ფორუმელი Moor Posted 30 ოქტომბერი, 2020 Posted 30 ოქტომბერი, 2020 ავტორი: ლევან ცხოვრებაძე კინოში, არჩევნების თემატიზაცია ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა, რადგანაც პოლიტიკა თეატრალური კულტურის კერაა. კინოსა და თეატრის მკაცრი გამიჯვნა ჯერ კიდევ კინოს თეორიის ჩამოყალიბებასთან ერთად იწყება. თუმცა ამჯერად, კინოსა და თეატრის განსხვავების განსასაზღვრად, დიდი სემიოტიკოსის, კრისტიან მეცის თვალსაზრისს გავყვეთ, ვისთვისაც თეატრის პერსონაჟი დისოციაციის ობიექტია, ხოლო კინოს გმირი იდენტიფიკაციის. ნაშრომში, „ენა და კინო“ მეცი აღნიშნავს, რომ კინო თავისი სიზმრისეული იმიჯებით რეალობის შთაბეჭდილებას ქმნის, რომელიც აგრეთვე შთაბეჭდილების რეალობაა. თეატრი კი იმიტომ ვერ იქნება რეალობის შთაბეჭდილება, რომ მოქმედება რეალურ დროსა და სივრცეში მიმდინარეობს, რადგან ის თავად რეალობის ნაწილია. დღევანდელ სოციოპოლიტიკურ მოცემულობაში, დიდი ლოქდაუნების შემდეგ, ოფიციალურად გადავინაცვლეთ შთაბეჭდილების სამყაროში, სადაც ლეპტოპები, ტელევიზორები და ტელეფონები იქცა რეალობის ერთადერთ მომმარაგებლად. აღნიშნული რეპრეზენტაციის მანქანებიდან, ვირტუალური თეატრის ცუდი მსახიობები, მოგვიწოდებენ წავიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა, და რომ თითოეული ჩვენგანის ხმა მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, როდესაც პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს დერეგულაციის პოლიტიკაში ეჯიბრებიან. საქართველოში ხომ ე.წ. პროგრესული და კონსერვატიული, ლიბერალური და ფაშისტური პარტიები ერთსა და იმავე ეკონომიკურ მოდელს ეყრდნობიან, რომელიც რიგითი მოქალაქის გაღარიბებისკენაა მიმართული. კვაზი-მემარცხენე გაერთიანებები თუ ინდივიდები კი მსხვილ კაპიტალთან თანამშრომლობენ. ყველაზე ბევრ ფილმს არჩევნებზე ჰოლივუდში, ამერიკული არჩევნების შესახებ იღებენ. რადგანაც ამ წერილის მიზანი ქართულ რეალობასთან რაიმე მცირედი კავშირის გამონახვაა, იმპერიალისტური სახელმწიფოს მაგალითზე მსჯელობას თავს ავარიდებთ. ამიტომ უკეთესი იქნება დავაკვირდეთ მარგინალური კინოს რამდენიმე მარგალიტს – ქართული არჩევნებიც ხომ მდიდარი მარგინალების რბოლაა ღარიბი მარგინალების გულების მოსაგებად. No (2012) – „არა“ (რეჟ. პაბლო ლარაინი) http://cinexpress.ge/wp-content/uploads/2020/10/no.jpg“არა”, პაბლო ლარაინი ნეოლიბერალიზმის სამშობლოში, ჩილეში დაბადებული რეჟისორის, პაბლო ლარაინის „არა“ განსაკუთრებულ მნიშვნელობებს იძენს იქ, სადაც საარჩევნო კამპანიას სათავეში სარეკლამო კომპანიების მოხელეები უდგებიან და პოლიტიკური პარტიები სასაქონლე რანგში განიხილებიან. ამ სოციალური კლასის თვისებაა გაყიდოს ბევრი, ხოლო გასაყიდი საქონელი შეიძლება ისევე იყვნენ პოლიტიკური პარტიები, როგორც რძის პროდუქტები. „არა,“ 1988 წელს, პინოჩეტის მილიტარისტული რეჟიმის წინააღმდეგ და მხარდასაჭერად მიმართული კამპანიების დაპირისპირებას ასახავს. მთავარი მოქმედი პერსონაჟი, რენე, საშუალო კლასის ნიჭიერი „რეკლამშიკია“ და სთხოვენ რეფერენდუმში „არას“ კამპანიას უხელმძღვანელოს. ის, მხოლოდ სპორტული ინტერესის გამო იწყებს საქმიანობას. მეორე მხარეს, მისი ბოსი, ლუჩო გუცმანი უძღვება პინოჩეტის კამპანიას. „არა“ რეალობის ვინტაჟური შთაბეჭდილებაა. ეკრანული ქსოვილი 1980-იანი წლების სარეკლამო პარადიგმებს ეყრდნობა და გმირებთან ერთად მაყურებელიც ამ ფსიქოდელური თეატრის თანამონაწილე ხდება, რომლის კათარზისიც დღევანდელ ჩილეში იჩენს თავს, რადგან მაშინ პინოჩეტი დამარცხდა, თუმცა ჩილელი ხალხი კვლავ იტანჯება ნეოლიბერალიზმით. Seduction of Mimi (1972) – „მიმის ცდუნება“ (რეჟ. ლინა ვერტმიულერი) http://cinexpress.ge/wp-content/uploads/2020/10/seduction-mimi-thumb.jpg“მიმის ცდუნება”, ლინა ვერტმიულერი იტალიელი ლეგენდარული რეჟისორის, თვითაღიარებული ფემინისტისა და სოციალისტის, – ხულიგანი ფემინისტის – ლინა ვერტმიულერის სოციო-სექსუალური კარნავალი „მიმის ცდუნება“ წინააღმდეგობრივი მემარცხენე მანიფესტაციაა. ვერტმიულერს მისი თანამედროვე გენდერის მკვლევრები ხშირად აკრიტიკებდნენ ქალის „საძაგლად“ წარმოჩენისთვის. ფემინისტი კრიტიკოსი მოლი ჰესკელი მას „ყველაზე მზაკვრული ტიპის მამაკაცურ შოვინისტსაც“ კი უწოდებდა. „მიმის ცდუნებაში“ ახალგაზრდა მამაკაცი, მეტსახელად მიმი, მოულოდნელი სოციალური დაწინაურების საგანი ხდება. ხოლო, გმირს, სოფლელი ბიჭიდან საშუალო კლასის მუშამდე ტრანსფორმაცია მემარცხენე იდეოლოგიამდე მიიყვანს. მას, მთავარი არჩევანი, კომუნისტურ იდეებსა და კაპიტალთან შეხმატკბილებულ თანაცხოვრებას შორის აქვს გასაკეთებელი. სამწუხარო არჩევანის გაკეთების შემდეგ, მიმი ცივილიზებული კაცის როლს ირგებს და მისი პრესტიჟის საგანი სექსუალობა ხდება. „მიმის ცდუნებაში“ პენეტრაცია ერთგვარი მეტაფორაა. აქ, პენეტრაცია ახალგაზრდა ადამიანის პირველ ვიზიტს ჰგავს არჩევნებზე, სადაც სიმართლე მხოლოდ ორგაზმის შემდეგ იჩენს თავს. Bacurau (2019) – „ბაკურაუ“ (რეჟ. კლებერ მენდოსა ფილიო) http://cinexpress.ge/wp-content/uploads/2020/10/200306-schager-bacurau-tease_gryhqu.jpg“ბაკურაუ”, კლებერ მენდოსა ფილიო უახლესი ბრაზილიული კინოს გამორჩეული ავტორის, კლებერ მენდოსა ფილიოს ბოლო ნამუშევარში, „ბაკურაუ,“ არჩევნები არ არის ცენტრალური თემა, თუმცა არჩევნების საკითხი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოლონიური მდგომარეობის წარმოჩენის თვალსაზრისით. ბაკურაუ ერთგვარი უტოპიური კომუნაა, რომელიც უახლოეს