Guest Georgia Posted 24 თებერვალი, 2021 Posted 24 თებერვალი, 2021 უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ერთმანეთს “ატლეტიკო მადრიდი” და ლონდონის “ჩელსი” დაუპირისპირდნენ. პირველი შეხვედრა მადრიდში გაიმართა და “ჩელსის” გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი კი 68-ე წუთზე გავიდა. იან ობლაკის კარი გამოცდილმა ფრანგმა თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ აიღო. 34 წლის შემტევმა შესანიშნავი “მაკრატელა” გაიტანა. არბიტრები გოლის გაუქმებას აპირებდნენ, თუმცა ვიდეოგამეორების შედეგად გამოჩნდა, რომ ჟირუმ გოლი წესების დაცვით გაიტანა. “ატლეტიკო” – “ჩელსის” პარალელურად გაიმართულ დაპირისპირებაში “ბაიერნმა” “ლაციო” სტუმრად 4:1 დაამარცხა. განმეორებითი მატჩები 18 მარტს შედგება. გიორგი სანაძე Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა