Jump to content
×
×
  • Create New...

იაპონია


Recommended Posts

  • ფორუმელი

წასვლა მინდა :( ვინმე ხართ ნამყოფი? როგორია, როგორ მოხვდით, იქნებ გაგვიზიაროთ 

 

 

iStock_000057240506_Large.jpg 

საკონსულო განყოფილების განცხადება სავიზო განაცხადთან დაკავშირებით:

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საელჩომ გადაწყვიტა მიიღოს ახალი წესი სავიზო განაცხადთან დაკავშირებით.
30 მარტიდან საჭიროა წინასწარი ჩაწერა. განმცხადებელმა უნდა დარეკოს ნომერზე +995 32 2752111 და მხოლოდ საელჩოს თანამშრომლის დასტურის შემდეგ გამოცხადდეს საკონსულო განყოფილებაში.
წესი იმოქმედებს შემდეგ შეტყობინებამდე.

...

იაპონიის ვიზის საინფორმაციო ცხელი ხაზი (24 საათი/კვირაში 7 დღე, მხოლოდ ინგლისურად)

ტელ: 0800008021
• მოცემული ცხელი ხაზი შექმნილია საქართველოში მცხოვრები სავიზო განმცხადებლებისთვის.
• თუ თქვენ ზარს ახორციელებთ საქართველოდან, დაგერიცხებათ ადგილობრივი ზარის გადასახადი.
• მოცემული ცხელი ხაზი გასცემს მხოლოდ ზოგად ინფორმაციას იაპონიის ვიზის შესახებ.
• ცხელი ხაზი ვერ დაგაკავშირებთ საელჩოს საკონსულო სამსახურთან. თუ გესაჭიროებათ საელჩოსთან დაკონტაქტება მიმდინარე სავიზო განაცხადთან დაკავშირებით, გთხოვთ სამუშაო საათებში დაუკავშირდეთ პირდაპირ საელჩოს ნომერზე 322752114.

 

ინფო საგარეოს საიტიდან:

სავიზო ინფორმაცია იაპონიაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

იაპონია საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება იაპონიაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.თბილისში იაპონიის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

2 სავიზო განაცხადის ფორმა (მგზავრობის მიზნდიან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა);

მოწვევა იაპონურ ენაზე;

კერძო ვიზიტის შემთხვევაში: მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები;

უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში გადაღებული 2 ბიომეტრიული ფოტო;

შესაბამისი საკონსულო მოსაკრებელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ქ.თბილისში იაპონიის რესპუბლიკის საელჩოს ვებ–გვერდზე: http://www.ge.emb-japan.go.jp/english/index.html 

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mofa.go.jp/ 

ქ.თბილისში იაპონიის საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: კრწანისის ქ. 7დ, თბილისი,0114,საქართველო
(ქალაქის ცენტრიდან მანქანით დაახლოებით 12 წუთის სავალი)
ტელეფონი: (+995-32) 275-2111
ფაქსი: (+995-32) 275-2112

ლევან მიქელაძის 

ვიკი:

იაპონია (日本 ნიჰონ ან ნიპონ), ოფიციალურად იაპონიის სახელმწიფო (日本国ნიპონ-კოკუ (?·i) ან ნიჰონ-კოკუ) — კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში[4]. მდებარეობს წყნარ ოკეანეში, იაპონიის ზღვის აღმოსავლეთით. ესაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეასა და რუსეთის ფედერაციას. იაპონიის ორიგინალური სახელწოდების ზუსტი ქართული თარგმანია „მზის სამშობლო“[5].

