Jump to content
×
×
  • Create New...

მარსის ციებ-ცხელება


Recommended Posts

37 minutes წინ, Chigurh said:

თავად აღსასრული გარდაუვალია

დიახ,  მუდმივი -  ცვალებადობაა ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Chigurh said:

ფსიქიკას ვინ ჩივის პირველი რამდენიმე კოლონიური მისია დიდი შანსია, რომ განწირულია საერთოდ

 

+1

ცდად კი აუცილებლად უნდა ვცადოთ ნამდვილად მარა იქნებ მაგ დრომდე ტრანსჰუმანისტური ტენდენციები ჩვენგან კიბორგებს გამოჩორკნის და დიდად აღარც ქონდეს მნიშვნელობა როდისდ აროგორ მოვკვდებით :lol:

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
On 3/1/2021 at 2:12 PM, Moor said:

National Geographic-ი ხშირად მოგითხრობთ მარსის შესახებ. რაც ალბათ არც არის გასაკვირი, რადგან ეს იდუმალი, წითელი პლანეტა ოდითგანვე იპყრობს ჩვენს ყურადღებას: ჯერ კიდევ „ძვ.წ. III ათასწლეულში ამ „მოხეტიალე ვარსკვლავის“ თვალყურის დევნებისას შუმერებმა მისი ავისმომასწავებელი ფერი ავსულ ღვთაება ნერგალს დაუკავშირეს“, – ვკითხულობთ ნადია დრეიკის ვრცელ სტატიაში. ავსტრალიური აბორიგენული კულტურები თურმე მარსს კოლონგოს – ადგილობრივ წითელკუდა შავ კაკადუს უკავშირებდნენ, ხოლო კოლუმბამდელი მაიას ტომები რუდუნებით აღრიცხავდნენ ამ ციური სხეულის განალგებას ვარსკვლავების მიმართ და ამას დედამიწაზე სეზონის ცვლილებას უკავშირებდნენ. ბერძნებისთვის ის ომის ღმერთი იყო – არესი, რომელსაც რომაელები მარსს უწოდებნდნენ.

როგორც ნადია მოგვითხრობს, „1800-იანი წლების შუიდან ტელესკოპმა მარსი მითოლოგიიდან რეალურ სამყაროში გადმოისროლა“ და ის ერთი ჩვეულებრივი პლანეტა გახდა, თავისი ამინდითა და ცვალებადი რელიეფით,  თუმცა  კაცობრიობას ოდნავადაც არ განელებია მის მიმართ ინტერესი.

ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით მარსს და წითელი პლანეტით შეპყრობილები იმ დროზე ვოცნებობთ, როდესაც მის კოლონიზაციას შევძლებთ. ბევრი იმაზეც კი არის თანახმა, მარსისკენ ცალმხრივი მგზავრობის ბილეთი აიღოს და სამუდამოდ გამოემშვიდობოს პლანეტა დედამიწას. ალბათ იფიქრებთ, მაინც რა უნდა გვითხრათ ისეთი, რაც უკვე არ ვიცით ან რისთვის თვალყურის დევნებაც თვითონ არ შეგვიძლიაო – მხოლოდ თებერვალში ხომ სამი `რობოტი ემისარი“ დაემგზავრა მარსს და ამ სამივე მოვლენის ხილვა პირდაპირ ეთერში შეგვეძლო. თუმცა, თუკი ჩვენთან ერთად „იმოგზაურებთ“ ისტორიასა და მეცნიერებაში, იქნებ ბევრმა ამბავმა გაგაკვირვოთ და იქნებ ბოლოს იმაზეც დაფიქრდეთ – ღირს კი მარსისკენ ცალმხრივ ბილეთზე ოცნება?

გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic Magazine – საქართველოს.

The post მარსის ციებ-ცხელება appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

რა ხელწერაა ეს რა არის გააჯმევინონ ნატგეოდან ამ ჟურნალისტს მეგონა რომ ყვითელ გაზეთში დაწერილ ნ10ა-ს სტატიას ვკითხულობდი ... 

მარსს რაც შეეხება ჯერ არ არის ის დრო რომ მსხვერპლი იყოს საჭირო რაღაცის გასაგებად ჩვენი პლანეტა კიდე ბევრი მილიონი წელი იცოცხლებს და საკმარისზე მეტი დროა თან განვითარების ტემპს თუ გავითვალისწინებთ 

ამიტომ ეგ ამბები უფრო მოუთმენლობა აჟიტირება და ტრაკის თამაშები მგონია როგორც ნასას ასევე მასკის მხრიდანაც დღესვე უნდათ სიცოცხლეშივე ეჩქარებათ და ეგ თემაა 

Share on other sites

Posted (შესწორებული)
15 საათის წინ, Chigurh said:

ყველაფერი-ყველაფერი და აი ტერა ფორმირება რა გზით უნდა მოხდეს არ ვიცი :))

 კატაკომბებს ვერ გასცდებიან, რადიაცია მომაკვდინებელია, სამჯერ ნაკლები გრავიტაცია ანუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის სერიოზული წნეხი.

"არა, ყმაწვილო, არა! ასეთი ცოდნით ვერ გავფრინდებით, არადა, უნდა გავფრინდეთ!"

"ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს, ემ ცე კვადრატ (mc²), ეф, ფუძე (√) ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ! მიდით ერთაოზ! "

სენიორ, შემოგთავაზებთ გასული საუკუნის დასაწყისის პრესას

რას ვხედავთ?

მზის პანელებს!

საუკუნის დასაწყისში ტექნოლოგია სრულიად მზად იყო. იმაზე მეტიც კი რაც დღეს ვიცით მზის ენერგიის პრაქტიკულ გამოყენებაზე უკვე დამუშავებული და მზად გახლდათ წარმოებისთვის

 

 

 

 

 

 

 

Screenshot - 22_02 004.jpg

Screenshot - 22_02 009.jpg

Screenshot - 22_02 003.jpg

Screenshot - 22_02 010.jpg

Edited by Eric
Share on other sites

შეხედეთ სენიორ

აქ ჩვენ გვაბოლებენ რომ ჯერ ლაზერს ქმნიან რომლითაც რაღაც მსგავსი შეეეძლებათ რასაც 100 წლის წინ უკვე ახერხებდნენ მზის ენერგიით

5.jpg

Share on other sites

Posted (შესწორებული)

ყველაფერი მზადაა

ესაა XX საუკუნის დასაწყისი

Screenshot - 22_02 006.jpg

Screenshot - 22_02 007.jpg

и0019.jpg

Edited by Eric
Share on other sites

შემდეგ ხდება ასეთი რამ, ვინცხა მაკვარანცხი იგონებს შიდაწვის ძრავას

დაჯდნენ, გადაითვალეს, გადმოითვალეს , დაამატეს კიდევ ჩვენთვის უცნობი პარამეტრები და გადაწყვიტეს რომ ჯერ მზის ენერგიის გამოყენება მოიცდის და ნავთობს მივხედოთ

 

მზის ენერგიის მთელი დოკუმენტაცია შეიფუთა და წავიდა არქივში ...

 

და დაიწყო ნავთობის ერა

 

нефть1.jpg

Share on other sites

დღეს რა ხდება?

რა ხდება და - იმჰო BDf

 

ნავთობი ისევ საკმარისია, საკმაოდ. მაგრამ სხვა ალტერნატივები იმდენად გაიაფდა დამზადების ტექნოლოგია რომ ნავთობის ენერგიაზე იაფი ჯდება

დარწმუნებული ვარ საკმაო გარღვევები აქვთ ტექნიკური სინგულარობის ))) და ვნებაღაღელვის უსასრულობისკენ, საკმაოდ.

ამიტომ ნავთობ ტექნოლოგიების გლობალური დაუნტრენდი დაიწყეს სხვადასხვა მოტივებით.

გახსნეს დალუქული არქივები იქით ჩაატარეს იდეალისტ გიჟებში დახურული კონკურსი სადაც სამხრეთ აფრიკელმა ბოი ელონმა ყველას აჯობა, გადასცეს ეს არქივები გადასცეს წვდომა ფინანსებზე და ჰაიდა.

 

დილა არის მშვენიერი

მზე ანათებს ბედნიერი

ყველა ერთად მხნე ნაბიჯით

მარსისაკენ ჰერი! ჰერი!:roll:

 

ამ ყველაფერში გასარკვევია ელიტური კლასების როლი, არაა გამორიცხული თემა ისევ დაიკეტოს.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share