Jump to content
×
×
  • Create New...

"სამშობლოსმცოდნეობის" გაკვეთილები — რას ასწავლის საპატრიარქო ბავშვებს


Recommended Posts

  • ფორუმელი

@kvipriane ნეტარ არიან მორწმუნენი.

@t-90

8 minutes წინ, t-90 said:

არ ვიცი მაგრამ 6=9 კლასში ვსწავლობდი სახელმძღვანელოებით სადაც ყველას მოჰყვებოდა წყაროები.

პროკოფი კესარიელი და დიონ კასიუსი იქ გავიგე.

თან გაგიკვირდება და ფიზ-მათ სკოლაში.

ყალბ მეხსიერებაზე თუ გსმენია? :D 
წყაროს მითითების გარეშე დილეტანტიზმში გადავა ჩვენი საუბარი, რაც საკმაოდ მოსაწყენია ჩემთვის.

Quote

თუ ლიბერალები აანალიზებენ რავი აბა რა გამოვა იქიდან? ყველა მიწებს გაყიდით და მარტო ორ უბანს დაიტოვებთ :D

,,ოჰ, ეს ლიბერალები, რა დღეში უნდათ ჩვენი ქვეყნის ჩაგდება"- განწყობა გამოსჭვივის თითქმის ყველა შენი პოსტიდან. ვკითხულობ და ვცდილობ განვსაზღრო რისი შედეგია ეს დამოკიდებულება, რამე პირადი ტრავმის, სტერეოტიპების თუ რამე სხვის :D ასე თუ გააგრძელებ, შესაძლოა ცოტა ხანში ესეც კი დავწერო: ,,დაკარგული ლიბერალიზმის ძიებაში- მოგზაურობა თეორიების დასალიერში, t-90-ის მიმართულებით".

Quote

თანამედროვე "ისტორიის" სახელმძღვანელოებიდან.

სანამ კონკრეტულ წიგნს, პარაგრაფს და გვერდს არ მომიყვან, მანამდე ისღა დამრჩენია დაგიწერო: stop bullshitting me :D ამას არ ვჭამ :D 

Quote

კრიტიკული აზროვნება ლიბერალურ ჭრილში ეს დაახლოებით ისეთივე ბატონყმობიდან გამოსვლაა როგორც ბოლშევიზმი. :D

სიმართლე გითხრა, არ მგონია აზროვნება, მითუმეტეს კრიტიკული, რომელიმე იზმის ჩარჩოში ჯდებოდეს.
რატომ ცდილობ კრიტიკული აზროვნება, მაინცდამაინც, ლიბერალიზმის ან ენჯეოშნიკობის ჭრილში განიხილო არ მესმის. შესაძლოა, სამყაროს აღქმის დიქოტომიური მოდელი გაქვს. გასაგებიცაა, რაღაც დონეზე, ამაგდალა აქტიურდება, როცა ახალს და უცნობ რამეს ვხვდებით, ვცდილობთ ის ჩვენთვის გასაგებ ჩარჩოებში მოვაქციოთ. მაგრამ აზრის შესაფასებლად, მაინცდამაინც ორი ვარიანტით რატომ ხელმძღვანელობ? არ მესმის. სამყარო, მითუმეტეს სოციალური უფრო მრავალფეროვანია :chups:სხვა ფერების დანახვაც სცადე :D

Quote

რავი რაც შენ ფორუმზე ენჯეოშნიკობა გაქ ნაქადაგები :D

და მაინც სად? Ad fontes.
არ მახსოვს რომ ჩვენი გზები გადაკვეთილიყოს რომელიმე მნიშვნელოვან საკითხზე კამათში.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Darkness said:
34 minutes წინ, t-90 said:

 

ყალბ მეხსიერებაზე თუ გსმენია? :D 
წყაროს მითითების გარეშე დილეტანტიზმში გადავა ჩვენი საუბარი, რაც საკმაოდ მოსაწყენია ჩემთვის.

ჯერჯერობით მეხსიერებას არ ვუჩივი. არც არასდროს ვუჩიოდი კონკრეტულად.

2 minutes წინ, Darkness said:

განწყობა გამოსჭვივის თითქმის ყველა შენი პოსტიდან. ვკითხულობ და ვცდილობ განვსაზღრო რისი შედეგია ეს დამოკიდებულება, რამე პირადი ტრავმის, სტერეოტიპების თუ რამე სხვის

არა ბრად. უფრო კარგი ცოდნის ქართული პოლიტ-სპექტრის და მათ შორის ენჯეო სპექტრის. ისიც ვიცი რა მეტოდიჩკები მოგდით და ა.შ.

ნუ ასევე სერიოზული გამოცდილების.

11 minutes წინ, Darkness said:

სანამ კონკრეტულ წიგნს, პარაგრაფს და გვერდს არ მომიყვან, მანამდე ისღა დამრჩენია დაგიწერო: stop bullshitting me :D ამას არ ვჭამ :D 

კარგი game on როგორც იტყვიან ჰამერიკანცუზები.
დაწერ შენ რამეს და შენ წონა ბიბლიოგრაფიას მოიტან. :D

26 minutes წინ, Darkness said:

სიმართლე გითხრა, არ მგონია აზროვნება, მითუმეტეს კრიტიკული, რომელიმე იზმის ჩარჩოში ჯდებოდეს.

არა რატომ? თუ კითხვები კონკრეტული მიზნით დაისმება ჩაჯდება აბა რა?

26 minutes წინ, Darkness said:

რატომ ცდილობ კრიტიკული აზროვნება, მაინცდამაინც, ლიბერალიზმის ან ენჯეოშნიკობის ჭრილში განიხილო არ მესმის. შესაძლოა, სამყაროს აღქმის დიქოტომიური მოდელი გაქვს. გასაგებიცაა, რაღაც დონეზე, ამაგდალა აქტიურდება, როცა ახალს და უცნობ რამეს ვხვდებით, ვცდილობთ ის ჩვენთვის გასაგებ ჩარჩოებში მოვაქციოთ. მაგრამ აზრის შესაფასებლად, მაინცდამაინც ორი ვარიანტით რატომ ხელმძღვანელობ? არ მესმის. სამყარო, მითუმეტეს სოციალური უფრო მრავალფეროვანია :chups:სხვა ფერების დანახვაც სცად

ხოდა ამაშია საქმე.

კრიტიკულ აზროვნება ზოგადად არ განიხილება. განიხიულება მხოლოდ "კრიტიკული" აზროვნება რომელიც კონკრეტულ იდეოლოგიას ემსახურება. ეგაა და ეგ.

27 minutes წინ, Darkness said:

და მაინც სად? Ad fontes.
არ მახსოვს რომ ჩვენი გზები გადაკვეთილიყოს რომელიმე მნიშვნელოვან საკითხზე კამათში.

არა რატომ დედალ-მამალშიც ჩანს რა. :D

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, t-90 said:

ჯერჯერობით მეხსიერებას არ ვუჩივი. არც არასდროს ვუჩიოდი კონკრეტულად.

ყალბი მეხსიერების მუღამიც იმაშია, რომ ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. პრობლემურიც არ არის იდეაში, სანამ ვენების გადაჭრას დაიწყებს პაციენტი, გინდა თუ არა ასე იყო წარსულშიო :D 

Quote

რა მეტოდიჩკები მოგდით და ა.შ.

პირველად ვხედავ ადამიანი ასე გამეტებით მაბრალებდეს ენჯეოშნიკობას :D 

Quote

დაწერ შენ რამეს და შენ წონა ბიბლიოგრაფიას მოიტან.

სიამოვნებით :easy:აკადემიური დისკურსის საწარმოებლადაც მზად ვარ :chups: კონკრეტულ ლიტ-რასაც გირჩევ, ისტორიაზე და ნაციონალიზმზე ჩაიდნურ ლეველზე რომ აღარ მეკამათო :getakva:

Quote

არა რატომ? თუ კითხვები კონკრეტული მიზნით დაისმება ჩაჯდება აბა რა?

ძმისგულო, კრიტიკული აზროვნება ჩარჩოებს ვერ იტანს.
როცა კითხვა კონკრეტული მიზნით ისმება, და მაგალითად ქვეტექსტად ენჯეოშნიკობის და ლიბერალიზმის უარყოფით მოვლენად გასაღებას ისახვს მიზნად, მაშინ ასეთ დისკუსიაში ჩართვას აზრი არც აქვს. გამოცდილ თვალს ისედაც შეუძლია იწინასწარმეტყველოს რომ ოპონენტის წინასწარგანწყობების გამო, საუბარში ჩართვა არაფერ საინტერესოს არ მოიტანს, მაქსიმუმ დაამთქნაროს. 
ის დიალოგია საინტერესო, სადაც მეტი საუბარია по факту, ვიდრე დაბრალებები თუ ჩივილები რომელიმე იდეოლოგიის წევრების მიმართ, განსაკუთრებით მასინ როცა მეორე მხარე გეუბნება, რომ არცერთი იზმის მიმდევარი არ არის. 

Quote

განიხიულება მხოლოდ "კრიტიკული" აზროვნება რომელიც კონკრეტულ იდეოლოგიას ემსახურება. ეგაა და ეგ.

როგორ დაგიზიანათ პოლიტგანყმა ფსიქიკა, ყველგან ბოტებს და ტროლებს ხედავთ :D 
უფრო მეტი მუშაობა დაგვჭირდება, დისკუსიის იმ დონის მისაღწევად, რომლისკენაც მივისწრაფი :D 
მარტი სავარჯიშოთი დავიწყოთ: 

იპოვეთ განსხვავება: მანიპულირებას, აგიტაციას, პოპულიზმსა და კრიტიკულ აზროვნებას შორის. ოღონც ისე რომ არ ახსენოთ ლიბერალიზმი, ფემინიზმი და ენჯეოშნიკობა.:painting:

Quote

არა რატომ დედალ-მამალშიც ჩანს რა. 

დედალ-მამალში ვცელქობთ, მოწყენილობის ჟამს.

დედალ-მამალზე გამახსენდა, ახლახანს მანგოს ბაუნტი გავსინჯე და საერთოდ არ მომეწონა. ჟელიბონიც კი მირჩევნია მანგოიან ბაუნტის:drug:

Share on other sites

  • ფორუმელი
27 minutes წინ, Darkness said:
2 საათის წინ, t-90 said:

 

ყალბი მეხსიერების მუღამიც იმაშია, რომ ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. პრობლემურიც არ არის იდეაში, სანამ ვენების გადაჭრას დაიწყებს პაციენტი, გინდა თუ არა ასე იყო წარსულშიო

წარუმატებლად იფსიქოლოგებ თავს. არ გამოვა. :)

28 minutes წინ, Darkness said:

პირველად ვხედავ ადამიანი ასე გამეტებით მაბრალებდეს ენჯეოშნიკობას

მთლად უარესი.

ფულზე გაყიდულ ენჯეოშნიკს გავუგებ. იდეინი უფრო მძიმე გასაგებია.
 

28 minutes წინ, Darkness said:

სიამოვნებით :easy:აკადემიური დისკურსის საწარმოებლადაც მზად ვარ :chups: კონკრეტულ ლიტ-რასაც გირჩევ, ისტორიაზე და ნაციონალიზმზე ჩაიდნურ ლეველზე რომ აღარ მეკამათო 

აბა ეხა ნამეტანიც ნუ გაბლატავდები. :D თორე კუდის ყავარზე გადება იმისთანა ვიცით იმერელმა არისტოკრატებმა რო მიმიქარავს. ჩემი თუ არ გჯერა მულანას კითხე :D 

29 minutes წინ, Darkness said:

ძმისგულო, კრიტიკული აზროვნება ჩარჩოებს ვერ იტანს.

ეგ თუ გაქვს. თუ არ გაქვს ისე კარგად იტანს როგორც დაგიბარებია.

29 minutes წინ, Darkness said:

როცა კითხვა კონკრეტული მიზნით ისმება, და მაგალითად ქვეტექსტად ენჯეოშნიკობის და ლიბერალიზმის უარყოფით მოვლენად გასაღებას ისახვს მიზნად, მაშინ ასეთ დისკუსიაში ჩართვას აზრი არც აქვს. გამოცდილ თვალს ისედაც შეუძლია იწინასწარმეტყველოს რომ ოპონენტის წინასწარგანწყობების გამო, საუბარში ჩართვა არაფერ საინტერესოს არ მოიტანს, მაქსიმუმ დაამთქნაროს. 

სილოგისტო.

შენ არ იყავი შენი მასწავლებლებისადმი წინასწარ განწყობა რო მოიყვანე ფაქტის ანალიზისთვის? :D ანუ სხვა არანაირი არგუმენტი არ მოგიტანია და რაღაცეებს ბალამუუტობ აქ კრიტიკულ ანალიზზე. ამით შენ თავს თუ მოატყუებ მარტო. :D

არადა მარტივი კითხვაა: ამხელა კრიტიკულად მოაზროვნე ხალხი მეორე მხარეს რატო არ ხედავთ თქო ეგ ვიკითხე :D

38 minutes წინ, Darkness said:

ის დიალოგია საინტერესო, სადაც მეტი საუბარია по факту, ვიდრე დაბრალებები თუ ჩივილები რომელიმე იდეოლოგიის წევრების მიმართ, განსაკუთრებით მასინ როცა მეორე მხარე გეუბნება, რომ არცერთი იზმის მიმდევარი არ არის. 

ფიცი მწამს. ნაწერები მაკვირვებს.

ამაზეა საუბარი თორე по факту თქვენ საუბრობთ მხოლოდ ჩერეზ ემოციებით და არა ჩერეზ ფაქტებით.

40 minutes წინ, Darkness said:

როგორ დაგიზიანათ პოლიტგანყმა ფსიქიკა, ყველგან ბოტებს და ტროლებს ხედავთ :D 
უფრო მეტი მუშაობა დაგვჭირდება, დისკუსიის იმ დონის მისაღწევად, რომლისკენაც მივისწრაფ

კი ნამდვილად. ჯერ იქიდან დავიწყოთ მუშაობა საკუთარი ემოციების აბსტრაქცია რო არ დავდოთ რამედ.

41 minutes წინ, Darkness said:


იპოვეთ განსხვავება: მანიპულირებას, აგიტაციას, პოპულიზმსა და კრიტიკულ აზროვნებას შორის. ოღონც ისე რომ არ ახსენოთ ლიბერალიზმი, ფემინიზმი და ენჯეოშნიკობა.

რა მაგის პასუხია და შენ ერთი ეგ მითხარი: სადაური კრიტიკული აზროვნებაა საკუთარი წინასწარი განწყობების და ბავშვური ტრავმების ფრიალი? 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
19 საათის წინ, t-90 said:

წარუმატებლად იფსიქოლოგებ თავს. არ გამოვა. :)

ფსიქოლოგობა რა შუაშია? :yawn: მეხსიერებას ფსიქოლოგიის გარდა, ნაციონალიზმიც იკვლევს, იკვლევს კიარადა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მეხსიერების კვლევების ლიტ-რა დაგილინკო? თუ გავაგრძელოთ დილეტანტურ ლეველზე რწმენა-წარმოდგენების დატოლება? 
 

Quote

მთლად უარესი.

ფულზე გაყიდულ ენჯეოშნიკს გავუგებ. იდეინი უფრო მძიმე გასაგებია.

:lol:
ისევ დაუბრუნდი დიქოტომიებს?
მეგონა წინის წინა პოსტში გადავლახეთ ეს ეტაპი.
ვცდილობ სრული სერიოზულობით მივუდგე შენს ხედვას, მაგრამ ნახე რა გამოდის: ,,ჩვენს რეალობაში არიან ჯიგრები, შენი თიმელები, რომლებიც სახელმწიფოებრივ იდეას და ეროვნულ ღირებულებებს იზიარებენ, შესისხლხორცებული აქვთ და იქვე არიან სულ გაყიდული ენჯეოშნიკები, რომლებიც ბინძური ლიბერალიზმის იდეების შემოპარვას ცდილობენ და რყვნიან ახლაგაზრდებს". ბებიაჩემის ხელში შეთქმულებების თეორიების არ მიკვირს, მაგრამ შენს ასაკში, რავიცი, რავიცი, Dude, you're serious? 

Quote

თორე კუდის ყავარზე გადება იმისთანა ვიცით იმერელმა არისტოკრატებმა რო მიმიქარავს. ჩემი თუ არ გჯერა მულანას კითხე :D 

ოჰ, თრთოლა და კანკლას მოელი ჩემგან ამ ფრაზის შემდეგ თუ რა მიზნით დამიწერე?:getakva:
ევროპელი არისტოკრატების სისხლი მიჩქეფს ვენებში, ჩემთან იმერელ არისტოკრატობა რა მოსატანია?  :tongue: :yawn: 
შეშინების რა გითხრა, არც კი ავღშფოთდები თქვენს ,,კუდის ყავარაზე გადებაზე". პ.ს. ამის დეფინიციაც დაწერე, თორემ მუშურ-გლეხურში არ ვარ ძლიერი :D 

Quote

არადა მარტივი კითხვაა: ამხელა კრიტიკულად მოაზროვნე ხალხი მეორე მხარეს რატო არ ხედავთ თქო ეგ ვიკითხე :D

კი, ნამდვილად მარტივი კითხვაა, მეც დაახლოებით იგივეს გეკითხები, არა, უფრო მეტს. რატომ გინდა მაინცდამაინც ორი მხარე არსებობდეს ამ მრავალფეროვან სამყაროში?
 

Quote

 ჯერ იქიდან დავიწყოთ მუშაობა საკუთარი ემოციების აბსტრაქცია რო არ დავდოთ რამედ.

საკუთარ თავს უკვე გაესაუბრე ამაზე?  :getakva: თუ ეს ფრაზა მხოლოდ ,,ენჯეოშნიკ ლიბერალებთან" ვარგა? :D
 

Quote

რა მაგის პასუხია და შენ ერთი ეგ მითხარი: სადაური კრიტიკული აზროვნებაა საკუთარი წინასწარი განწყობების და ბავშვური ტრავმების ფრიალი? 

ჰმ, კრიტიკული აზორვნება? არა, უბრალოდ საფორუმე პოსტია, რომელიც გამოცდილებათა გაზიარებას ისახავდა მიზნად. იგივე წარმატებით ქმ-ში და სექსებში ვწერ ხოლმე :D 
ფორუმზე აკადემიური დისკურსის წარმოების სურვილი ცოტას თუ აქვს ხოლმე :user:  
კრიტიკული აზორვნების სურვილმა, ალბათ, მაშინ არ მომასვენა, როცა ამ ,,სულგაყიდულმა" აგნოსტიკმა რელიგიის კვლევა ავირჩიე სამაგისტროდ;(

Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, Darkness said:

ფსიქოლოგობა რა შუაშია? :yawn: მეხსიერებას ფსიქოლოგიის გარდა, ნაციონალიზმიც იკვლევს, იკვლევს კიარადა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მეხსიერების კვლევების ლიტ-რა დაგილინკო? თუ გავაგრძელოთ დილეტანტურ ლეველზე რწმენა-წარმოდგენების დატოლება? 

მეხსიერებას იკვლევს ნეირომეცნიერება, ფსიქოლოგია, ფსიქიატრია და სხვა საგნები. ის რასაც ნაციონალიზმი იკვლევს ეს ცოტა სხვა მეხსიერება უნდა იყოს მარა დალინკე მაინც.

დალინკე ერთი რაზეა საუაბრი გამაგებინე.

20 minutes წინ, Darkness said:

ვცდილობ სრული სერიოზულობით მივუდგე შენს ხედვას, მაგრამ ნახე რა გამოდის: ,,ჩვენს რეალობაში არიან ჯიგრები, შენი თიმელები, რომლებიც სახელმწიფოებრივ იდეას და ეროვნულ ღირებულებებს იზიარებენ, შესისხლხორცებული აქვთ და იქვე არიან სულ გაყიდული ენჯეოშნიკები, რომლებიც ბინძური ლიბერალიზმის იდეების შემოპარვას ცდილობენ და რყვნიან ახლაგაზრდებს". ბებიაჩემის ხელში შეთქმულებების თეორიების არ მიკვირს, მაგრამ შენს ასაკში, რავიცი, რავიცი, Dude, you're serious? 

არა მარტივია რა. საუბარია ჭვავის ყანაში მორბენალ ბავშვებზე ნადირობაზე (ც) კარლსონი

ანუ საუბარია იმაზე თუ როგორი გაიზრდება შემდეგი თაობა:  სახელმწიფოებრივ იდეებზე თუ გახდება ამ სახელწიფოს ძირის გამომთხრელი.