იაპონია 6852 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია[6]. იაპონიის ოთხი უდიდესი კუნძულია ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ და სიკოკუ, რომლებიც ერთობლივად ქვეყნის ტერიტორიის 97 %–ს შეადგენენ. კუნძულთა უმრავლესობას გააჩნია მთიანი რელიეფი მრავალი ვულკანით; მაგალითისთვის, იაპონიის უდიდესი მწვერვალი, მთა ფუძი ვულკანია. მოსახლეობის მიხედვით იაპონიას მსოფლიოში მეათე ადგილი უკავია. აქ 127 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. დიდი ტოკიო, რომლის შემადგენლობაში შედის ასევე ქვეყნის დე ფაქტო დედაქაალაქი ტოკიო და მის ირგვლივ მდებარე რამდენიმე პრეფექტურა, სადაც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, დედამიწის უდიდესი ქალაქია[5].

არქეოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ ადამიანი იაპონიის კუნძულებზე ჯერ კიდევ ზემო პალეოლითის პერიოდში სახლობდა. იაპონია პირველად მოხსენიებულია ჩ. წ. I საუკუნით დათარიღებულ ჩინურ ტექსტში. იაპონიის ისტორია ხასიათდება თვითიზოლაციის ხანგრძლივი პერიოდით, რომელმაც შეცვალა უცხო ქვეყნების მიერ იაპონიაზე ძლიერი გავლენის პერიოდი. იაპონიის კონსტიტუციამ, რომელიც მიღებული იქნა 1947 წელს, გამოაცხადა, რომ იაპონია იქნებოდა უნიტარული კონსტიტუციური მონარქია იმპერატორითა და არჩევითი პარლამენტით[5].

მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკურ ძალას[7], იაპონიას მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და მესამე — მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. გარდა ამისა, იაპონია არის ერთადერთი აზიური ქვეყანა დიდ შვიდეულში და გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი[5]. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიამ ოფიციალურად უარყო ომის წარმოების შესაძლებლობა, მას გააჩნია ძლიერი და თანამედროვე ჯარი, რომელიც გამოიყენება თავდაცვისა და სამშვიდობო ოპერაციებისათვის. ამომავალი მზის ქვეყანა არის განვითარებული სახელმწიფო ცხოვრების მაღალი სტანდარტით. იაპონელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მსოფლიოში ყველაზე გრძელია[8].

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურისტები ძირითადად კ.ჰონშიუზე ჩადიან და ტოკიოს სტუმრობენ, რომელიც თავის თავში რამდენიმე რაიონს აერთიანებს: ოტემაჩი, კაზუმიგაჩი, შიბუია, უენო, იკებუკორო, სადაც უამრავი გასართობი თუ საინტერესო ადგილია თავმოყრილი. აქ არის უამრავი პარკი, მ.შ. დისნეილენდი. აქა არის იმპერატორის სასახლეც. ტოკიოს ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება ძველებური პარკები: “ჰიბია”, “შიბა”, ”ასაკუსა’’, “მეიძი”. დღესასწაულების დროს პარკი “ასაკუსა” ტურისტებს იზიდავს თეატრალური წარმოდგენებით, ეროვნული თამაშებითა და ესტრადის მსახიობების ხელოვნებით. ტოკიო მნახველს აოცებს თავისი ცათამბჯენებით, რომლებშიც განთავსებულია სასტუმროები, ბანკები, კომპანიების ოფისები, დიდი მაღაზიები. ტოკიოში 333 მ სიმაღლის ტელეანძაა, რომელიც ეიფელის კოშკს გვაგონებს. ქალაქის მთავარი სავაჭრო ქუჩაა გინზა, რომელიც ფუფუნებითა და საოცარი ფანტაზიით გაფორმებულ უზარმაზარ ულტრათანამედროვე ვიტრინას წააგავს. გინზაზე გასეირნება თავისებურ იაპონურ ტრადიციად ითვლება.

ტოკიოს სტუმრები გულგრილი ვერ რჩებიან ისეთი გასართობი ცენტრების მონახულებისას, როგორიცაა დისნეილენდი და აკვაპარკი. ასევე დიდ ინეტერსს იწვევს ქალაქი კიოტო ქვეყნის მნიშვნელოვანი სამრეწველო, კულტურული, ისტორიული და რელიგიური ცენტრი. აქ გავრცელებულია ძველი ტრადიციული მეწარმეობა: ბრინჯაოს, ფაიფურის, მაქმანების, ნაქარგი ნივთების დამზადება. სტუმრების ყურადღებას იპყრობს ეროვნული მუზეუმი “კიოტო’’, ბოტანიკური ბაღი, იაპონური კლასიკური არქიტექტურის მრავალი ძეგლი. ყოველწლიურად კიოტოს 30 მლნ ტურისტი ჰყავს. ერთ-ერთი საინტერესო ობიექტია იმპერატორის ვილა კაცურა რიკიუ. აქ შესვლა საკმაოდ რთულია, რადგან ის დღესაც იმპერატორის ოჯახის საკუთრებაა და ისინი სარგებლობენ მისით, ამიტომ ვილის მოსანახულებლად სპეციალური ნებართვაა საჭირო.

იაპონისს პირველი დედაქალაქი იყო ნარა (710-784 წლები), სადაც ბუდას ყველაზე დიდი ქანდაკება მდებარეობს, რომელიც ტოდაიძის ტაძრის კომპლექსში მდებარეობს. დიადი ბუდას დარბაზი, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ხის ნაგებობას წარმოადგენს, დღეს მისი პირვანდელი სახის მხოლოდ მესამედიღაა, რადგან ბევრჯერ დაიწვა და აღდგა. ქანდაკება 444ტ ბრინჯაოსგან ჩამოასხეს. მჯდომარე ფიგურის სიმაღლე 16მ-ია.

კიდევ ერთი იაპონური ქალაქი, რომელიც ტურისტების ყურადღებას იქცევს, ეს არის ჰიროშიმა, სადაც 1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკელებმა პირველი ატომური ბომბი ააფეთქეს. 250 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. ეს ქალაქი ისტორიაშია შესული. 1949 წლისთვის ჰიროშიმა აღადგინეს და დღეს იგი ერთ-ერთი ცნობილი ქალაქია. მხოლოდ ყოფილი სავაჭრო პალატის შენობის კარკასი დატოვეს ხელუხლებლად, ვინაიდან ის აღმოჩნდა აფეთქების ეპიცენტრში. დღეს ამ ნანგრევებს “ატომური ბომბის ტაძარს” უწოდებენ. იქვეა მშვიდობის პარკი და მასში აღმართულ მემორიალზე ამოკვეთილია აფეთქების შედეგად დაღუპულთა სახელები.

მოგზაურობის სიყვარულს იაპონელებს პატარაობიდან უღვივებენ, ამიტომ ტურიზმი იაპონიაში არის გართობისა და დასვენების მასობრივი ფორმა. როგორც წესი, ის დაკავშირებულია ბუნებრივი და რელიგიური ღირსშესანიშნაობების მონახულებასთან.

იაპონელებისთვის წმინდა მთაა ფუჯი ან ფუძიამა, სადაც წინაპართა სულები განისვენებენ, ისინი თავიანთ წინაპრებს ძალიან დიდი პატივით მოიხსენიებენ. ფუჯიზე პილიგრიმობას ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. მთის დიდი ზომები და სწორი ფორმები ხიბლავენ მნახველს. იაპონელისთვის აუცილებელია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ავიდეს ამ მთაზე. ტოკიოს ივნისის აღლუმი წმინდა მთაზე ასვლის სეზონის მოახლოების მაუწყებელია. ამ პერიოდში, რომელიც მხოლოდ ორი თვე (ივლისი და აგვისტო) გრძელდება, მთის მწვერვალზე, მზის ამოსვლის მოლოდინში, ყოველღამ ათასობით პილიგრიმი-ტურისტი იყრის თავს.

ცეცხლის ზეიმი “ხამაცური” ასვლის სეზონს ასრულებს. მთელი მთა ძირიდან მწვერვალამდე ათასობით ჩირაღდნის სინათლითაა განათებული, რაც ძალზე ამაღელვებელი და საზეიმო სანახაობაა.

სამოკიტაზე, კ. ჰონშიუს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდებარეობს ყველა იაპონელისთვის ცნობილი მთა “ოსორეძანი” ანუ საშინელი მთა. ძველებური ლეგენდის თანახმად, აქ არის ჯოჯოხეთში შესასვლელი, რომლითაც ივლისში ოთხი დღე შეუძლიათ ისარგებლონ მიცვალებულთა სულებმა, ისინი ახლობლებთან გასაუბრებას ცდილობენ. ზუსტად ამ დროს აქ მოდის უამრავი ადამიანი, ვისაც სურს, პატივი მიაგოს ახლობელთა სულებს. ადგილობრივი ტურიზმის მთავარ დესტინაციას წარმოადგენს კ. შიკოკუ, სადაც 88 წმინდა ადგილია (ბუდიზმის). ქვეითი მოგზაურობა გათვლილია 40-60 დღეზე, თუმცა თანამედროვე მომლოცველები ტრანსპორტის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით ამოკლებენ ამ მოგზაურობას. აქვეა ყველაზე ძველი ჩვენამდე მოღწეული იაპონური თეატრი კაბუკი კამარუ-ძა. მთელი წლის განმავლობაში შიკოკუს 9 მილიონამდე ტურისტი ჰყავს. კ.ჰოკაიდოზე, დედაქალაქ საპოროში, ტურისტების ყურადღებას იქცევს ზამთრის ფესტივალი, რომლის დროსაც ყინულის ბლოკებისგან საოცარ ნაგებობებსა და ფიგურებს კვეთენ. კუნძულის კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს “სამშობლოსადმი სევდის სახლი”, რომელიც იმ ადგილზეა აგებული, საიდანაც კურილიის კუნძულებამდე მხოლოდ 4 კმ-ია. აქ ყოველ წელს იმართება აქციები ჩრდილოეთ ტერიტორიების დსაბრუნებისათვის ბრძოლის დღეები.

“ონსენ-რეიკანი” ტრადიციული იაპონური სასტუმროა, რომელიც ცხელი მინერალური წყლის სიახლოვეს შენდება. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი პოპულარობა. დიდი და მცირე ზომის ფირმები ხშირად იყენებენ დასვენების ასეთ ფორმას თავისი პერსონალისთვის, რაც კორპორატიული კულტურის შემადგენელ ნაწილად იქცა.

იაპონიაში სტუმრობის ერთ-ერთი საუკეთესო დრო გაზაფხულია, როდესაც საკურა ყვავის. ყვავილებით ტკბობას ჰანამი ეწოდება და იგი ტრადიციული დღესასწაულია იაპონელებისთვის, რომელიც სათავეს VIII საუკუნიდან იღებს. საკურას ყვავილობა ერთი კვირა გრძელდება. ეს არის ყველაზე ლამაზი სანახაობა გაზაფხულზე. წარმოიდგინეთ, უამრავი ვარდისფერი ყვავილოვანი ხე, უმშვენიერესი ბაღები. ნებისმიერი ადამიანი დატკბება ამ სილამაზის ყურებით. საკურა მარტო ვარდისფერი არ არის. ის სხვადასხვა დროსა და ადგილას სხვა ფრად ყვავილობს. გვხვდება ასევე თეთრი ფერის საკურა. თუმცა იაპონიის ბაღებში ძირითადად ვარდისფერი საკურაა გავრცელებული. ტურისტები ამ ხეებს უფრო მეტ სურათს უღებენ, ვიდრე თავიანთ თავებს. ტურისტებისთვის ასევე საინტერესოა იაპონელების ტრადიციული ჩაცმულობის (კიმონო, გეტა-ქოშები), სტუმრის მომსახურების (გეიშა), სამზარეულოს (ზღვის პროდუქტები, სუში, საკე), ყვავილების გაზრდისა (ბონსაი) და გაფორმების (იკებანა) კულტურა, რომელიც ხელოვნებამდეა აყვანილი.

ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც ყველა დიდი სიხარულით ელის.თითოეულ ქვეყანას თავისი ტრადიციები აქვს.არც იაპონიაა გამონაკლისი. იაპონიაში ახალ წელს შოგაცუ ჰქვია. 1 იანვრიდან 3 იანვრის ჩათვლით არავინ მუშაობს. ტრადიციაა ტაძარში წასვლა და ლოცვა. 31 დეკემბერის ღამით ბუდისტური ტაძრები ზარის რეკვას იწყებენ, რითაც ხალხს ახალი წლის შემოსვლას ამცნობენ.

ზარს რეკავენ 108-ჯერ. საახალწლო კონცერტებზე ყველასთვის საყვარელი ჯგუფები იკრიბებიან და ყველა დროის პოპულარულ ჰიტებს ასრულებენ. კონცერტი ტარდება ტოკიო-დომში, ოსაკა-დომში და ტოკიო-კიოდოში (თეატრი). ღონისძიება 23:45 იწყება და ერთი საათი გრძელდება. სულ 43 სიმღერა სრულდება და ფუჯი ტვ-ის პირდაპირი ჩართვით ყველას შეუძლია კონცერტის თვალყურის დევნება.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონური კულტურა მნიშვნელოვნად განვითარდა თავისი წარმოშობიდან. თანამედროვე კულტურა აერთიანებს აზიურ, ევროპულ და ჩრდილოეთამერიკულ გავლენას. ტრადიციული იაპონური ხელოვნება მოიცავს ისეთ დარგებს, როგორებიცაა კერამიკის, ტექსტილის, ლაქის, ხმლებისა და თოჯინების დამზადება; ბუნრაკუს, კაბუკის, ნოოს წარმოდგენები, ცეკვა და რაკუგო, ასევე, სხვა ტრადიციები, მაგალითად, ჩაის ცერემონია, იკებანა, საბრძოლო ხელოვნებები, კალიგრაფია, ორიგამი, ონსენი, გეიშა და თამაშები. იაპონიას გააჩნია როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური კულტურული მახასიათებლებისა და ეროვნული საგანძურის დაცვისა და ხელშეწყობის განვითარებული სისტემა.[34] იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის 19 იაპონური ძეგლი, რომელთაგან 15 კულტურული მნიშვნელობისაა.[35]

 

original_coronavirus_20in_20japan-cherry

ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი?  (c)ქეთუ

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

კი ნამყოფი ვარ. 

აი გაზაფხულზე ორი თვე რომ დავიწყებ ჰოკაიდოდან კიუშიუს და ჰონშიუსაც მოვივლი! იაფად და სწრაფად! :fofo:

Edited by cosmia

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
11 minutes წინ, ტირანოზავრიკი said:

ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ და სიკოკუ,

რა სიკოკუ და კიუსიუ :facepalm:

ჰონშიუ კიუშიუ და შიკოკუ 

ვინ წერს ამ სტატიებს :getakva:

სი ბგერა იაპონურში არ არსებობს, არსებობს ში  

ფუჯიამა და არა ფუძიამა (რუსულის გავლენაა)  fუჯი ტოპონიმია, იამა კიდევ მთას ნიშნავს :fofo:

Edited by cosmia

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@cosmia მოყევი რამე. 

როგორ მოხვდი? ვიზაზე ბევრი გაწვალეს?

ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი?  (c)ქეთუ

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, ტირანოზავრიკი said:

@cosmia მოყევი რამე. 

როგორ მოხვდი? ვიზაზე ბევრი გაწვალეს?

არ მჭირდება მე ვიზა :love:

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, cosmia said:

არ მჭირდება მე ვიზა :love:

 

:gogo-07:

ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი?  (c)ქეთუ

Share on other sites

  • ფორუმელი

 

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share