Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • მოდერატორი
5 minutes წინ, Moor said:

რა უცნაური სიაა :scratch_one-s_head:

კი, ერთი შეხედვით, თორე პრიბალტები ჩვენთვის გასაგებ ენაზე დაგველაპარაკებიან, ნარავენ, პოლონელები >> ცოტა მაღლიდან, შვედეთს, როგორც აღმ. პარტნიორობის ერთ-ერთ აქტიურ საფორთს თავისი პასუხისმგებლობა აქვს და ბაყაყეთი იასნა ახლა.

უბრალოდ, ასე ერთბაშად მოზღვავება ცოტა ისეთია რა, შინაგანი შფოთების თრიგერი :შ

Share on other sites

  • ფორუმელი

“დენიელსონის მოდერაციით გამართულ დიალოგზე ჩვენ მკაფიოდ ვთვქით, რომ მმართველი გუნდი, “ქართული ოცნება“ პრინციპულად მზად არის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწეროს და დიალოგი პოზიტიურად დავასრულოთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენი მზადყოფნა არსებობს! იმედი მაქვს, ოპოზიცია საკუთარ პასუხებს და დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს და გარკვეულ ნაწილში გადააფასებს. სახეზეა საზოგადოებრივი აზრის კვლევები, რომლის მიხედვით, საზოგადოების დიდი ნაწილი ბოიკოტს მხარს არ უჭერს. ქვეყანაშიც სახეზეა ის საჭიროებები, რასაც პოლიტიკურმა სისტემამ უნდა უპასუხოს. ეს არის ეკონომიკის აღდგენის საჭიროება, სიღარიბის შემცირება, სამუშაო ადგილების შექმნის საჭიროება, პანდემიის და ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად მართვა და ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგის განუხრელად განხორციელება, რაშიც მთელი პოლიტიკური სისტემის როლი არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

სენიორ მურ ჩვენს ნაცნობ დენიელსონს მოყავს 6 ევროპელი მინისტრი ??? თუ თავისი ხოდიტ მოდიან ???

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

6 საათის წინ, Moor said:

 ეს მინისტრები იქნებიან ბალტიის ქვეყნის მინისტრები - ესტონეთი, ლატვია-ლიეტუვა, ასევე შევედეთი, პოლონეთი და საფრანგეთი. 

 

გერმანიამ რატო დაგვიკიდა :boli:

Share on other sites

  • ფორუმელი
55 minutes წინ, kvipriane said:

სენიორ მურ ჩვენს ნაცნობ დენიელსონს მოყავს 6 ევროპელი მინისტრი ??? თუ თავისი ხოდიტ მოდიან ???

არ ვიცი, არ მგონია  

 

 
Share on other sites

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემები მთელი მთავრობისა და პარლამენტის სრული შემადგენლობით მუშაობას მოითხოვს. ელჩმა მედიისათვის მიცემულ კომენტარში პოლიტიკური კრიზისის დროულად გადაჭრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და გამოთქვა იმედი, რომ პარტიები შეთანხმებისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს კომპრომისის საფუძველზე მიიღებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ეს კრიზისი გადაჭრან. საზოგადოებისგან გვესმის, რომ იგი ელოდება კრიზისის გადაჭრას რაც შეიძლება სწრაფად და მალე, რათა პარლამენტის არჩეულმა წევრებმა მუშაობა დაიწყონ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ეს გამოწვევებია კოვიდი, ეკონომიკა, ცვალებადი რეგიონული დინამიკა. ეს გამოწვევები, საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მოითხოვს მთელი მთავრობისა და მთელი პარლამენტის მუშაობას.

პარტიები ერთმანეთთან მოლაპარაკებებს განაგრძობენ, გვინდა, რომ ეს შესაძლებელი იყოს ფასილიტაციით და დიალოგის გაგრძელებით. მე მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე და კომპრომისების საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რაც შეთანხმებისთვისაა საჭირო“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

Share on other sites

  • ფორუმელი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილის განცხადებით, მომავალ კვირაში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სავარაუდოდ საქართველოზე იმსჯელებენ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ევროპელმა და ამერიკელმა დიპლომატებმა, კიდევ ერთხელ შეხვდნენ პოლიტიკურ მხარეებს საქართველოში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თვის ბოლოს საქართველოში ევროკავშირის წევრი 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტთან დაკავშირებით. მათი თქმით, მინისტრების ვიზიტზე საგარეო უწყებას ოფიციალური შეტყობინება ამ დრომდე არ მიუღია.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე, რომელიც დიდი ხანია, დაიგეგემა რეგიონული ტურნეს ფარგლებში და ლიეტუველი მინისტრი საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, მოლაპარაკების პუნქტებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია უცვლელია.

„მომავალ კვირაში ევროპის საგარეო მინისტრების საბჭო სავარაუდოდ იმსჯელებს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე და შესაბამისად, ვფიქრობ, მათთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ, სად არის პროცესი დღეს, ანუ არსებობს თუ არა რაიმე პროგრესის შანსი და შესაბამისად, გაგრძელდება თუ არა ევროკავშირის მედიაცია. ვფიქრობ, ეს არის მიზეზი, რატომაც გადაწყვიტეს ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა კოლეგებმა, რომ გააგრძელონ მხარეების პოზიციების მოსინჯვა. ჯერჯერობით არ ვიცით, როდის გაიმართება შემდეგი რაუნდი. ჩვენი პოზიცია ცნობილია, რომ მიშელის მიერ განსაზღვრული ხუთივე საკითხი უნდა აისახოს შესაძლო შეთანხმების ტექსტში, ამიტომ მე ვფიქრობ, ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვისაც გასაგებია, რომ, თუ ეს ასე ვერ მოხდება და მკაფიო ხედვა არ იქნება პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემაზე, ჩვენ პროგრესს ვერ მივაღწევთ. ვფიქრობ, ყველა პარტიას ინდივიდუალურად შეხვდებიან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ერ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მათი პარტია ყოველდღიურ კომუნიკაციაშია ელჩებთან.

"ზუსტად ელჩების მზაობაა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მტკიცე პოზიცია, მოლაპარაკებების განახლების შემთხვევაში ისინი აუცილებლად ჩაერთვებიან, რაც გვაძლევს საფუძველს, რომ მოლაპარაკებები შედგება და წარმატებით დასრულდება. ფორმატი ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული. ეს იქნება დანიელსონის ფორმატი თუ საგარეო საქმეთა მინისტრების ფორმატი და სავარაუდოდ რა თარიღებში მოხდება, სავარაუდოდ ამ კვირაში, კვირის ბოლომდე გამოიკვეთება. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამი პუნქტის ნაცვლად, ხუთივე პუნქტი იქნება ამ დოკუმენტში და ამის მზაობა არის მათ შორის მედიატორების მხრიდან“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

თბილისის საქალაქო სასამართლოს 13 აპრილის გადაწყვეტილებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია წინასწარ პატიმრობაში დარჩა. შემდეგი სასამართლო სხდომა 29 აპრილს გაიმართება.

სამართალდამცველებმა ნიკა მელია 23 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის ხელახლა არჩევიდან რამდენიმე საათში დააკავა. გამოძიება მელიას 2019 წლის 20-21 ივინისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გაზრდილი გირაოს გადაუხდელობას ედავება.

პროკურატურამ ნიკა მელიას 40 000 ლარით მას შემდეგ გაუზარდა, რაც ამ უკანასკნელბა 1 ნოემბერს „გაყალბებული“ არჩევნების წინააღმდეგ გამათულ აქციაზე ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური პროტესტის ნიშნად მოიხსნა და გადააგდო. ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე 30 000 ლარიანი გირაო უკვე გადახდილი აქვს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დაკავებას წინ 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომა უძღვოდა, რომელმაც წასვლის მიზეზად მელიას დაკავებაზე თანაგუნდელებთან უთანხმოება დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ევროკავშირის მედიაციით ორჯერ ჩავარდნილი მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.

გაგრძელება იქნება…

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   273 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 272 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(1)