ფორუმელი Moor Posted 8 ნოემბერი, 2018 Posted 8 ნოემბერი, 2018 საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკებისთვის იმ ეპოქაში არც ისე მარტივი იყო საკუთარი იდენტობის შენარჩუნება და წარმოჩენა. მიუხედავად სირთულეებისა, საქართველო მაინც ახერხებდა თავისი ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას და მსოფლიოსათვის მათ წარდგენას. ეს, ძირითადად, ქართული ფოლკლორისა და სპორტის მეშვეობით ხდებოდა. პოლიტიკური ფუნქციის არქონას მსოფლიო ასპარეზზე ქართველი სპორტსმენების გამარჯვებები ავსებდა, რომელთაგან განსაკუთრებით წარმატებულნი მოჭიდავეები იყვნენ. ალავერდის საკათედრო ტაძარში შემორჩენილია XV საუკუნის ფრესკა, რომელზეც ჩოხაში გამოწყობილი დაჭიდებული ფალავნები არიან გამოსახულნი. ეს, ალბათ, იმაზე მიგვანიშნებს, რომ საქართველოში ჭიდაობა თავისი მნიშვნელობით სცილდებოდა უბრალო სპორტულ-გასართობ სანახაობას და მრავალი საეკლესიო თუ საერო ფოლკლორული დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი იყო. სწორედ ამ ტრადიციაზე დაყრდნობით განვითარდა ქართველ მოჭიდავეთა თანამედროვე სახელგანთქმული სკოლა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი რექტორის, აკადემიკოს ნიკო კეცხოველის სიტყვებით: „ქართული ჭიდაობა ისეთივე ეროვნული საუნჯეა, როგორც ფოლკლორი, ქართული სიმღერები, ქართული ხუროთმოძღვრება და სხვა“.მსოფლიო ოლიმპიადებზე ქართველი სპორტსმენები პირველად 1952 წელს ჰელსინკიში გამოვიდნენ, სსრკ-ის შემადგენლობაში. ალბათ სიმბოლურია, რომ ქართველთა პირველი ოქროს მედალი სწორედ იმ მოჭიდავემ მოიპოვა, რომელიც არა მხოლოდ აღზრდილი იყო ქართული ჭიდაობის ტრადიციებზე, არამედ თავადაც ქართველი ფალავნების შთამომავალი გახლდათ. დავით ციმაკურიძის მამაც და პაპაც სახელგანთქმული მოჭიდავეები იყვნენ, დავითი კი, რომელიც უკვე იყო საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ასპარეზზე პირველად ჰელსინკიში გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მან პირველი ბრძოლა დათმო, შემდეგ ზედიზედ მოიგო 6 შეხვედრა და ოლიმპიური ჩემპიონის სახელოვანი ტიტული მოიპოვა. სიმბოლურია ისიც, რომ ფინალური დაჭიდება მას ირანელ სპორტსმენთან მოუწია – ქართულ ტრადიციულ ეპოსშიც ხომ ძირითადად ირანელ ფალავნებს ამარცხებენ ქართველები. დავით ციმაკურიძის მედალი მისმა მემკვიდრეებმა სპორტის მუზეუმს გადასცეს, რომელიც დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შედის. აღსანიშნავია სპორტის მუზეუმის ფონდის მცველის, ქალბატონი ლილი ლომსაძის სათუთი დამოკიდებულება მუზეუმის თითოეული ექსპონატის მიმართ. სახელოვანი ქართველი ფალავნის მიერ გაკვალულ გზაზე კი მრავალი ოლიმპიური ჩემპიონი დღეს უკვე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით გამოდის. The post პირველი ოლიმპიური მედალი ჭიდაობაში appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა