Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი
1 საათის წინ, mikheil said:

მიშას რეიტინგმა მართლა აიწია და ყველგან სადაც შევსწრებივარ პოლიტიკაზე საუბარს, ნეტა მიშა ჩამოვიდეს და დატ.ყნას გოჭებივით ქოცებიო.

ეს, არსად მომისმენია.

 

1 საათის წინ, mikheil said:

დასკვნა: ავადმყოფი ერი ვართ.

ერი ხვდება რომ მიუხედავად ავადმყოფობისა, ნაცები ექიმად ვერ ივარგებენ!....

...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა

Share on other sites

  • ფორუმელი
13 საათის წინ, Laki said:
14 საათის წინ, mikheil said:

დასკვნა: ავადმყოფი ერი ვართ.

ერი ხვდება რომ მიუხედავად ავადმყოფობისა, ნაცები ექიმად ვერ ივარგებენ!....

ხოო... ეკუნა, ამირანა, პაატა და სხვა ქოც ჯანდაცვის მუშაკები რეკორდებს ხსნიან. ევროპას ვაღლევებთ. მეტი რა ქნას ქოცნებამ.

რამდენი წლის ხარ? გახსოვს რა ქვეყანა ჩაიბარა მიშამ? დღევანდელი სიტუაცია მილიონჯერ ჯობია მაშინდელს. 

დენი რომ მოდიოდა ათასში ერთხელ, ველურებივით ყვიროდნენ გრუზინები ურააა დენი მოვიდაო. გზას ვერ იპოვნიდი ასფალტიანს, კომუნისტების დაგებული და უკვე გაფუჭებულის გარდა. პენსია 7 ლარი. თან იყინებოდა. ჯარი ტილიანი და ჩუსტებიანი, გაიშნიკები ტეკებზე და აღარ მინდა ჩამოთვლა. მიშამ კი სახელმწიფო შექმნა.

ავადმყოფი ერი ვართ! ჯობია დაასრულოს საქართველომ არსებობა. მივუერთდეთ რუსეთს და მორჩა.

Share on other sites

  • ფორუმელი

@mikheil

დავიღალე, ამ "ხომ ამოგიყვანეთ ორმოდან" ძახილით. ედიკას გადაყირავება ხალხის შეკვეთა იყო, ახლა კი მაგ შეკვეთას ვერსად ვხედავ/ვამჩნევ.

რუთაველზე მოღრიალე მარტიშკებსი არ მჯერა.

პ და ს

ნაცებმა რაც გააკეთეს, ერთიანად ჩაყარეს წყალში, აგვისტოს ომის შედეგიდან გამოდინარე. ასე რომ, წესით ნამუსი რომ ჰქონდეთ, წესით უნდა "მიეყენებიათ", მაგრამ, ქართველი პოლიტიკანი და ნამუსი-ნონსენსია :დდ

ხო

ქოცების ამომრჩეველი არ ვარ , ასაკიც იმხელა მაქვს რომ, გაგიკვირდება ;)

 

 

...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა

Share on other sites

  • ფორუმელი

ესღა გვაკლდა ;(

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

6 აპრილს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელის პრესსპიკერმა ნაბილა მასრალიმ ილაპარაკა საქართველოში ევროკავშირის საშუამავლო მისიაზეც.

 

„31 მარტს დასრულდა [ევროპული საბჭოს] პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის რანგში ბატონი [კრისტიან] დანიელსონის მედიაციის მეორე მისია, რომლის შედეგადაც ვერ მოხერხდა საშინაო პოლიტიკური კრიზისის მოგვარება. არცერთმა მხარემ - არც მმართველმა პარტიამ და არც ოპოზიციურმა პარტიებმა - არ გამოავლინეს პოლიტიკური ნება, შეთანხმებულიყვნენ მათთვის შეთავაზებულ კომპრომისულ წინადადებაზე. როგორც გასულ კვირაში ვახსენეთ რამდენჯერმე, ქართველ ლიდერთა პასუხისმგებლობაა, მიიღონ გამოწვევა და გამონახონ კომპრომისი. ეს კვლავაც ძალაშია. ბატონმა დანიელსონმა ვითარების შესახებ მოახსენა პრეზიდენტ მიშელს და ვიცე-პრეზიდენტ ბორელს. ახლა [ევროკავშირის] შიგნით იმსჯელებენ შემდეგი ნაბიჯების შესახებ“, განაცხადა მასრალიმ.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, საქართველოს საკითხის განხილვა დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც 19 აპრილს გაიმართება.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

საერთაშორისო პარტნიორები ცდილობენ მაქსიმალურად, რომ ისეთი დოკუმენტი შეიმუშაონ, რაზეც ბიძინა ივანიშვილი არ გაგიჟდება, არ გადაირევა, ხელს მოაწერს და შემდეგ განახორციელებს იმ ნაბიჯებს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის და ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. :crazy:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
8 საათის წინ, Moor said:

თინა ბოკუჩავა

მე/ჩვენ ჭკვიანები ვართო, ხომ? :gigi:

...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა

Share on other sites

  • ფორუმელი

ვეჭვობ, რომ იმ ეტაპზე ვართ, როცა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება სერიოზულად იქნებოდა აღქმული მინიმუმ, ევროპული პარლამენტის მხრიდან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა.

„ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის საპასუხოდ, რამდენად რეალისტურად აფასებენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობის მისწრაფებას, რომ ქვეყანამ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე შეიტანოს განაცხადი, ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ წევრობამდე ძალიან შორია.

„ეს განცხადებები ალბათ, მმართველი პარტიის მიერ იმის არცოდნას უკავშირდება, თუ რას ველით მათგან. ვისურვებდი, ბევრად ახლოს ვიყოთ. მაგრამ ქვეყანაში რამდენიმე ცნობილ ადამიანთან საუბრიდან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ გულწრფელად, საქართველო წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ - ეს ჩემი შთაბეჭდილება იყო. მას შემდეგ, რაც საქართველოს ბევრჯერ ვეწვიე, შთაბეჭდილება მრჩება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვალა: ნათელი არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესი მთავრობაში და პარლამენტში, ბევრი სტრუქტურა აღარაა ისეთი გამჭვირვალე, როგორც ადრე იყო. ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის იმის აღქმა და კონცეფცია, თუ როგორ უნდა იქნას ეს მიზანი მიღწეული. განსაკუთრებით, როდესაც ყველაზე პრო-ევროპულ, პრო-ტრანსატლანტიკურ ფიგურებს საპასუხისმგებლო პოზიციებიდან აგდებ, ძალიან ძნელია იმის აღიარება, რომ ამის მიღწევა შენთვის სერიოზული მიზანი ან საკითხია. ვგულისხმობ, რომ ძალიან მომწონდა ბრიუსელში თქვენი ყოფილი ელჩი, ნატალი (საბანაძე) - მან სწორად დაწერა, რომ ევროკავშირის მიმართ მისწრაფებაზე საუბარი საკმარისი არ არის. ვგულისხმობ, რომ ამასთანავე, გარკვეული ქმედებებიც უნდა განახორციელო. ჩემი გადმოსახედიდან, რაც გვაკლია, ეს ყველაზე ცოტა, რეალური მოქმედებაა.

ვნახეთ ძალიან ბევრი წინააღმდეგობრივი განცხადებები „ქართული ოცნების“ და მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, ბევრი როტაციაა სამინისტროების კუთხით, ადამიანები მოდიან და მიდიან, შესაბამისად, საქართველოს დიდი პარტიიდან რეალურად ვერ ხედავ სტრატეგიას, თუ როგორ უნდა იქნას ეს მიზანი მიღწეული.

შესაბამისად, როგორც აღვნიშნე, ყველას გვაქვს სურვილი, რომ საქართველო სხვა მიმართულებაზე დამდგარი გვენახა, მაგრამ ამჟამინდელი მდგომარეობით, ძალაუფლების და პასუხისმგებლობის განაწილების მზაობით, და ა.შ. უნდა ვთქვა, მაქვს ჩემი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ეტაპზე ვართ, როცა წევრობაზე განაცხადის გაკეთება სერიოზულად იქნებოდა აღქმული მინიმუმ, ევროპული პარლამენტის მხრიდან. მაგრამ ეს ჩემი ძალიან პირადი შეფასებაა“, - აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share