადებით, ჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების კანონიერების დასადგენად ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება, ასევე მათი „ავთენტურობის დადგენის მიზნით“ დაინიშნება ექსპერტიზები.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელმა, გიორგი მშვენიერაძემ „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ თუკი ჩანაწერები 2014 წლამდეა მოპოვებული, მაშინ ამისთვის ვინმეს დასჯა დღეს უკვე შეუძლებელია, რადგანაც 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გასულია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „დამონტაჟებული“ ჩანაწერები 2010 წელს გაკეთდა.

რაც შეეხება გავრცელებას, მშვენიერაძემ აღნიშნა, რომ ამ კუთხით ტელეკომპანიის ან ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საკითხს დაყენება „ნამდვილად არ არის საუკეთესო გამოსავალი ან საუკეთესო პრაქტიკა“. მანვე განაცხადა, რომ პროკურატურა არაფერს ამბობს ჩანაწერების შინაარსზე , რომლებიც „შესაძლო დანაშაულის“ ნიშნებს შეიცავს.

ამბის წინაისტორია

ფარული აუდიოჩანაწერები 6 მარტს ტელეკომპანია პირველმა“ გაავრცელა. ჩანაწერებში ისმის, რომ ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დაშინებას, დამცირებასა და დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ერთ-ერთი აუდიოჩანაწერის მიხედვით, აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილიც საქმის კურსშია. მეტიც, ამ ქმედებებს იწონებს და ახალისებს.

პროკურატურის განცხადებამდე ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ მათ მიუკერძოებელი გამოძიების იმედი არ აქვთ. საუკეთესო შემთხვევაში ისინი პროკურატურის მხრიდან ფორმალური გამოძიების დაწყება ელოდნენ.

თუკი, აქამდე, მმართველ გუნდში ჩანაწერების ფაბრიკაციაზე ამახვილებდნენ ყურადღებას და გამოძიების დაწყების საფუძველს ვერ ხედავდნენ, დღეს უკვე ქართული ოცნების დეპუტატები ფარული ჩანაწერების გაკეთების, მოპოვებისა და გავრცელების კანონიერების დადგენის მნიშვნელობაზე ალაპარაკდნენ.

ასევე წაიკითხეთ: 

Share on other sites

  • ფორუმელი

  მოდით მე არც დავიწყებ კამათს ავთენტური იყო, დაამონტაჟეს თუ არა. დღესაც იგივე პოზიცია მაქვს, მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, ვინმე ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვტხოვ. მანახეთ ქართველი კაცი, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის" (c)  ბერა

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share

  • Who's Online   62 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 61 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)