ფორუმელი Moor Posted 2 მარტი, 2021 Posted 2 მარტი, 2021 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2 მარტის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს გენადი ბესტაევს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნება დაყენებული, 5 მარტს ჩანიშნულ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე“, – სუს-ის განცხადებაში. გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრი, გენადი ბესტაევი 2019 წლის ნოემბერში „საზღვრის უკანონო გადაკვეთისა“ და „ნარკოტიკული ნივთიერების კონტრაბანდის“ ბრალდებით დააკავეს. ასევე წაიკითხეთ: სუსი-ს თქმით, საოკუპაციო ხაზებთან უკანონო დაკავებები არ მოხშირებულა ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქეს 12.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Global Posted 2 მარტი, 2021 Posted 2 მარტი, 2021 ქოცებს არ ცალიათ მაგისთვის, პირსისხლიანც ნაცებს ებრძვიან Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 2 მარტი, 2021 Author Posted 2 მარტი, 2021 (შესწორებული) 2 საათის წინ, Global said: ქოცებს არ ცალიათ მაგისთვის, პირსისხლიანც ნაცებს ებრძვიან ამასობაში კიდევ ერთი დააკავეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2 მარტის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს ამავე მუნიციპალიტეტის, სოფელ ზერტის მკვიდრი. სუს-ის განცხადებით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები. ამავე ცნობებით, უკანონოდ დაკავებულს ქართულ მხარეს გორის მუნიციპალტეტის სოფელ ერგნეთის ტერიტორიაზე დღეს გადმოსცემენ. დღესვე, განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს გენადი ბესტაევს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე წაიკითხეთ: ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქეს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს სუსი-ს თქმით, საოკუპაციო ხაზებთან უკანონო დაკავებები არ მოხშირებულა ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქეს 12.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს Edited 2 მარტი, 2021 by Moor Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა