ფორუმელი Moor Posted 2 მარტი, 2021 Posted 2 მარტი, 2021 აფხაზეთის ლიდერის, ასლან ბჟანიას ყოფილმა თანაშემწემ, ბენურ კვირაიამ, რომლის თბილისში ვიზიტსაც სოხუმში პროტესტი მოჰყვა, დღეს სტუმრობის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი თბილისში აფხაზეთისთვის ინვესტიციების მოზიდვის მიზნით კერძო ვიზიტით იმყოფებოდა. კვირაიამ ხაზი გაუსვა, რომ თბილისში იგი აფხაზეთის ლიდერი სახელით არ მოქმედებდა და პირიქით, ბჟანია მისი გეგმების განხორციელების წინააღმდეგიც იყო, სანამ ის თანამდებობას არ დატოვებდა, რამაც საბოლოოდ კვირაიას უბიძგა, რომ 19 თებერვალს პოსტიდან წასულიყო. „მე ვსტუმრობდი საქართველოს და კიდევ წავალ, ეს ჩემი კერძო ვიზიტია. წავედი, რათა დიდი ინვესტიციები მოვიზიდო ჩვენი სამშობლოსთვის“, – განაცხადა კვირაიამ და დასძინა – „მინდა ავაშენო პორტი, დიდი სასტუმროები, მინდა ბევრი ფული ჩამოვიტანო, რათა ჩემმა ხალხმა, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, აღარ იმათხოვროს და კარგად იცხოვროს“. კვირაიამ აფხაზეთის ოპოზიციაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „იმ ხალხს, ვინც ყველაფრის პოლიტიზებას ახდენს… კარგი არაფერი უნდა“ აფხაზეთისთვის. „გაქვთ თქვენ რაიმე პროგრამა ჩვენი ეკონომიკის გასაჯანსაღებლად, გაქვთ რაიმე სოციალური პროგრამა, რომელიც დაეხმარება ჩვენს ქალებს, ბავშვებს, გაუზრდის მასწავლებლებს ხელფასებს, თუ მუდმივად რუსეთის ფულად დახმარებაზე უნდა ვიყოთ?“, – მიმართა მან ოპონენტებს. „მე რატომ განმსჯიან? მე რა ერთდაერთი ვარ, ვინც საქართველოში ჩადის? მთელი ჩვენი დაავადებული ხალხი საქართველოში მკურნალობს“, – განაცხადა კვირაიამ. 25 თებერვალს ბენურ კვირაიას თბილისში ვიზიტის გასაპროტესტებლად სოხუმის ცენტრში აფხაზეთის ოპოზიციის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. ოპოზიციურმა გაერთიანება „აფხაზეთის სახალხო მოძრაობამ“ განაცხადა, რომ კვირაია თბილისში ბჟანიას მითითებითა და აფხაზეთის „უშიშროების სამსახურთან“ შეთანხმებით ჩავიდა. მისივე თქმით, ბჟანიამ „წითელი ხაზი გადაკვეთა“, როდესაც, მათი თქმით, საკუთარი თანაშემწე თბილისში „პირდაპირ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე“ სალაპარაკოდ გაგზავნა. აფხაზეთის ოპოზიცია ბჟანიას ყოფილი თანაშემწის თბილისში ვიზიტის წინააღმდეგ აქციას მართავს Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა