Jump to content
×
×
  • Create New...

ნაცური სტერეოტიპის გამო დაწუნებული ლიდერი, არადა რას უწუნებთ მელიას?


Recommended Posts

  • ფორუმელი
მახსოვს გრეჩიხას ომახიანი ღრიალი "მიშაა მოვდივართ!!!" და გასროლილი ჩაქუჩი ცესკოს ფანჯრისკენ. გრეჩიხა ვაკელია, მეტყველებაში კუთხური აქცენტი არ აქვს, ანუ სუფთა თბილისური ბიდლოს ლიდერი იყო. რატომ მიყვა 100 ობით ხალხი გრეჩოს, იმიტომ რომ ქართული ლიდერობის მოლოდინთა სიმები შეარხია. ანუ დომინანტი მამაკაცის რომლსაც სულით მწირი ბეტა მამრი სულ ელოდება რომ დაემორჩილოს. "მოვდივართ!!!" და ხალხმა მისი ღრიალიც მოიწონა დედის გინებაც, ჩალეწილი შუშებიც და ალეწილი სახეც. გავეშებული კაცის ნახვა გვსურდა, რომელიც გოიმი არ იყო, მაგრამ ეს გრეჩიხა სუფთა ოპორტუნისტი გამოდგა, მსხვერპლზე არ წავიდა, როგორც ჭორები ამბობენ ფული და პრივილეგიები მიიღო და გაჩუმდა, თავად მიასამარა ლიდერობა, იმიტომ რომ, არ ესიამოვნა ამდენი ბრიყვი მისგან მოქმედებას რომ ელოდნენ, გაცლა არჩია. გრეჩიხა ვაკელია სნობიზმმა ლიდერობა გადააფიქრებინა, კი მარა ვისი ლიდერი უნდა ვიყოო როცა ნახა შარდიანი კარვები და უკბილო ლუზერები, გაეცალა, მაგრამ ბევრი სამსჯელო დატოვა.

პირადად მე მიმახვედრა, როგორი ადამინი შეიძლება გახდეს საქართველოში უპირობო ლიდერი, ეს უნდა იყოს ალფებში ალფა მამრი, თუ გინდა ხარება თუ გინდა გოგია, ან თუ გინდა ორივე ერთად, ბრძენსაც გავყვებით და ბრიყვსაც მთავარია მისგან ბრუტალური მასკულინობა იღვრებოდეს.

გამოხდა ხანი, ჩვენს ბედკრულ საქართველოს დაეპატრონა საჩხელერი ოლიგარქი, რომლის ლიდერობა ფული და კონფლიქტზე არსებული ბენეფიტებია. მისი პრინციპია გაყავი და იბატონე. ანუ საზოგადოებაში არსებული კონფლიქტებით იქმნება ზემოქმედების და დაუცველობის წერტილები რომელზე ზემოქმედებაც ფულით, ან ფულზე დაკავშირებული ავტორიტეტით შეუძლია. ბიძინა ფლიდია მაგრამ ძალიან მოხერხებული. პიტერ ბეილიშის საჩხერული ვერსიაა: "ქაოსი კიბეა, ქაოსის დროს ასვლის შესაძლებლობები მეძლევა" gigi.gif საჩხერელმა "ნეკათითამ" კონფლიქტი არა მხოლოდ ოპონენტებში, არამედ საზოგადოებაშიც შეიტანა და ამით შექმნა ლეგიტიმაციის წყაროც. ნაცები და ქოცები ჭადრაკის შავი და თეთრი განლაგებაა, რომელიც საზაგადოებას უნებლიე კლასტერულ კონფლიქტში აქცევს, რომლიდანაც გამოსავალი არ არსებობს. ჩვენმა პიტერმა ქოცური პარტიის კონტროლიც ჯგუფის შიგნით კონფლიქტთა შექმნით შეძლო. ჯერ ალასანია, მერე რესპები, მერე მწვანეები სოც-დეკები, ძველები ახლები, ოთხი პრემიერი გამოცვალა ართმანეთი აჭმევინა და ყველას აგრძნობინა რომ პატარა კაცია, რადგან კონფლიქტის რეზოლუცია ყოველთვის მის ხელშია, ამიტომ ქოცებისთვის ნათლიმამად იქცა, როგორც კორლეონესთან, მასთან აგვარებენ კონფლიქტებს. არადა ვერ იტანენ ქოცები კიდალას...უხ როგორ ვერ იტანენ, იმიტომ რომ მომხიბვლელბა არ აქვთ მაგრამ ტვინი არ ყოფნით რომ ნეკათითას აჯობონ და ყოველთვის მის სქემაში ექცევიან.

20 ივნისის ღამემ საქართველოში გამოაცხო ახალი ლიდერი ნიკა მელია. არასდროს დამოუკიდებელი პარლამენტარიზმის ისტორიაში არ ყოფილა ისეთი მომენტი როცა კაცი მარტო იჯდა ბოზების წინააღმდეგ და ამ უკანასკნელებმა ქურდულის თუ კაცურის , მუჟიკურის თუ ყარაჩოღლურის გვერდის ავლით იმუნიტეტი მოუხსნეს და სასამართლოს გადასცეს. ვერ ამის მერე დააწყნარეს, რამდენი მომენტი იყო ქართველტა სანთლით ნაძებარი ჰიპერ მასკულინობის: ბავშვობის "ძმაკაცის" გაფარჩაკება პარლამენტის ეზოში როცა ის შერბოდა და საკუთარ მეგობრის დაჭერას ხმა მისცა; სანიკიძეს მიფარჩაკება პირდაპირ ეთერში, სამაჯურის მოხსნა და გადაგდება და ბოლოს დაპატიმრება. ქოცურმა გაიმეორა ერთხელ ჩადენილი სამარცხვინო საქციელი, კაცს იმუნიტეტი მოუხსნეს რომ დაიჭირონ...

ხოდა აქ არის საინტერესო, უბრალო საზოგადოებაში ჩემი დაკვირვებით ნიკა მელია სახალხო ლიდერად ვერ იქცა მოდი გავარჩიოთ მიზეზები:

ნიკა მელია ქოცებისთვის უბრალო თოჯინაა, პატარა კაცუნაა, ბანძუკიაა და ჯვიაც არის... ერთად ერთი არგუმენტი გახლავთ ის რომ ის ნაცია და შესაბამისად მისი ხელმძღვანელი მიშა უნდა იყოს, ამიტომ მისი მარიონეტია__ მეტი არგუმენტი არ არსებობს. პირადად მე ამ კავშირს უკვე ვერ ვხედავ იმიტომ რომ გნსხვებით ბოკერიასგან, მელია თავად ფლობს პოლიტიკურ კაპიტალს და აქ პოლიტიკურ პროცესს ქმნის, ამიტომ მიშასგან დავალებული არც არის და არც უნდა იყოს. ქოცების არგუმენტში მხოლოდ ისაა გასათვალისწინებელი, რომ სააკაშვილი ნებსით თუ უნებლიედ მელიას ხელს უშლის, არადა დღეს ნაციონალურ მოძრაობას მიშა აღარ ჭირდება. მეორე მიზეზი რატომაც არ სჯერა ხალხს მელიას კაცური კაცობის, ეს არის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული სტერეოტიპი. მართლაც თუ დავაკვირდებით 9 წელეს ოქრუაშვილის და შემდეგ გრეჩიხას პოპულარობა განპირობებული რწმენით რომ ნაცებში, ყველა ბავშვობას გაბოროტებული სხვისი ჩანთის დამტარებელი შკოლნიკია. მიშა ქმნიდა ახირებული რეგვენის შთაბეჭდილებას ხოლო მის გაუთლელობას არავინ, ვიმეორებ არავინ არ აბალანსებდა. ამიტომ გუნდს რაღაც "არამასკულინურის" იარლიყი მიეწება და ამ ფონზე მელიას მასკულინურობა ბევრისთვის აბსოლუტურად დაუჯერებელია. "თუ კაცურად იქცევა ესეიგი მას ასე უბრძანეს, ან კიდე აიძულეს ან კიდე რაღაც ცუდი განზრახვა აქვს, თორე ნაცი და ვაჟკაცი სად გინახავთ?!"

კიდე ერთი მიზეზი რის გამოც მელიას ალფა ლიდერობის საზოგადოების არ სჯერა ეს არის მისი სიმელოტე, ქართულ სექსუალურობის კულტურაში მელოტი ადამიანი არ არის მიმზიდველი, და ყველა მელოტზე ვრცელდება კნინობითი შეფასება "პიტალო" ან "ტრაკს უგავს სახე" უცნაურია მაგრამ უთმო სიძეც რაღაც სასაცილო კომენტარების მიზეზი ხდება, არადა სიმელოტე ქართველებში იშვიათი არ გახლავთ.


ამით არ მთავრდება ქართველთა ირაციონალურობა, მელიას ლიდერობა ჩემი აზრით დაწუნებულია რბილი "ლ" ს გამოც! ბატონი მელია მეგრული აქცენტით მეტყველებს, მიუხედავად იმისსა რომ კალაძეზე ბევრად თბილისელია, სნობურ კუთხურობას საშინლად აღიზიანებს გამოკვეთილი კუთხური აქცენტი, ასეთი ხალხი ვართ და რა ვქნა. ყველასთვის მისაღები მეტყველება მხოლოდ აკადემიური ქართულია, ასე კახელიც არ დაგიწუნებს და გურულიც, მაგრამ მეგრული კილოთი რომ მეტყველებ მეგრელის გარდა ვერავის გულს მოიგებ.

თავად "მელიაც" რაღაც სასაცილო გვარია რომელიც იძლევა კალამბურების და ხუმრობების შექმნის საშუალებას



მოკლედ ჩემი აზრი დავწერე, დანარჩენი თქვენ დაამატეთ, ახსენით რატომ არ არის მელია აღქმული როგორც სახალხო ლიდერი?

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share