Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი
21 minutes წინ, Global said:

მიშამ შევრიგდეთო

 სპყ დღეს თქვა რამე?

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Global said:

მიშამ შევრიგდეთო

თუ შერიგდებიან მიშა გაძლიერდება ამიტ, ესენი წააგებენ საბოლოო ჯამში , - ამიტომ მიშა არაფერს დაკარგავს ამით ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

შესვლა-არშესვლა საკითხავი აი ეს არის . . . 

 

ახლა რაც დროზე შევლენ, მით უკეთესი ოპოსთვის . . .  ქვეყნისთვისაც!

თუ არ შევლენ და წეიღო მაგათი ხმები ელისამ . . .  ელისამ როგორ აჯობა ყველას ჭკუით!

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

როგორც კობახიძე ამბობს, ნიკა მელიას დაპატიმრების ოპერაციის დროის შესახებ 17 თებერვლის 17:00 საათამდე იმდროინდელი პრემიერის გიორგი გახარიას პოზიცია ზუსტად იდენტური იმისა, რაც ჰქონდათ „ქართული ოცნების" გუნდის სხვა წევრებს. „სამწუხაროდ, რატომღაც 5 საათზე ეს პოზიცია შეიცვალა", - აღნიშნა კობახიძემ.

საქმე ისაა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ განჩინება 17 თებერვალს, დაახლოებით, 22:20-ზე, გამოაცხადა. მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას კი კობახიძის განცხადების თანახმად, 17 თებერვალს, 17:00 საათამდე, შეჯერებული ჰქონდა პოზიცია მელიას დაპატიმრების ოპერაციის შესახებ. მათ მხოლოდ 17:00 საათზე შეიტყვეს, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრების ორი დღით გადავადებას მოითხოვდა პრემიერ-მინისტრი.

არგუმენტი იყო ის, რომ თითქოს ნაკლები იქნებოდა ადამიანების კონცენტრაცია ორი დღის შემდეგ, მაშინ, როდესაც ჩვენ ლოგიკურად ვმსჯელობდით იმაზე, რომ პირიქით, კონცენტრაცია გაიზრდებოდა და ასეც მოხდა", - თქვა ირაკლი კობახიძემ და დაამატა, - „ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ადვილად გასააზრებელი იყო ოპერაციის შინაარსი, მარტივად შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ყოველგვარი განსაკუთრებული გართულების გარეშე დასრულდებოდა ეს ოპერაცია".

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
14 საათის წინ, ASIA said:

შესვლა-არშესვლა საკითხავი აი ეს არის . . . 

 

ახლა რაც დროზე შევლენ, მით უკეთესი ოპოსთვის . . .  ქვეყნისთვისაც!

თუ არ შევლენ და წეიღო მაგათი ხმები ელისამ . . .  ელისამ როგორ აჯობა ყველას ჭკუით!

 

 

ცხვირას აქაც თუ ჰყავდა ფანები არ მეგონა

Share on other sites

Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, Global said:

ცხვირას აქაც თუ ჰყავდა ფანები არ მეგონა

ფანი არა ნიახური ...

მეტი საქმე არ მაქ ამ ტინგიცა პოლიტიკოსების ფანი ვიყო . . . ვერცერთს ეგეთ პატივს ვერ დავდებ!

 

რომ მოუწიოთ შესვლა ასეც გამოვა, თუ არ მოუწიათ შესვლა, მაშინ ოპომ აჯობა ჭკუით და ეგ არი . . . 

 

და თუ შესვლა უწევთ და იციან რომ უწევთ, რაც დროზე, მით უკეთესი მათთვის, აბა ხალხს მგონი მთელი პო-ოპო მობეზრებული გვყავს  ...

 

Edited by ASIA
Share on other sites

  • ფორუმელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხებში, ქრისტიან დანიელსონმა ცალკე შეხვედრები გამართა „ქართული ოცნების“, გაერთიანებული ოპოზიციის, ასევე იმ დანარჩენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, რომელთაც 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახეს.

მმართველის პარტიის ლიდერებმა მოლაპარაკებების დეტალებზე კომენტარი არ გააკეთეს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებს – რიგგარეშე არჩევნებს და სავარაუდო პოლიტპატიმრების გათავისუფლებას – მმართველი პარტია კომპრომისის წინაპირობად არ განიხილავს.

ოპოზიციის ლიდერებმა საკუთარი მოლოდინების შესახებ ისაუბრეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მათ გააჩნიათ „პოლიტიკური ნება“, რომ მედიაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრების თემა უნდა ამოიწუროს… და ეს მოითხოვს იმას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენს პარტიას წარმოადგენდეს ნიკა მელია“, – განაცხადა მან.

დღეს, დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ „ხვალ საღამოს ჩვენ გვეცოდინება ქართულ ოცნებას უნდა მოლაპარაკებები, თუ მოლაპარაკებობანას თამაში“.

„კვირის საღამოს, ორშაბათს გამთენია ჩვენ გვექნება უფრო ნათელი სურათი შეთანხმების გზით მივდივართ, თუ შეუთანხმებლობის გზით“, – დასძინა ვაშაძემ.

გუშინ ევროკავშირის წარმომადგენელი ასევე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მან ცალკე კონსულტაციები გამართა ირაკლი კობახიძესთან, არჩილ თალაკვაძესთან და კახა კუჭავასთან ქართული ოცნებიდან, ასევე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებთან – სალომე სამადაშვილთან, ხათუნა სამნიძესთან და აკაკი მინაშვილთან.

დღეს მან შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ – ევროპული საქართველოს ლიდერები დავით ბაქრაძე და გიგა ბოკერია; სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე; ლელო საქართველოსთვის ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე; ზურაბ ჯაფარიძე პარტიიდად გირჩი – მეტი თავისუფლება და ვახტანგ მეგრელიშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრიდან – გირჩი. კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა ლეიბორისტული პარტიის ლიდერთან შალვა ნათელაშვილთან, მოქალაქეების წევრ ლევან იოსელიანთან და გოჩა თევდორაძესთან პატრიოტთა ალიანსიდან.

წინაისტორია

ქრისტიან დანიელსონს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის მანდატი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მიანიჭა, რომელიც, თავის მხრივ, 1 მარტს მხარეებს შორის განახლებულ მოლაპარაკებას უწევდა მედიაციას. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებებში ევროკავშირის შუამავლობის ინიციატივა, თებერვალში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას მოჰყვა. ნიკა მელია პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის არჩევიდან მეორე დღესვე დააპატიმრეს. ღარიბაშვილმა თანამდებობაზე გიორგი გახარია შეცვალა, რომელიც მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან არსებული უთანხმოების გამო გადადგა.

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი 2020 წლის არჩევნების „მასობრივი გაყალბების“ გამო მის შედეგებს არ ცნობს და ახალ პარლამენტს 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 54 კვლავაც ბოიკოტს უცხადებს.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
18 საათის წინ, Moor said:

საქმე ისაა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ განჩინება 17 თებერვალს, დაახლოებით, 22:20-ზე, გამოაცხადა. მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას კი კობახიძის განცხადების თანახმად, 17 თებერვალს, 17:00 საათამდე, შეჯერებული ჰქონდა პოზიცია მელიას დაპატიმრების ოპერაციის შესახებ. მათ მხოლოდ 17:00 საათზე შეიტყვეს, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრების ორი დღით გადავადებას მოითხოვდა პრემიერ-მინისტრი.

ამის მერე კიდევ ნაგლად ამტკიცებენ რომ სასამართლოზე არ ვახდენთ ზემოქმედებასო ... და თან ამათ გონიათ რომ ვინმეს ჯერავს ???

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share