Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი
14 საათის წინ, Statham said:

ბიძინას მნაგახადოვკებს ვერავინ ამოხსნით 

ეტყობა "მნაგახადოვკებს" - მილიარდების მფლობელი 200 ლიმონის ამარა დარჩა :lol:

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

@kvipriane

რაც დავწერე ის რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობით დავწერე 

თუმცა არც იმას გამოვრიცხავ , მართლა რაღაცა თავს მარხავს ბიძო 

მაგრამ 

1 საათის წინ, kvipriane said:

ეტყობა "მნაგახადოვკებს" - მილიარდების მფლობელი 200 ლიმონის ამარა დარჩა :lol:

ამის თუ მართლა ჯერავს ვინმესი , მალადცი : D 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, Statham said:

ამის თუ მართლა ჯერავს ვინმესი , მალადცი

რა ვიცი, - კი გაიქცა და ფული აღარ მაქვსო მოაძახა თავისიანებს და ნუ დაიჯერებენ ბატონო :)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
36 minutes წინ, Statham said:

არავის არაფერი არ ჯერავს მაგ კაცის და რაღა ეგ დაუჯერეთ ?

თავისიანებზეა საუბარი, - თორე ჩვენ რა უნდა დავუჯეროთ, ჩვენ საერთოდ რაში გვჭირდება ... 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

შტურმი გავიარეთ. ამოვწიოთ ეს თემა

ნიკოლოზ სამხარაძე - ნიკა მელიას დაპატიმრებაზე საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია :crazy: ეს მაგარი ჩიტი გვყოლია

 

 

 

 
Share on other sites

5 minutes წინ, Moor said:

შტურმი გავიარეთ. ამოვწიოთ ეს თემა

ნიკოლოზ სამხარაძე - ნიკა მელიას დაპატიმრებაზე საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია :crazy: ეს მაგარი ჩიტი გვყოლია

მიანმაში საერთოდ სამხედრო გადატრიალება მოხდა მარა ყველას კიდია.

გუშინ კი სახდეპმა საქართველოთი დაიწყო.

 

Share on other sites

  • ფორუმელი

153748118_10222134423443823_288748007901

153748118_10222134423443823_288748007901დავით ფიფია/JAMnews

ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციისა და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ საქართველო საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკისა და პოლიტიკური კრიზისის პიკში აღმოჩნდა.

მელიას დაკავებიდან რამდენიმე საათში ოპოზიციამ თბილისში ხალხმრავალი აქცია გამართა და პერმანენტული ქუჩის პროტესტი დააანონსა.

ოპოზიციას ორი მთავარი მოთხოვნა აქვს – ნიკა მელიას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

“საქართველო არ დაბრუნდება საბჭოთა კავშირში”, – ეწერა მომიტინგეებს ტრანსპარანტებზე. ამით მომიტინგეები სიმბოლურ კავშირს ავლებდნენ იმასთან, რომ მელიას დაკავება 23 თებერვალს მოხდა – ამ დღეს საბჭოთა კავშირში წითელი არმიის დღეს აღნიშნავდნენ.

აქცია არ იყო ერთი რომელიმე პარტიის მიერ ორგანიზებული. მას თითქმის ყველა პარტია, საზოგადოებრივი მოძრაობა, თუ დამოუკიდებელი ლიდერი ესწრებოდა, ვინც დღევანდელ ხელისუფლებას ოპონირებას უწევს.

პარლამენტთან გაიშალა რამდენიმე კარავიც.

153316017_728570251169854_47070218585737დავით ფიფია/JAMnews

მომდევნო აქცია 26 თებერვალს უნდა გაიმართოს. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ იგი უფრო მასშტაბური იქნება, რადგან ხალხს რეგიონებიდანაც ელოდებიან.

151431425_912946852785655_37596781668153დავით ფიფია/JAMnews

უპრეცედენტოდ მწვავე საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, პრემიერმა ღარიბაშვილმა აშკარად შეარბილა ტონი ოპონენტების მიმართ და ოპოზიციას დიალოგი შესთავაზა. თუმცა, მიიღებს თუ არა ამ წინადადებას ოპოზიცია?