სწორედ ამიტომ ხართ აპასნები განათლების სისტემასთან მისაშვებად და ყველაზე ბნელი მღვდელიც კი არის ცუდსა და უარესს შორის ცუდი.

მოდი მაშIნ ერთI ფაქტი რა:

ის ფაქტი რო უფლებადამცველი  ენჯეოების ბრუნვა ნახევარ მილიარდზე მეტია, მათ აქვთ ოკუპირებული მედია და საზოგადოებრივი დისკურსი თქვენთვის შეთქმულების თეორიაა თუ არსებული ფაქტი?

თუ კრიტიკული აზროვნება არაა ეგ და არ უნდა შევეხოთ წმინდას? :D

47 minutes წინ, Darkness said:

ევროპელი არისტოკრატების სისხლი მიჩქეფს ვენებში, ჩემთან იმერელ არისტოკრატობა რა მოსატანია?  

გვყავს ჩვენ კიდე ერთი ჰოჰენშტაუფენი და ჩამოაყალიბეთ კავსირი.

ისე იყო ფორუმზე ერთი პეკინელი რომელსაც კნიაზად მოჰქონდა ტავი მარა მერე მე და ერიკმა ისე დავიჭირეთ სიტყვებში რო ახლა ფორუმიდანაა გაქცეული :D და ვაბშემც აღმოჩნდა რო წიკლაურია. :D   

50 minutes წინ, Darkness said:

კი, ნამდვილად მარტივი კითხვაა, მეც დაახლოებით იგივეს გეკითხები, არა, უფრო მეტს. რატომ გინდა მაინცდამაინც ორი მხარე არსებობდეს ამ მრავალფეროვან სამყაროში?

არა რატომ? რამდენიმე სახის მხარეები არსებობს.

მაგრამ როგორც ამერიკულ პოლიტიკაში იქაც მაქსიმუმ სამად დაჯგუფდეს ჰა და ჰა ოთხად.

57 minutes წინ, Darkness said:

ფორუმზე აკადემიური დისკურსის წარმოების სურვილი ცოტას თუ აქვს ხოლმე :user:  
კრიტიკული აზორვნების სურვილმა, ალბათ, მაშინ არ მომასვენა, როცა ამ ,,სულგაყიდულმა" აგნოსტიკმა რელიგიის კვლევა ავირჩიე სამაგისტროდ

ეგ ნაკლებად მნიშვნელოვანია. ხშირ შემთხვევაში ჰუმანიტარული ხარისხი დამაბრკოლებელიც კია. იმიტომ რომ ხშირად ცდილობენ გამოიყენონ argumentum ad verecundiam  რაც მოსაბეზრებელს ხდის კამათს.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
23 საათის წინ, t-90 said:

ის რასაც ნაციონალიზმი იკვლევს ეს ცოტა სხვა მეხსიერება უნდა იყოს მარა დალინკე მაინც.

:no: 

Quote

In recent decades, memory has become a major concept and dominant topic in philosophy, sociology, politics, history, psychology, science, cultural studies, literary theory, and debates about trauma and the Holocaust. In contemporary considerations, the concept of memory is often used rather broadly and thus not always unambiguously. The Introduction to the volume takes memory not only as personal but also as a collective ability to retain, transmit, and reflect on important events of the past. Memory thus becomes the vehicle for collective self-understanding often prompted by a collectively shared trauma, which then serves as the basis for producing a new history. The discussion moves on to outline the topics central to the book, such as collective and cultural memory, memory and autobiography, the role of the mnemonics, the relationship between memory and history, and the role of forgetting in the constitution of memory.

ჩვენი მსჯელობის საკითხს რომ არ გავცდეთ, ბერკის ეს სტატიაც აქტუალურია, დასაწყისისთვის:
 

Spoiler

ტრადიციული შეხედულება მეხსიერებისა და დაწერილი ისტორიის
ურთიერთადმოკიდებულებაზე, რომლის თანახმად, მეხსიერება ასახავს იმას,
რაც მოხდა, ხოლო დაწერილი ისტორია ასახავს საკუთრივ მეხსიერებას,
მეტისმეტად მარტივად გამოიყურება. წარსულის დამახსოვრება და მასზე
დაწერა უკვე აღარ მოჩანს უწყინარ მოქმედებად. არც მეხსიერება და არც
ისტორიები უკვე აღარ განიხილება ობიექტურად. ორივე შემთხვევაში ჩვენ
ვსწავლობთ ინფორმაციის ცნობიერი თუ არაცნობიერი სელექციის,
ინტერპრეტაციისა და დამახინჯების გათვალისწინებას. ორივე შემთხვევაში ეს
სელექცია, ინტერპრეტაცია და დამახინჯება სოციალურად არის
განპირობებული. ცალკე ინდივიდუალური მომენტი არ არის განმსაზღვრელი.
პირველი, ვინც ეს სოციალური საფუძველი გაითვალისწინა, იყო
ფრანგი სოციოლოგი მ. ჰალბვაქსი. მისი მტკიცებით,
მეხსიერება კონსტრუირებულია სოციალური ჯგუფების მიერ. ინდივიდები
იმახსოვრებენ უშუალოდ, ფიზიკური შეგრძნებით/სენსე. თუმცა სწორედ,
სოციალური ჯგუფები განსაზღვრავენ, რა არის "დასამახსოვრებელი" და
როგორ უნდა იქნას ის დამახსოვრებული.

სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა დროს, ისტორიკოსები
დამახსოვრების ღირსად წარსულის სხვადასხვა ასპექტს მიიჩნევდნენ
(ბრძოლები, პოლიტიკა, რელიგია, ეკონომიკა). ისინი წარსულს ძალიან
განსხვავებული ფორმით წარმოაჩენდნენ (მაგ, საკუთარი ჯგუფის
ინტერესებიდან გამომდინარე, ყურადღების ცენტრში შეიძლება მოხვდეს
მოვლენები და სტრუქტურები, დიდი ადამიანები ან ჩვეულებრივი ადამიანები).
ამიტომაც ვიზიარებ ისტორიის ისტორიის. ამ ბოლო
რელატივისტურ ხედვას და ავირჩიე სათაური: "ისტორია, როგორც
სოციალური მეხსიერება". ეს ტერმინი აჯამებს სელექციისა და
ინტერპრეტაციის კომპლექსურ პროცესს.
სიტყვები "სოციალური მეხსიერება" და "რელატივიზმი", შეიძლება,
გარკვეულ პრობლემას წარმოშობდეს, ამიტომ საჭიროდ ვთვლი ჩემი
პოზიციის უფრო დეტალურად გადმოცემას. ინდივიდუალური და ჯგუფური 
აზროვნების/ცნობიერების ანალოგია ისეთივე ბუნდოვანია, რამდენადაც
მომხიბლავი... მაგრამ თუ ჩვენ ამ ტერმინს არ გამოვიყენებთ, მაშინ ვერ
შევძლებთ იმის აღნიშვნას, თუ როგორ ახდენენ გავლენას ინდივიდების
იდეებზე ის ჯგუფები, რომლებსაც ჩვენ მივეკუთვნებით. რაც შეეხება
ისტორიულ რელატივიზმს, მე არ ვთვლი, რომ ერთი, რომელიმე შეხედულება
წარსულზე ისეთივე კარგი, სანდო, მართალი და ზუსტია, როგორიც სხვა
რომელიმე. ზოგიერთი მკვლევარი უფრო კარგად არის ინფორმირებული და
უფრო კარგ ანალიზს აკეთებს, ვიდრე სხვა. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ
წარსულთან (ისევე როგორც აწმყოსთან) შეხება შეგვიძლია მხოლოდ
საკუთარი კულტურის კატეგორიებისა და სქემების (ან, როგორც დიურკჰაიმი
იტყოდა, "კოლექტიური რეპრეზენტაციების") მეშვეობით.
ისტორიკოსები დაინტერესებული არიან მეხსიერების საკითხებით ორ
განსხვავებულ ასპექტში:
1. მათ უნდა შეისწავლონ მეხსიერება, როგორც ისტორიული წყარო
იმისათვის, რომ კრიტიკულად იქნას განხილული მოგონებების სანდოობა,
ისტორიული დოკუმენტების ტრადიციული კრიტიკის ფარგლებში. ამის
გააზრება 1960 წლიდან დაიწყო, როცა ისტორიკოსებმა გააცნობიერეს
"ორალური (ზეპირი) ისტორიის" მნიშვნელობა. ბევრ წერილობით ტექსტში
ჩანს ზეპირსიტყვიერი ტრადიციის გავლენა [ 99].
2. ისტორიკოსების ყურადღების ობიექტია მეხსიერება, როგორც
ისტორიული ფენომენი. ამას შეიძლება დამახსოვრების სოციალური ისტორია
ეწოდოს. იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური, ისევ როგორც
ინდივიდუალური, მეხსიერება სელექციურია, ჩვენ უნდა გავსაზღვროთ
სელექციის პრინციპები და ის, თუ როგორ განსხვავდება ეს პრინციპები
ტერიტორიების, ამა თუ იმ ჯგუფის და დროის მიხედვით. ჩვენ უნდა
ვიცოდეთ, როგორ და ვის მიერ ხდება მეხსიერების ფორმირება. ეს საკითხი
მხოლოდ 1970-იანი წლებიდან გახდა ყურადღების ღირსი.
დამახსოვრების სოციალურ ისტორიაში შეიძლება გამოვყოთ
დამახსოვრების წესთან დაკავშირებული რამდენიმე ძირითადი საკითხი:


1. რა არის საზოგადოებრივი მეხსიერების გადაცემის ფორმები
და როგორ იცვლება ეს ფორმები დროთა განმავლობაში?
2. როგორ შეიძლება მეხსიერების და წარსულის გამოყენება და
როგორ იცვლება დროში მეხსიერების და წარსულის
გამოყენების ფორმები?
3. და პირიქით, როგორ ხდება დავიწყების გამოყენება?
[100].


მეხსიერებაზე გავლენას ახდენს გადაცემის სოციალური ორგანიზაცია,
რომლის ხუთი საშუალება/მედიუმი არსებობს: 1. ორალური ტრადიცია; 2.
მემუარები და სხვა დაწერილი ტექტები _ ისტორიკოსების ტრადიციული
სფერო. ისტორიკოსების შემოქმედება არ არის მეხსიერების
უწყინარი აქტი, არამედ სხვების მეხსიერების ჩამოყალიბების
მცდელობა. "როცა ჩვენ მეხსიერების ჩანაწერს ვკითხულობთ, ადვილია იმის
დავიწყება, რომ ჩვენ ვკითხულობთ არა მეხსიერებას თავისთავად, არამედ მის
ტრანსფორმირებულ ვერსიას ნაწერის მეშვეობით"; 3. გამოსახულებითი
(პიცტროიალ) და ფოტოგრაფიული ხატები _ უძრავი და მოძრავი;
"მემორიალები/ძეგლები", როგორიცაა საფლავის ფილები, ქანდაკებები და
მედლები, სხვადასხვა სახის "სუვენირები"; 4. მეხსიერების გადაცემის ფორმაა
მოქმედებები. მათი საშუალებით გადაიცემა უნარები, მაგალითად,
მასწავლებელი გადასცემს ამგვარ უნარს შეგირდს; რიტუალური მოქმედები.
რიტუალები _ ეს არის წარსულის კვლავწარმოება, მეხსიერების აქტი, და
ასევე წარსულის ინტერპრეტაციის, წარმოჩენის, მეხსიერების ფორმირების 
მცდელობა; 5. სივრცე. მეხსიერების "ხატების" ლოკალიზაცია ხშირად
გარკვეულ სივრცეში ხდება [100-101].


სოციალური მეხსიერების გამოყენება

რა არის სოციალური მეხსიერების ფუნქცია? რატომაა, რომ ზოგიერთი
კულტურა უფრო დაინტერესებულია წარსულით, ვიდრე სხვა? მაგალითად,
ადვილი დასანახია კონტრასტი წარსულით ჩინელების ტრადიციულ
დაინტერესებასა და ინდოელების მიერ საკუთარი წარსულისადმი
ინდიფერენტულ დამიკიდებულებას შორის. ინგლისელების სოციალური
მეხსიერება, ირლანდიელებისა და პოლონელებისაგან განსხვავებით, მოკლეა.
ირლანდიის სამხრეთში გუშინდელ დღესავით ახსოვთ ის, თუ როგორ
მოექცნენ მათ ინგლისელები კრომველის დროს. ინგლისელები, თითქოს,
დავიწყებისკენ არიან მიდრეკილნი. ისინი, როგორც სოციალური
ანთროპოლოგი ჯ. ბარნსი აღნიშნავს, "სტუქტურული ამნეზიით" არიან
შეპყრობილი. ამგვარად, "სოციალური მეხსიერების" საპირისპირო ცნებაა
სტრუქტურული ამნეზია [105-106].
რატომ არის ასეთი დიდი განსხვავება წარსულთან დამოკიდებულებაში
კულტურების მიხედვით? არსებული შეხედულებით, ისტორიას
გამარჯვებულები წერენ. ასევე შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებულები
ივიწყებენ ისტორიას. ისინი თავს უფლებას აძლევენ დაივიწყონ ისტორია,
მაშინ, როცა დამარცხებულებს არ ძალუძთ მომხდართან შეგუება და
ფიქრებით სულ მას დასტრიალებენ, აცოცხლებენ და ფიქრობენ, რომ
შეიძლებოდა Yყველაფერი სხვანაირად მომხდარიყო. სხვა მიზეზს შეიძლება
"კულტურული ფესვები" ვუწოდოთ. როცა კარგავ "კულტურულ ფესვებს",
ცდილობ მოძებნო ისინი. ირლანდიელები და პოლონელები იძულებით
მოწყვიტეს ამ ფესვებს, მათი ქვეყანა კი დაინაწილეს. არ არის გასაკვირი,
რომ ისინი მძაფრად განიცდიდნენ წარსულს. ირლანდიელები და
პოლონელები ნათელი მაგალითია წარსულის, სოციალური მეხსიერების და
მითების გამოყენებისა იდენტობის განსასაზღვრად. ასეთი მაგალითი მრავლად
მოიძებნება XIX საუკუნის ევროპაში.
XIX საუკუნის ბოლო ე. ჰობსბაუმის მიერ დახასიათებულია, როგორც
"ტრადიციების გამოგონების" საუკუნე. ეს იყო საუკუნე ნაციონალური
ტრადიციების ძიებისა, ამ დროს იქნა აგებული ნაციონალური მონუმენტები,
შეიქმნა ნაციონალური რიტუალები (მაგ, ბასტილიის დღე). ამ პერიოდში,
როგორც არასდროს, ნაციონალურ ისტორიებს მთავარი ადგილი ეკავა
ევროპის სკოლებში. ამ ყველაფრის მიზანი იყო "ერი-სახელმწიფოების"
ლეგიტიმაცია
ჩრდილოეთ ირლანდია კლასიკიური მაგალითია როგორც
კონფლიქტური მეხსიერებებისა, ასევე მეხსიერებების კონფლიქტისა.
სოციალური იდენტურობების მრავალგვარობის, ურთიერთსაწინააღმდეგო
მეხსიერებების თანაარსებობის, ალტერნატიული მეხსიერებების (ოჯახის,
ლოკალური, კლასობრივი, ნაციონალური და ა.შ. მეხსიერებები) არსებობის
გათვალისწინებით, გამოყენებულ უნდა იქნას პლურალისტური ტერმინები
სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მიერ მეხსიერების გამოყენების
აღსანიშნავად. თითოეულ ჯგუფს შეიძლება გნსხვავებული შეხედულება
ჰქონდეს იმაზე, თუ რა უნდა იქნას დამახსოვრებული [ 107].

 

სოციალური ამნეზიის გამოყენება

იმისთვის, რომ გავიგოთ სოციალური მეხსიერების ფუნქცია, საჭიროა
დავიწყების სოციალური ორგანიზაციის და იმ საკითხის გააზრება, თუ ვის
უნდა, რომ ვიღაცამ დაივიწყოს რაღაც, კონკრეტულად _ რა და რატომ. 
ამნეზია დაკავშირებულია "ამნისტიასთან", ანუ "დავიწყების აქტთან",
კონფლიქტის მეხსიერების გაქრობასთან სოციალური თანხმობის მიღწევის
მიზნით.

შემიძლია სხვა სტატიებიც და კვლევებიც დავლინკო. მაგ:
 

  1. Memory in Recollection of Itself - Dmitri Nikulin
  2. Collective Memory and Cultural Identity- Jan Assman
  3. Between Memory and History: Les Lieux de Mémoire- Pierre Nora
  4. https://pdfs.semanticscholar.org/d698/d0b45d918c3f2bb75f5418b260f1453ed09c.pdf
23 საათის წინ, t-90 said:

ანუ საუბარია იმაზე თუ როგორი გაიზრდება შემდეგი თაობა:  სახელმწიფოებრივ იდეებზე თუ გახდება ამ სახელწიფოს ძირის გამომთხრელი.

სახელმწიფოებრივი იდეები რას მოიცავს? რა ღირებულებების, ცოდნის და იდეების გადაცემაა შემდეგი თაობისთვის მნიშვნელოვანი?

23 საათის წინ, t-90 said:

ის ფაქტი რო უფლებადამცველი  ენჯეოების ბრუნვა ნახევარ მილიარდზე მეტია, მათ აქვთ ოკუპირებული მედია და საზოგადოებრივი დისკურსი თქვენთვის შეთქმულების თეორიაა თუ არსებული ფაქტი?

თუ კრიტიკული აზროვნება არაა ეგ და არ უნდა შევეხოთ წმინდას?

იუთუბი და ტვიტერი რატომ შლის მისთვის მიუღებელ კონტენტს ეგეც მისაყვედურე, მერე ლაითად გადადი იმაზე თუ რამდენად ჯდება მათი პოლიტიკა გამოხატვის თავისუფლებასთან და ბოლოს კი, აღნიშნულ ფაქტზე სწრაფი რეაგირებაც მომთხოვე, ბარემ :D 
ok, ამ დაფინასნების, ოკუპირებული მედიის და საზოგადოებრივი დისკურსის უკან რა მოტივი იმალება? 
რა უნდათ ჩვენი შვილებისგან იმ სისხლისმღვრელ სოროსისტებს? 

ისე როგორც ვიცი არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაში ჩემი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქის, შემოსავალი, ბიუჯეტიდან, არ იხარჯება. რასაც ვერ ვიტყვი საპატრიარქოს დაფინანსებაზე. 

 

Quote

გვყავს ჩვენ კიდე ერთი ჰოჰენშტაუფენი და ჩამოაყალიბეთ კავსირი.

გმადლობთ, მაგრამ გადმონაშთად მიმაჩნია მსგავსი კავშირები, ისევე როგორც არისტოკრატობაზე მინიშნება. თქვენი იმერელ არისტოკრატობა რომ არ აღგენიშნათ არც ვახსენებდი. 
მთავარია დღეს რა ხარ, შენით რას ჰქმნი.

Quote

ისე იყო ფორუმზე ერთი პეკინელი რომელსაც კნიაზად მოჰქონდა ტავი მარა მერე მე და ერიკმა ისე დავიჭირეთ სიტყვებში რო ახლა ფორუმიდანაა გაქცეული

აბა, გარდაცვლილიაო?
თქვენ მოკალით ძერა? 
 

Quote

და ვაბშემც აღმოჩნდა რო წიკლაურია.

ოჰ, ეს პლებები- ინტონაციით დაწერილს ჰგავს :D 

Quote

არა რატომ? რამდენიმე სახის მხარეები არსებობს.

კიდევ კარგი,
თუ ასეა,

ისე რომ არც მიცნობთ, ჩემს ღირებულებებზე და მსოფლმხედველობაზე არანაირი წარმოდგენა არ გაქვთ, ამ პირობებში, რატო ცდილობთ ჩემს კონკრეტულ ჯგუფში მოქცევას?

23 საათის წინ, t-90 said:

რაც მოსაბეზრებელს ხდის კამათს.

ჰმ, Ad nauseam?
მეც უნდა დამეწერა, შევღონდი შენი ჯიუტობით და საპირისპირო აზრის რიკოშეტივით აცდენის ტექნიკით-მეთქი, მაგრამ Ad nauseam უკეთესად ჟღერს :D 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   330 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 330 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • Googlebot(2)