Jump to content
×
×
  • Create New...

მარსის ციებ-ცხელება


Recommended Posts

  • ფორუმელი

National Geographic-ი ხშირად მოგითხრობთ მარსის შესახებ. რაც ალბათ არც არის გასაკვირი, რადგან ეს იდუმალი, წითელი პლანეტა ოდითგანვე იპყრობს ჩვენს ყურადღებას: ჯერ კიდევ „ძვ.წ. III ათასწლეულში ამ „მოხეტიალე ვარსკვლავის“ თვალყურის დევნებისას შუმერებმა მისი ავისმომასწავებელი ფერი ავსულ ღვთაება ნერგალს დაუკავშირეს“, – ვკითხულობთ ნადია დრეიკის ვრცელ სტატიაში. ავსტრალიური აბორიგენული კულტურები თურმე მარსს კოლონგოს – ადგილობრივ წითელკუდა შავ კაკადუს უკავშირებდნენ, ხოლო კოლუმბამდელი მაიას ტომები რუდუნებით აღრიცხავდნენ ამ ციური სხეულის განალგებას ვარსკვლავების მიმართ და ამას დედამიწაზე სეზონის ცვლილებას უკავშირებდნენ. ბერძნებისთვის ის ომის ღმერთი იყო – არესი, რომელსაც რომაელები მარსს უწოდებნდნენ.

როგორც ნადია მოგვითხრობს, „1800-იანი წლების შუიდან ტელესკოპმა მარსი მითოლოგიიდან რეალურ სამყაროში გადმოისროლა“ და ის ერთი ჩვეულებრივი პლანეტა გახდა, თავისი ამინდითა და ცვალებადი რელიეფით,  თუმცა  კაცობრიობას ოდნავადაც არ განელებია მის მიმართ ინტერესი.

ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით მარსს და წითელი პლანეტით შეპყრობილები იმ დროზე ვოცნებობთ, როდესაც მის კოლონიზაციას შევძლებთ. ბევრი იმაზეც კი არის თანახმა, მარსისკენ ცალმხრივი მგზავრობის ბილეთი აიღოს და სამუდამოდ გამოემშვიდობოს პლანეტა დედამიწას. ალბათ იფიქრებთ, მაინც რა უნდა გვითხრათ ისეთი, რაც უკვე არ ვიცით ან რისთვის თვალყურის დევნებაც თვითონ არ შეგვიძლიაო – მხოლოდ თებერვალში ხომ სამი `რობოტი ემისარი“ დაემგზავრა მარსს და ამ სამივე მოვლენის ხილვა პირდაპირ ეთერში შეგვეძლო. თუმცა, თუკი ჩვენთან ერთად „იმოგზაურებთ“ ისტორიასა და მეცნიერებაში, იქნებ ბევრმა ამბავმა გაგაკვირვოთ და იქნებ ბოლოს იმაზეც დაფიქრდეთ – ღირს კი მარსისკენ ცალმხრივ ბილეთზე ოცნება?

გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic Magazine – საქართველოს.

The post მარსის ციებ-ცხელება appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

გაანებეთ ჩემს ცოლს ავატარს თავი!

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

Posted (შესწორებული)

 

On 3/1/2021 at 2:12 PM, Moor said:

ღირს კი მარსისკენ ცალმხრივ ბილეთზე ოცნება?

P.S 

ბილეთი მინდა მარსობუსზე . . . ტუდა . . .აბრატნი არ მინდა.

Edited 24 თებერვალი by ASIA

 

მე შეკვეთილი მაქ უკვე . . . 

დიახ!

და იდეებს ნუ მპარავენ ...:D

Edited by ASIA
Share on other sites

  • ფორუმელი

ყველაფერი-ყველაფერი და აი ტერა ფორმირება რა გზით უნდა მოხდეს არ ვიცი :))

 კატაკომბებს ვერ გასცდებიან, რადიაცია მომაკვდინებელია, სამჯერ ნაკლები გრავიტაცია ანუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის სერიოზული წნეხი.

 

 

Share on other sites

Posted (შესწორებული)

 

35 minutes წინ, Chigurh said:

ყველაფერი-ყველაფერი და აი ტერა ფორმირება რა გზით უნდა მოხდეს არ ვიცი :))

სენიორ ერიკმა არ გამიგოს და :D ... მე სეეეეეერიოზული ბლეფი მგონია, მიზანს ვერ ვიგებ ჯერჯერობით....

 

ჰაჰაჰა ფულის გათეთრება, მარააააა ამხელა გალაქტიკა ამბავი ფულის გათეთრებისთვის რავი . . . 

 

Edited by ASIA
Share on other sites

  • ფორუმელი
20 minutes წინ, ASIA said:

 

სენიორ ერიკმა არ გამიგოს და :D ... მე სეეეეეერიოზული ბლეფი მგონია, მიზანს ვერ ვიგებ ჯერჯერობით....

 

ჰაჰაჰა ფულის გათეთრება, მარააააა ამხელა გალაქტიკა ამბავი ფულის გათეთრებისთვის რავი . . . 

 

ამ ეტაპზე ტერა ფორმირება მეც შეუძლებელი მგონია.

თუმცა დროსთან ერთად სახეობას მაინც მოგვიწევს ახალი ეგზოპლანეტების ათვისება თუ ძებნა გადარჩენისთვის 

Share on other sites

29 minutes წინ, Chigurh said:

თუმცა დროსთან ერთად სახეობას მაინც მოგვიწევს ახალი ეგზოპლანეტების ათვისება თუ ძებნა გადარჩენისთვის 

ჯერ ადამიანის ბუნება არ შეგვისწავლია კი არა არ შეუსწავლიათ ბოლომდე, მშობლიური პლანეტა ჯერ კიდევ ამოუცნობი მოვლენებითაა გაჯეჯგილი . . .

პლანეტა "დედამიწა" არამგონია ბოლომდე ამოწურული იყოს . . . 

მერე ... მერე არ ვიცი, მარააა ახლა ასე ბაც და მარსზე ვართ, რაცხა არ მჯერა მე . . . 

1 საათის წინ, Chigurh said:

კატაკომბებს ვერ გასცდებიან

მარტო ეს ფსიქიკას დაანგრევს . . .

Share on other sites

  • ფორუმელი
35 minutes წინ, ASIA said:

ჯერ ადამიანის ბუნება არ შეგვისწავლია კი არა არ შეუსწავლიათ ბოლომდე, მშობლიური პლანეტა ჯერ კიდევ ამოუცნობი მოვლენებითაა გაჯეჯგილი . . .

პლანეტა "დედამიწა" არამგონია ბოლომდე ამოწურული იყოს . . . 

მერე ... მერე არ ვიცი, მარააა ახლა ასე ბაც და მარსზე ვართ, რაცხა არ მჯერა მე . . . 

მარტო ეს ფსიქიკას დაანგრევს . . .

პლანეტა დედამიწის შესწავლა მის აღსასრულამდე გაგრძელდება პრინციპში.

თავად აღსასრული გარდაუვალია, მზის გავარვარებამდეც კი, ანდრომედას გალაქტიკასთან შეერთება დაგვამთავრებს დიდი ალბათობით :D

ეს რა თქმა უნდა შორი პერსპექტივაა ძალიან, მაგრამ ნელ-ნელა შევხედოთ ახლოდან კოსმოსს ;დდ.

ფსიქიკას ვინ ჩივის პირველი რამდენიმე კოლონიური მისია დიდი შანსია, რომ განწირულია საერთოდ

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share