ღარიბაშვილის პრემიერობის პირველი დღე

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩატარებული სპეცოპერაცია პირველი გადაწყვეტილება იყო, რომელიც საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ პოსტზე დანიშვნისთანავე მიიღო.

ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრად პარლამენტმა 22 თებერვალს დაამტკიცა მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი გიორგი გახარია ყველასათვის მოულოდნელად 18 თებერვალს გადადგა პრემიერობიდან.

გახარიას გადადგომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მელიას დაკავების გამო “ქართული ოცნების” გუნდის შიგნით წარმოშობილი უთანხმოება იყო: გუნდი გახარიასგან მელიას დაკავებას ითხოვდა, გახარია კი – წინააღმდეგი იყო. პოლიტიკური მიმომხილველები ამბობენ, რომ გახარია გადადგა, რათა საკუთარ თავზე არ აეღო მელიას დაკავების მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობა.

ირაკლი ღარიბაშვილი ერთხელ უკვე ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავრობას – 2013-2015 წლებში. ის ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია და გამოირჩევა მკაცრი და აგრესიული რიტორიკით ოპონენტების მიმართ. ამიტომ, არავის გაკვირვებია, რომ ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობა სწორედ ოპოზიციის დევნით დაიწყო.

ღარიბაშვილი მელიას დაკავების სპეცოპერაციას აფასებს როგორც “კანონის აღსრულებას”, რომლის დროსაც “სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე”.

ოპოზიციურ პარტიაზე იერიში ერთხმად გაამართლეს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც. მაგალითად, პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ და მმართველი გუნდის “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

“დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები, მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნატო ჩხეიძეები, ირაკლი ოქრუაშვილები ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ”, — განაცხადა კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მელიას საქმე

ნიკა მელია ყოფილი მმართველი გუნდის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეა. ეს პარტია საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა, რომელიც ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება, რადგან მასზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და დიდი ალბათობით, ქვეყანაში შემოსვლისთანავე დააკავებენ.

ნიკა მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20 ივნისს, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილვის საქართველოში ვიზიტის გამო პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.

2019 წელს სასამართლომ მელია არ დააკავა. ის 30 ათასი ლარი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს და ხელზე ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს, რომლის ტარების ვალდებულება ჰქონდა, რათა საპართალდამცავებს სცოდნოდათ თუ სად გადაადგილდებოდა იგი.

2020 წლის ნოემბერში, აქციაზე, რომელზეც ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა, მელიამ დემონსტრაციულად, პროტესტის ნიშნად მოიხსნა სამაჯური და მას უსამართლობის სიმბოლო უწოდა.

საპასუხოდ ოპოზიციონერს გირაოს თანხა კიდევ 40 ათასი ლარით გაუზარდეს, რომლის გადახდაზეც მან უარი თქვა. სწორედ გირაოს გადაუხდელობა გახდა ოფიციალური მიზეზი, რის გამოც ნიკა მელიას დაკავების შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე პარლამენტმა მას დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერა.

არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სახალოხო დამცველი და საქართველოს საერთშორისო პარტნიორები მუდმივად მიუთითებდნენ საქმეში არსებულ სამართლებრივ პრობლემებზე და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდნენ.

მელიას დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყანაში საქართველოს მეგობარი ქვეყნის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დიდი მხარდამჭერის, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი იყო ჩამოსული, რომელიც მისი თქმით, ცდილობდა საქართველოს ხელისუფლება დაერწმუნებინა, რომ მელიას დაპატიმრებას უარყოფითი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვებოდა.

______________________________________________________________________________

ევროპელი დეპუტატი: ოპოზიციონერის დაკავებას, შესაძლოა, საქართველოს წინააღმდეგ სანქციები მოჰყვეს

______________________________________________________________________________

იმას, რომ მელიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და საქართველოს საერთშორისო იმიჯს დააზარალებდა, ამბობდა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც, რომლიც სამართლებრივად დაუსაბუთებელს უწოდებს მელიას დაკავებას:

“აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. წინასწარი პატიმრობის გამოყენება ეს არ არის დასჯის ფორმა, ის უნდა გამოვიყენოთ მაშინ, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბრალდებული მიიმალება ან გაანადგურებს მტკიცებულებებს. ასეთი მტკიცებულებები სახალხო დამცველმა ვერ დაინახა,” – აღნიშნა მან.

საერთაშირისო გამოხმაურება

ნიკა მელიას დაკავებას ერთ-ერთი ყველაზე მწვავე რეაქცია მოჰყვა ევროპელი და ამერიკელი დიპლომატებისა და პოლიტიკოსებისგან, რაც ბოლო დროს ყოფილა ზოგადად საქართველოს მისამართით.

უჩვეულოდ მწვავე იყო საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება:

“დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე”, – ვკითხულობთ საელჩოს ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში.

______________________________________________________________________________

● პირველი საერთაშორისო გამოხმაურებები მელიას დაკავებაზე

______________________________________________________________________________

ოფიციალური განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც. სახდეპის პრესმდივანმა ნედ პრაისმა 23 თებერვალს აშშ-ის საგარეო-პოლიტიკურ უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “აშშ ღრმად არის შეშფოთებული ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებითა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებით”.

.@StateDeptSpox Price: The United States is deeply troubled by the arrest of opposition leader Nika Melia and other members of the opposition in Georgia. pic.twitter.com/Qn8IqU5SYw

— Department of State (@StateDept) February 23, 2021

მელიას დაკავებიდან 24 საათში საქართველოს რამდენიმე ათეული ტვიტი, ფეისბუკ-პოსტი თუ განცხადება მიეძღვნა, სადაც ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები, მიმომხილველები, კონგრესმენები, სენატორები, ევროპარლამენტარები ერთსა და იმავე მესიჯს იმეორებდნენ – საქართველოს სვლა ევროატლანტიკური სტქუქტურებისკენ მნიშვნელოვნად შეაფერხა პოლიტიკური ოპონენტის დაკავებამ.

ზოგ განცხადებაში საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველომ განვითარების რუსული და ბელარუსული მოდელი აირჩია, სადაც პოლიტიკურ ოპონენტებს აზრის გამოთქმის გამო დევნიან და აკავებენ.

______________________________________________________________________________

● ნიკა მელიას დაკავება: პირველი რეაქციები ფეისბუკზე

______________________________________________________________________________

რა იქნება შემდეგ? მოლაპარაკებები?

მას შემდეგ, რაც მელიას დაკავებას უპრეცედენტო საერთაშორისო რექცია მოჰყვა, პრემიერმა ღარიბაშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც მოუწოდა ოპოზიციას “გულწრფელი დიალოგისკენ”.

“მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს”.

დიალოგის ტრიბუნად ღარიბაშვილი ასახელებს პარლამენტს, რომელსაც უკვე სამი თვეა ბოიკოტს უცხადებენ ოპოზციონერი დეპუტატები. [ოპოზიცია მიიჩნევს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, ამიტომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უარი თქვეს ამ არჩევნებში მოპოვებულ საპარლამენტო მანდატებზე].

ოპოზიცია არა თუ არა აპირებს საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებას, არამედ მის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად ხელახალი საპარლამენტო არჩევნები რჩება.

“ჩვენი პოზიცია არის ნათელი – ჩვენ არასდროს არ გვითქვამს დიალოგზე უარი, მაგრამ… არსებობს ორი მთავარი საკითხი – პოლიტპატიმრების, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, იმისთვის, რომ ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული პროცესი,” – აღნიშნა ელჩებთან შეხვედრიდან გამოსულმა სალომე სამადაშვილმა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა.

რა იქნება შემდეგ? სანქციები?

პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში მთავარ როლს ოპოზიციაც და ექსპერტებიც სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობაში ხედავენ.

ქვეყანაში მოქმედმა 22-მა ყველაზე გავლენიანმა საერთშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ერთობლივი წერილი, სადაც გმობენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც, მათი შეფასებით, კიდევ უფრო გაამწვავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს.

ისინი ვითარებას ჩიხში შესულად აფასებენ და საერთაშორისო პარტნიორებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ვითარებას უკიდურესად მწვავეს უწოდებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რაზეც პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.

“მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ. ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იქნება ნიკა მელიას გათავისუფლება”, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, მოვლენების ასე განვითარება საქართველოს დასავლეთ პარტნიორებთან დააშორებს და ჩიხში შეიყვანს.

რა ტიპის ზეწოლა შეიძლება მოახდინოს დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლებაზე? განიხილება თუ არა საქციები?

ეს კითხვა დაუსვა „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა, სახელმწიფო დეპარტამენის პრესსპიკერს, ნედ პრაისს. პრესსპიკერმა ორაზროვანი პასუხი გასცა – მან თქვა, რომ ისევე როგორც სხვა ქვეყნების, ასევე საქართველოს შემთხვევაში, პოდიუმიდან გაკეთებული განცხადებები, კულისებს მიღმა უფრო პირდაპირ განხილვაზე მეტყველებს.

ვადამდელი არჩევნები?

პოლიტიკური მიმომხილველი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ 23 თებერვალი გარდამტეხი დღე აღმოჩნდა “ქართული ოცნებისთვის” და ზოგადად ქვეყნისთვის:

“მძიმე დღე იყო საქართველოსთვის, თუმცა ყველა მედალს ორი მხარე აქვს – “ქართულმა ოცნებამ” სრულად აიხია სახე დასავლეთის თვალში, როგორც ანტისახელმწიფოებრივმა ძალამ, რომელსაც საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს,” – ამბობს ლაგაზიძე.

მისი თქმით, 23 თებერვლის შემდეგ დასავლეთი იძულებული იქნება შეცვალოს მიდგომა საქართველოს ხელისუფლების მიმართ:

“ამ წლების განმავლობაში დასავლეთი იყო კომფორტის ზონაში საქართველოსთან მიმართებაში – “ქართული ოცნება” არც ევროატლანტიკური მისწრაფებებით აწუხებდა დასავლეთს და არც რუსეთთან დაძაბულობით. დასავლეთი იყო მშვიდად. სიტყვიერად კი ამბობდა “ქართული ოცნება”, რომ ვართ პროდასავლურებიო, მაგრამ რეალურად ნაბიჯებს იქეთ არ დგამდა. დღეს მოხდა ისე, რომ დასავლეთმა ეს კომფორტის ზონა დაკარგა – დაინახა “ქართული ოცნების” რეალური სახე. რომ ის არის საშიში საქართველოსთვის, რეგიონიოსთვის, დასავლეთისთვის, რადგან საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვა მარტო საქართველოს პრობლემა არ იქნება,” – ამბობს ლაგაზიძე.

მისი თქმით, სწორედ ამ კომფორტის ზონაში მყოფმა დასავლეთმა წაახალისა ირიბად “ქართული ოცნების” ენითაღუწერელი თავხედობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ”.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ გამოსავალი მხოლოდ ვადამდელ არჩევნებშია.

“როგორ მიიყვანს დასავლეთი ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებამდე, ეს არის მთავარი, რადგან “ქართული ოცნების” დათანხმება მარტივი არ იქნება”.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “ამოუცნობს” უწოდებს “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს.

“31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დასავლეთმა უპრეცედენტოდ დაუჭირა მხარი ოცნებას. ოპოზიციის სიჯიუტე მათ აღიქვეს როგორც არაკონსტრუქციულობა და სრულად დაუჭირეს მხარი ხელისუფლებას პირველად მისი მმართველობის რვა წლის განმავლობაში. და ამ უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე რას ვხედავთ? ეს ნდობა გაფლანგეს ერთი ნაბიჯით. მორალურ მხარეს რომ დავანებოთ, პრაგმატულად ეს რაში სჭირდებოდათ, სრულიად ამოუცნობია,” – ამბობს შარაშენიძე.

ექსპერტი ასევე ფიქრობს, რომ “ქართულ ოცნებას” გაუჭირდება დასავლეთის “შტურმის” მოგერიება და “ლოგიკურად, საქმე მივა ვადამდელ არჩევნებამდე”.

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share