Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
6 საათის წინ, ASIA said:

მართლა გჯერათ იმის, რაც დაწერეთ????

მოყვასში საერთოდაც სხვა რამე იგულისხმება და არა თანამემამულე . . .

მოდით ვნახოთ რას გულისხმობს უფალი მოყვასში და რას მოითხოვს იგი ჩვნეგან მოყვასის სიყვარულისა გამო 

- " იყვარებოდეთ ურთიერთარს, ვითაარცა მე თქვენ შეგიყვარეთო ..." - ასე გვეუბნება 

და საინტერესოა როგორ შეგვიყვარა მან ჩვენ ?, - საერთოდაც არაფერში რომ არ ჭირდებოდა, ჯერ სიკეთეში შეგვქმნა, მერე როდესაც განვუდექით შანსი მაინც დაგვიტოვა, და როდესაც უკვე საფრთხე დაგვემუქრა, ჩამოვიდა, სრულად ჩვენნაირი ადამიანის ბუნებით და ჩვენს გადასარჩენად მოკვდა, - ანუ, ხედავთ,  სიყვარული - თურმე თავგანწირვის გარეშე არ არსებულა, ასე გამოდის და ამას გვეუბნება რომ, მოყვასის გულისათვის თავგანწირულები ნეტარნი ხართო ... ჩემთვის მოყვასია ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი მეგობარი, ჩემი ახლობელი, ნათესავი, ... და თქვენ ყველანი განა ჩემი მოყვასნი არ ხართ ??? ვსხედვართ აქ, ვმსჯელობთ, ყოველ ჩვენგანს უკეთესი გვინდა ჩვენი ქვეყნისათვის და ეს გვაღელვებს და გვანერვიულებს, - ამ საკითხში ერთმანეთის თანახმანი ანუ მოყვასნი ხომ ვართ ??? ეხლა კი წარმოიდგინეთ , მოდის მტერი, რომელმაც უნდა გამითელოს, მომიკლას, შემიგინოს ის რაც ზემოთ ჩამოვთვალე და რასაც მოყვასი ქვია, მე რათქმაუნდა ვეწინააღმდეგები მას, რათქმაუნდა ვიარაღდები მის შესაჩერებლად და თუ ბრძოლამდე მიდგა საქმე ვკლავ კიდეც მას (თუმცა მეც შეიძლება იქ მოვკვდე), მაგრამ არა მტრის სიძულვილის გამო, არამედ იმიტომ რომ მიყვარს ის ვინც ამ მტერმა უნდა გამითელოს, შემიგინოს და მომიკლას, - ანუ ჩემი წინააღმდეგობა სიყვარულიდან იწყება,, მოყვასის სიყვარულიდან და რის პასუხადაც ეგ დავწერე სენიორა ასია, იმას ზუსტად მიესადაგემა ჩემო კეთილო ქალბატონო, ...

გაგახსენებთ იოანე ოქროპირის სიტყვებს : სამგვარი მტერი ყავსო ადამიანს, - პირველი ესაა შენი პირადი მტერი, რომელიც უნდა გიყვარდეს და რომელსაც უნდა აპატიოო, მეორე - ესაა შენი ქვეყნის მტერი, რომელიც არ უნდა გძულდეს, მაგრამ წინ უნდა აღუდგეო, და მესამე -ესაა ღვთის მტერი რომელიც უნდა გძულდესო (მესამე ადამიანზე არაა ნათქვანი) ...

ხოლო რაც შეეხება სასუფევლის , ნეტარების, და საერთოდ იმქვეყნიურის არსებობის საკითხებს, - ეს რწმენის საკითხია ... 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
7 საათის წინ, Say_or said:

ეს მუშაობს იქ, სადაც ძლიერი სოციალური და ეროვნული ორგანიზებულობაა სენიორ, იმჰო, რა თქმა უნდა.

ჩვენთან არც ერთია, არც მეორე და დაიყვანება ინდივიდუალურ თავგანწირვამდე,

რომელიც ვერ დებს იმ შედეგს, რაც უნდა დაიდოს. 

მაშინ ასეთ კითხვაზე გამეცით პასუხი სენიორ :

- მადლობა ღმერთს რომ ასეთი რამის შემსწრენი არ გაგვხადა, მაგრამ 2008-ში ლოთები რომ თბილისზე წამოსულიყვნენ, როგორ ფიქრობთ ფიანდაზებით და "ხლებ და სოლიით" დავხვდებოდით ან გავიქცეოდით და მივატოვებდით ქალაქს ??? თუკი თავგანწირვა ინდივიდუალურობამდე დაიყვანება, რომელიც ვერაფრის დამდებია, ესეიგი უნდა გავქცეულიყავით ??? ეს იქნებოდა სწორი ინდივიდუალურა ასპექტში ??? (არა და სულ რაღაც 12 წლის წინ იყო)

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

58 minutes წინ, kvipriane said:

ხოლო რაც შეეხება სასუფევლის , ნეტარების, და საერთოდ იმქვეყნიურის არსებობის საკითხებს, - ეს რწმენის საკითხია ... 

ამაში გეთანხმებითრასაკვირველია

მაგრამ მოყვასი ქრისტიანისთვის არის ქრისტიანი ...

1 საათის წინ, kvipriane said:

ხედავთ,  სიყვარული - თურმე თავგანწირვის გარეშე არ არსებულა,

დიახ, მაგრამ თავგანწირვა რწმენისთვის - იმჰო! და არა მიწიერი რამეებისთვის, მათ შორის არც სამშობლოსთვის სიკვდილი არ უნდა იყოს იდეაფიქსი, თორემ სამშობლო დასაცავია რასაკვირვრლია, იმიტომ რომ მოგვაბარეს "ზემოდან"! ესეც იმჰო!

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
26 minutes წინ, ASIA said:

დიახ, მაგრამ თავგანწირვა რწმენისთვის - იმჰო! და არა მიწიერი რამეებისთვის, მათ შორის არც სამშობლოსთვის სიკვდილი არ უნდა იყოს იდეაფიქსი, თორემ სამშობლო დასაცავია რასაკვირვრლია, იმიტომ რომ მოგვაბარეს "ზემოდან"! ესეც იმჰო!

გააჩნია რას ეძახით თქვენ სამშობლოს 

ჩემთვის სამშობლო არის ის ვისი მოქალაქეც ვარ აწმყოში და უნდა გავხდე მომავალში - ერთობლივად , ერთმანეთის გარეშე არ არსებობს ... ცოტა გრძელი თემაა ... მოყვასის შესახებ უკვე ავხსენი, დავამატებ მხოლოდ, რომ ჩემს მეზობლად რომ აზერი ცხოვრობს დაურთიერტობა მაქვს ყოველდღე (ვთქვათ) ისიც მოყვასია თქვენ წარმოიდგინეთ ;) უნდა მას თუ არ უნდა, იგიც ღვთის ქმნილებაა ჩემსავით, სულიწმიდის განმანათლებელი ძალა მასზეც გადმოდის (არა მაცხოვნებელი მადლი), - მასაც სცივა ჩემსავით, შია, სწყურია და მტერი მის ოჯახსაც ისევე ემუქრება როგორც ჩემსას ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Posted (შესწორებული)
35 minutes წინ, kvipriane said:

გააჩნია რას ეძახით თქვენ სამშობლოს 

ჩემთვის სამშობლო არის ის ვისი მოქალაქეც ვარ აწმყოში და უნდა გავხდე მომავალში - ერთობლივად , ერთმანეთის გარეშე არ არსებობს ... ცოტა გრძელი თემაა ... მოყვასის შესახებ უკვე ავხსენი, დავამატებ მხოლოდ, რომ ჩემს მეზობლად რომ აზერი ცხოვრობს დაურთიერტობა მაქვს ყოველდღე (ვთქვათ) ისიც მოყვასია თქვენ წარმოიდგინეთ ;) უნდა მას თუ არ უნდა, იგიც ღვთის ქმნილებაა ჩემსავით, სულიწმიდის განმანათლებელი ძალა მასზეც გადმოდის (არა მაცხოვნებელი მადლი), - მასაც სცივა ჩემსავით, შია, სწყურია და მტერი მის ოჯახსაც ისევე ემუქრება როგორც ჩემსას ...

სხვადასხვანაირად გვესმის როგორც ჩანს სენიორ!

ერთერთი ჩვენგანი ცდება  . . .:*

 

Edited by ASIA
Share on other sites

  • ფორუმელი
8 საათის წინ, ASIA said:

სხვადასხვანაირად გვესმის როგორც ჩანს სენიორ!

ერთერთი ჩვენგანი ცდება  . . .

მართლმადიდებლებს სხვადასხვაგვარად რომ გვესმის და  -"არღარა არს ვინა განმარტებაი მოგვცის" , ამაშია საქმე ... მივხვდი სადაც ბრკოლდებით ...

სენიორა, მართლმადიდებლრი სწავლების თანახმად, სულიწმიდის განმანათლებელი ძალა გადმოდის ნებისმიერი ადამიანისათვის , რადგან ჩვენ ყველანი (გვინდა ეს ჩვენ თუ არ გვინდა!) ვართ ღვთის ქმნილებანი, შექმნილი მის ხატად (მზგავსები ჩვენი ღვაწლით უნდა ვიქცეთ) , მაგრამ სულიწმიდის განმანათლებელ ძალას ყველა არ იღებს ხომ ???  ... რაც შეეხება მადლს - ეს მხოლოდ მასზე გადმოდის ვისაც სწამს და რწმენით ცხოვრობს (ანუ რწმენიდან გამომდინარე საქმეები გააჩნია, რამეთუ - "საქმენი რწმენის გარეშე მკუდარ არიან" ... ) 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

დავით ზალკალიანი - შარლ მიშელის ვიზიტი ცალსახა დადასტურებაა, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, როგორც უმნიშვნელოვანეს პარტნიორს რეგიონში

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.

მისი შეფასებით, შარლ მიშელის ვიზიტი ასევე ცალსახა დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, როგორც მის უმნიშვნელოვანეს პარტნიორს რეგიონში.

"აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც სულ რამდენიმე კვირის წინ შედგა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის ვიზიტი მოსკოვში, სადაც ასევე განიხილეს რეგიონში შექმნილი ვითარება, მათ შორის საქართველო-რუსეთის კონფლიქტი", - აღნიშნა ზალკალიანმა .

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სწორედ იმ ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რაც საქართველოს და რეგიონს გააჩნია; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებსა და სხვა პროვოკაციულ ქმედებებზე.

მისივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელი ასევე საოკუპაციო ხაზის მონახულებას გეგმავს.

"ყურადღება გამახვილდება, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, ასევე ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ევროკავშირის ჩართულობის გაზრდაზე, რასაც დამატებითი მნიშვნელობა აქვს სწორედ რეგიონში შექმნილი ახალი რეალობის და გარემოებების გათვალისწინებით. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზს მოინახულებს",- აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები; აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა და მიმდინარე წელს დაგეგმილი სამიტისთვის მზადების საკითხები.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, საქართველო აქტიურად მუშაობს სამიტზე ასოცირებული პარტნიორებისთვის მეტი ხელშესახები შედეგების მიღწევისთვის და გაზიარებული აქვს როგორც ევროკავშირისთვის, ასევე პარტნიორი ქვეყნებისთვის საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები.

"ბუნებრივია, საუბარი შეეხება პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას. მოგეხსენებათ, ევროკავშირმა საქართველოს აღმოუჩინა უმნიშვნელოვანესი დახმარება როგორც უშუალოდ კოვიდ-19-ის შეკავების, ისე მისგან მომდინარე სოციალ-ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა და სოლიდარობა ზოგადად ვაქცინების თანაბარი გადანაწილების პროცესში და ევროკავშირის მხარდაჭერა ვაქცინების საჭირო რაოდენობის მიღების მიზნით და ეს ვიზიტი ბუნებრივია ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი იქნება ", - განაცხადა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებთან - პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან და პრემიერ-მინისტრთან. უწყების განმარტებით, იგეგმება ასევე შარლ მიშელის შეხვედრა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, შეხვედრებზე საუბარი შეეხება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მისი დაძლევის გზებს.

"საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ ჩარჩოში, დიალოგის რეჟიმში გადატანით. ეს არაერთხელ გაჟღერდა ყველა დონეზე და დიალოგს და პროცესების კონსტრუქციულად განვითარებას ემხრობიან ჩვენი პარტნიორები ევროკავშირიდან",- განაცხადა მან.

ზალკალიანის ინფორმაციით, ეს შარლ მიშველის პირველი ვიზიტია საქართველოში, რომელიც დაიგეგმა საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში განხორციელებული ვიზიტების დროს/საპასუხოდ და წარმოადგენს მნიშვნელოვან გზავნილს საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის მხარდასაჭერად. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებითაც, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ვიზიტი დაიგეგმა სამივე ასოცირებულ ქვეყანაში.

გრიგოლ გეგელია - შარლ მიშელის ვიზიტი უნდა აღვიქვათ, როგორც დემოკრატიის გადარჩენისა და "ქართული ოცნებისაგან დახსნის მისია :crazy:

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share