მომავალში არსებობს. შეგვიძლია ვთქვათ, მენდოსა ფილიომ, 2019 წელს გარკვეულწილად იწინასწარმეტყველა 2020 წლის აპოკალიპტურ სტადიაში მყოფი დედამიწა, სადაც ძალაუფლებრივი ბერკეტები უფრო გაუმჭვირვალე და მეტად უხილავი გახდა. ქალაქის მცხოვრებლები აღმოაჩენენ, რომ დასახლება რუკაზე აღარ არსებობს, ამის ფონზე კი წინასაარჩევნო კამპანიით ბაკურაუს მერი, ტონი ჯუნიორი სტუმრობს დაპირებებით. კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანია ფიქსირდება, როგორც პერიფერიული სოციოკულტურული მოვლენა, რასაც ალბათ სახელად „არჩევნები პროვინციაში“ უნდა დავარქვათ. ტონი ჯუნიორი ქალაქში რამდენიმე მანქანით, იაფფასიანი ბრაზილიური პოპ-მუსიკითა და მობილური ეკრანით მოდის, თან მოაქვს ვადაგასული პირველადი მოხმარების პროდუქტები, წიგნები, ფსიქოტროპული წამლები და კუბოები. ბაკურაუელები კი „ტრიუკს“ უტარებენ და კანდიდატის მოსვლასთან ერთად, სახლებში იკეტებიან. Slap the Monster on the Page One (1972) – „მოსპეთ მონსტრი პირველ გვერდზე“ (რეჟ. მარკო ბელოკიო) http://cinexpress.ge/wp-content/uploads/2020/10/maxresdefault.jpg“მოსპეთ მონსტრი პირველ გვერდზე”, მარკო ბელოკიო ჩანს, 1972 წლის იტალიის საპარლამენტო არჩევნები ადგილობრივი ავტორებისთვის გარდამტეხი ინსტრუმენტი გამოდგა ძალაუფლებასა და სექსუალობაზე სასაუბროდ. კიდევ ერთი იტალიელი ხულიგანი კლასიკოსის, მარკო ბელოკიოს „მოსპეთ მონსტრი“ წინასაარჩევნო მედიამანიპულაციას სწავლობს. ჟან მარია ვოლონტეს განსახიერებული მორალურად დაცემული გმირი, ბიზანტი, რადიკალური ანტი-კომუნსიტური, კონსერვატიული გაზეთის რედაქტორია და იმავე მსახიობის მიერ განსხეულებული გამომძიებელის ერთგვარი გაგრძელებაა, ელიო პეტრის ლეგენდარული ფილმიდან „ეჭვგარეშე მყოფი მოქალაქის საქმის გამოძიება“ (1970). ბიზანტის გამოცემა, ერთ-ერთ ახალგაზრდა კომუნისტ ლიდერს სდებს ბრალს გოგოს გაუპატიურება-მკვლელობაში, თუმცა იცის რომ უდანაშაულოა და პოლიციაც დაუყოვნებლივ აკავებს ბიჭს. რედაქტორი რეალურ მკვლელს მფარველობს და დანაშაულის არ-გათქმის პირობას ადებინებს. ბოლოსკენ ირკვევა, რომ ბიზანტი ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასთან თანამშრომლობს, დღემდე ყველაზე საძაგელ პოლიტიკურ ფორმაციასთან, სადაც ნეო-ფაშისტური იდეები ცირკულირებენ. კვაზი-დოკუმენტურად კონსტრუირებულ სურათში ადამიანური სიბინძურე ეკრანიდან იღვრება, ხოლო პიკს ბოლო სცენაში აღწევს, სადაც ნაგავი ნაგვის ფორმას იძენს საბოლოოდ და მოედინება წყალში, რაც განსაკუთრებულ უსიამოვნო გრძნობას ტოვებს, რადგან ცხადად დავინახოთ, რომ მსგავსი ნაგვები გველაპარაკებიან დღესაც წამყვანი მედიასაშუალებებიდან. Entranced Earth (1967) – „დედამიწა ტრანსში“ (რეჟ. გლაუბერ როშა) http://cinexpress.ge/wp-content/uploads/2020/10/entranced-earth.jpg“დედამიწა ტრანსში”, გლაუბერ როშა ბრაზილიელი, მონუმენტალური მნიშვნელობის რეჟისორის, გლაუბერ როშას „დედამიწა ტრანსში“ გახლავთ „ხელოვნებისა და პოლიტიკის ფეთქებადი კვლევა მესამე სამყაროში“ (რობერტ სტამი). ეს უიმედო პოეტური ხედვაა, რომლის დასაწყისშივე პროტაგონისტი, ინტელექტუალი პოეტი და ჟურნალისტი, პაულო მარტინსი სასიკვდილოდ დაიჭრება და ბოლო ოთხ წელში განვლილ გზას იხსენებს, სადაც მარქსიზმსა და ქრისტიანობას ამოფარებული პოპულისტი ლიდერები ძალაუფლების მოხელთებას ცდილობენ ზოგი არჩევნების და ზოგიც პუტჩის გზით. პაულოს მოგონებაში, პოლიტიკური პარტიები მსხვილი საფინანსო ორგანიზაციები არიან, ვისაც ძალაუფლება თავისი სიმდიდრის შენარჩუნება-დასაცავად უნდათ, რაც ქართული პოლიტიკური ფორმაციების ზუსტ ანალიზადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. განსაკუთრებული პოპულარობით მემარჯვენე პრეზიდენტი, ვიეირა სარგებლობს, ვისაც ნაპოლეონს, კეისარსა თუ ქრისტეს ადარებენ – ჩვენ პოლიტიკურ ლიდერებსაც ხომ ადარებენ ხოლმე ილია ჭავჭავეძეებს, აღმაშენებლებსა თუ სხვა, ერისთვის მნიშვნელოვან ისტორიულ ფიგურებს, რათა მათი პოლიტიკური და ეგზისტენციალური სიცარიელე რამით შეავსონ. „დედამიწა ტრანსში“ პოლიტიკის ექსტაზური პორტრეტია და მაყურებელს ვიზუალურ ტრანსში იწვევს, რომელზე დაკვირვებაც ყოველ არჩევნებამდე საინტერესოა, რათა შევადაროთ ეგზალტირების ხარისხები. ხოლო, თუ აღმოჩნდა და მომაკვდავი ადამიანის, ეს კონსტრუქციული ხილვების ფენა ჩვენ რეალობას დაემთხვა, მაშინ იცოდეთ – ვიღუპებით! საპატიო აღნიშვნა Werckmeister Harmonies (2000) – ვერქმაისტერის ჰარმონია (რეჟ. ბელა ტარი) http://cinexpress.ge/wp-content/uploads/2020/10/vlcsnap-264676.png“ვერქმაისტერის ჰარმონიები”, ბელა ტარი ბელა ტარის ეს სათუთი წარმოსახვა კაპიტალისტურ ქაოსსზე, არათუ საარჩევნო ფილმია, მასში არჩევნები საერთოდ არ ფიგურირებს. ბელა ტარი იმასაც იტყოდა, რა არჩევნები, საერთოდ არანაირი ნარატივი, პოლიტიკური ხომ საერთოდ არ მაინტერესებსო. თუმცა, მასზე კარგად ვერავინ ასახა თუ რა ემართება ეგზალტირებულ ბრბოს, როდესაც კონკრეტულ არჩევანს იღებს, როდესაც გაუცნობიერებლად ბოროტების მხარეს აღმოჩნდება. ამიტომ, ზემოაღნიშნულ ფილმებამდე, გირჩევთ „ვერკმეისტერის ჰარმონიას“ შეხედოთ კიდევ ერთხელ და შემდეგ დაფიქრდეთ, ბოროტების მხარეს დადგომა სჯობია თუ უბრალოდ ყველაფრისგან გამიჯვნა?! დასასრულს, იანოშს სინდისი მაინც არ ქენჯნის, – ყველასგან განსხვავებით! The post 5 ფილმი, რომელიც პოლიტიკური არჩევანის უქონლობას ასახავს appeared first on Cinexpress. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა