Jump to content
×
×
  • Create New...

ბაიდენის ადმინისტრაცია საგარეო და საშინაო სურთულეების წინაშე - დევიდ კრამერის სტატია


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ბაიდენის ადმინისტრაცია საგარეო და საშინაო სურთულეების წინაშე - დევიდ კრამერის სტატია

 16.02.2021 02:02

ბაიდენის ადმინისტრაცია საგარეო და საშინაო სირთულეების წინაშე - ამ სათაურით დევიდ კრამერის წერილი ეკონომიკურმა კვლევითმა ცეტრმა გამოაქვეყნა, რომელსაც Europetime უცვლელად გთავაზობთ.

_2021 წლის 20 იანვარს ამერიკის ისტორიის ახალი თავი დაიწყო. ჯო ბაიდენის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტად ინაუგურაცია ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შვებისმომგვრელი მოვლენა აღმოჩნდა.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ბაიდენმა ყურადღება ამერიკელთა ერთიანობაზე გაამახვილა და ეს შეერთებული შტატების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევის აუცილებელ პირობად დაასახელა. სირთულე მართლაც მრავლადაა. კორონავირუსის პანდემიის სტატისტიკა კვლავაც შემაშფოთებელია:ინფიცირების შემთხვევებმა 25 მილიონს მიაღწია, დაღუპულთა რიცხვი კი თებერვლის ბოლოს 500000-ს გაუტოლდება. უმძიმესი დარტყმა მიიღო ეკონომიკამ, რომელიც დანაკარგს ვერ აღიდგენს, ვიდრე ვირუსის გავრცელება კონტროლს არ დაექვემდებარება.

ამ ყველაფერს უთანასწორობა, რასობრივი დაძაბულობა, ექსტრემიზმი და პოლარიზაცია ემატება. ბაიდენის ადმინისტრაციას მძიმე მემკვიდრეობა ხვდება. სასწრაფოდ გადასაწყვეტი საკითხების რიცხვზე მეტყველებს 100-ზე მეტი საპრეზიდენტო ბრძანებისა და დირექტივის დაუყოვნებელი ხელმოწერა. მათ შორის იყო პანდემიასთან ბრძოლის საკითხები, მუსლიმთა შეერთებულ შტატებში დაშვების გაუქმება,მექსიკის საზღვარზე დაწყებული კედლის მშენებლობის შეჩერება, პარიზის კლიმატის შეთანხმებაში და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დაბრუნება. ამ ინიციატივათა დიდი ნაწილი საარჩევნო კამპანიისას გაცემული დაპირებების შესრულებაა და დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებების გაუქმებაა. ტრამპი არსად წასულა. სოციალური მედიის პლატფორმებიდან გაუჩინარების მიუხედავად, ტრამპი ინარჩუნებს იმ მნიშვნელოვან გავლენას, რომელიც მან რესპუბლიკურ პარტიაზე დაამყარა. ახლა ამას ყოფილი პრეზიდენტი ფლორიდიდან ახერხებს. მასთან ღია დაპირისპირებას ძალიან ცოტა რესპუბლიკელი კონგრესმენი თუ გაბედავს.

ტრამპის იმპიჩმენტს წარმომადგენელთა პალატის 10-მა რესპუბლიკელმა წევრმა დაუჭირა მხარი. ამ გამბედაობის გამო პოლიტიკური ფასის გადახდა მათ დაუყოვნებლივ მოუწიათ: ახლა მათ გადადგომას მათივე თანაპარტიელები ითხოვენ. ეს წარმომადგენელთა პალატის მიერ ინიცირებული ტრამპის მეორე იმპიჩმენტია. პირველად კონგრესის ქვედა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება 2020 წელს, უკრაინის მთავრობაზე ზეწოლის გამო გადაწყვიტა. კიევზე წნეხის მიზანი საარჩევნო კამპანიისას ჯო ბაიდენის მაკომპრომატირებელი ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება იყო. მეორე იმპიჩმენტის ინიცირება 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში და მის გარშემო დატრიალებული მოვლენების წაქეზებამ გამოიწვია. შეერთებული შტატების ისტორიას არ ახსოვს სახელმწიფო მოხელე, რომლის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში ორჯერ დადგა. ტრამპის იმპიჩმენტს მხარი მხოლოდ ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა, მიტ რომნიმ, დაუჭირა.

ამჯერად რესპუბლიკელებს შორის პროცედურის მეტი მხარდამჭერი შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა უმრავლესობა ტრამპის მათზე შესაძლო კონტრშეტევას უფრთხის. იმპიჩმენტის განხორციელებისთვის დემოკრატებს 17 რესპუბლიკელი სენატორის ხმა სჭირდებათ. ამ სტატიის წერისას მათი მიღების ალბათობა უკიდურესად დაბალია. რესპუბლიკურ პარტიას სხვა პრობლემებიც მრავლად აქვს. კონგრესში ახლადარჩეული გრინისა და ლორენ ბიბერტის მსგავსი რესპუბლიკელები მუქარითა და სიძულვილის ენით გაჯერებული კომუნიკაციით გამოირჩევიან. რესპუბლიკელთა ლიდერები, მათ შორის კევინ მაკკარტი, პარტიის ექსტრემისტულ ფრთასთან დაპირისპირებას თავს არიდებენ. ტრამპთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებისთვის იანვრის ბოლოს მაკკარტი მას მარა-ლაგოშიც კი ესტუმრა.

რესპუბლიკურ პარტიაში შექმნილი არეულობის ფონზე არ უნდა გამოგვრჩეს ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის იმედისმომცემი დასაწყისი. პრეზიდენტმა ხელისუფლების საკვანძო თანამდებობები მაღალკვალიფიციურიდა გამოცდილი პროფესიონალებით დააკომპლექტა. ნელი დასაწყისის შემდეგ, სენატში მათი დამტკიცები სპროცესი სრული სიჩქარით მიმდინარეობს. ენტონი ბლინკენი, რომელიც სენატმა სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე დაამტკიცა, უმწიკვლო რეპუტაციის მქონე ექსპერტი და პროფესიონალია. ის სენატორი ბაიდენის მიერ საგარო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეობისას მისი უახლოესი მრჩეველი იყო, პრეზიდენტობამას ადმინისტრაციაში კი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე მსახურობდა.

მდიდარი გამოცდილება გააჩნია ჯეიკ სალივანსაც, რომელიც ბაიდენის უშიშროების საკითხებში მრჩევლის პოზიციას იკავებს. თავდაცვის მდივანად კონგრესმა გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსტინი დაამტკიცა, ნაკლებად ცნობილი საჯაროა პირია, თუმცა ზურგს მასაც შთამბეჭდავი სამხედრო სამსახური უმაგრებს. აღიარებული პროფესიონალია სახელმწიფო ხაზინის ახალი მდივანი ჯენეთ იელენიც. შესანიშნავი რეპუტაციით სარგებლობენ უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელები - ეროვნული დაზვერვის დირექტორი ევრილ ჰეინსი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბარნსი. ბაიდენის მიერ შეკრებილი ეს შთამბეჭდავი შესაძლებლობების მქონე გუნდი დაუყოვნებლივ უნდა ჩაერთოს მუშაობაში. შეერთებული შტატების შიდა პრობლემების მოგვარებას შესაძლოა წლები დასჭირდეს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ამ დროს არ შენელდება. პრეზიდენტმა ბაიდენმა საშინაო და საგარეო დღის წესრიგის საკითხები პარალელურად უნდა გადაწყვიტოს. ბაიდენს უყვარს გამეორება, რომ შეერთებული შტატების ლიდერობა არა უბრალოდ მის ძალას, არამედ მისი მაგალითის ძალას უნდა ეფუძნებოდეს. დღეს, როგორც არასდროს, ლიდერის ეს პოზიცია, კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეჭვგარეშეა, რომ ბოლო რამდენიმე წლის დინამიკამ, რომელიც განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვეში გამძაფრდა და 6 იანვარს კაპიტოლიუმის ცნობილი მოვლენებით დასრულდა, შეერთებული შტატების პრესტიჟსა და გავლენას დიდი ზიანი მიაყენა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აჯანყებული ბრბოს კაპიტოლიუმში შეჭრიდან რამდენიმე საათის შემდეგ, წარმომადგენლობითი პალატისა და სენატის წევრები შენობაში დაბრუნდნენ, რათა არჩევნების შედეგების აღიარებისთვის საჭირო პროცედურები დაესრულებინათ. ორი კვირის შემდეგ, კაპიტოლიუმის უსაფრთხოების გარღვევისა და პოლიციაზე თავდასხმის ადგილზე პრეზიდენტმა ბაიდენმა და ვიცეპრეზიდენტმა ჰარისმა ფიცი დადეს. ასეთი თვალშისაცემი კონტრასტი შეერთებული შტატების ინსტიტუტების მდგრადობაზე მეტყველებს. ამან არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში და ამერიკული პოლიტიკური სისტემის დაცულობის დონე არ უნდა გადავაფასოთ. კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილ ბრბოს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკპენსმა და სპიკერმა ნენსი პელოზიმ რამდენიმე წუთით გაასწრეს. მოვლენები გაცილებით მძიმე სცენარით შეიძლებოდა განვითარებულიყო.

ტრანსატლანტიკური ურთიერთობები

საშინაო პრობლემების გარდა ბაიდენი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეერთებული შტატების შელახული რეპუტაციით იწყებს. „საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს“ მიერ 11 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბაიდენის გამარჯვებას ევროპელთა უმრავლესობა მიესალმება,მაგრამ 32% ამბობს, რომ ტრამპის შემდეგ ამერიკის ნდობა აღარ შეიძლება. საპირისპირო აზრი გამოკითხულთა მხოლოდ 27%-ს აქვს. ამერიკელებისადმი უნდობლობას გამოკითხულ გერმანელთა 53% ავლენს. ბრიტანელებს შორის ეს მაჩვენებელი 35%-ია, ფრანგებს შორის კი ყველაზე ხშირი პასუხი „არ ვიცი“-ია.

საბოლოო ჯამში, გამოკითხულთა 60%-ზე მეტი - ბრიტანელთა 81%, გერმანელთა 71%, ფრანგების 66% -ეთანხმება მოსაზრებას, რომ ამერიკული პოლიტიკური სისტემა „სრულად“ ან „ნაწილობრივ“ დაზიანებულია.ათი გამოკითხულიდან ექვსი მიიჩნევს, რომ უახლოესი ათი წლის განმავლობაში ჩინეთი შეერთებულ შტატებზე ძლიერი იქნება. ამერიკის დადებითი ხედვა უფრო ძლიერი მხოლოდ პოლონეთსა და უნგრეთშია, სადაც პოლიტიკური ლიდერები ტრამპისადმი პოზიტიურად იყვნენ განწყობილნი.

შეერთებული შტატების სტატუსის აღდგენა ბლინკენისა და ბაიდენის პრიორიტეტია. ეს ადვილი მისაღწევი არ იქნება. სიმართლე რომ ითქვას, შეერთებული შტატების გავლენა წლების განმავლობაში სუსტდებოდა. ტენდენციას სათავე 2003 წელს ჯორჯ ბუშ უმცროსის მიერ ერაყში ინტერვენციის გადაწყვეტილებამ დაუდო. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვებით ევროპაში გამოწვეული ენთუზიაზმი მისი აზიისკენ „შეტრიალების“ პოლიტიკის გამოცხადებისთანავე გაილია: ევროპელთა შორის გამყარდა კონსენსუსი, რომ ამერიკისთვის ამ კონტინენტის მნიშვნელობა წარსულთან შედარებით უმნიშვნელო იყო. ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ ამ მოსაზრებაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა. შესაბამისად, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ევროპელთა დიდი ნაწილი ჯო ბაიდენის გამარჯვებას მიესალმა. გასული ოთხი წლის განმავლობაში ტრამპს ხელიდან არ გაუშვია ამერიკის ევროპელი მოკავშირეების დამცირების შესაძლებლობა. საქმე ევროპელ ლიდერებზე პიროვნულ თავდასხმებამდე მიდიოდა.

ტრამპის ევროპელი პარტნიორებისადმი დამოკიდებულებას შესანიშნავად ასახავს 2017 წლის ნატოს წევრი ქვეყნების შეხვედრაზე გადაღებული ვიდეოკადრები, რომელშიც ტრამპი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს,მილო ჯუკანოვიჩს, პრესის დასანახად ჰკრავს ხელს. ტრამპმა ევროკავშირი შეერთებული შტატების ერთერთ ყველაზე დიდ მტრად გამოაცხადა. ასეთმა ქცევამ ვაშინგტონის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი ერთგულება დააყენა ეჭვქვეშ. არ უნდა იყოს გასაკვირი, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ასეთი გაუარესების ფონზე ტრამპის დამარცხებითა და ბაიდენის გამარჯვებით გახარებული ევროპელების რეაქცია. ევროპელების გულწრფელი სიხარული. ევროკავშირის და ევროპული ქვეყნების მთავრობების ბოლოდროინდელი ქცევა მიგვანიშნებს, რომ ისინი წარსული შეცდომების აღიარებას, პირველ რიგში, შეერთებული შტატებისგან ელიან. ურთიერთობა დათმობებს ორივე მხარისგან მოითხოვს.

ვაშინგტონთან ურთიერთობის გამოსასწორებლად ძალისხმევა ევროპელებმაც უნდა გასწიონ. სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი მოვლენები ოპტიმისტურ მოლოდინს არაჩენს. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა 2020 წლის დეკემბერში ევროკავშირსა და ჩინეთს შორის მიღწეული შეთანხმებაა,რომელიც ნათლად მიანიშნებს ევროპელების მიერ პეკინთან ურთიერთობაში პრინციპულ პოზიციაზე უარის თქმას. უიგურების წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისა და ჰონგ-კონგელთა რეპრესიების ფონზე ევროკავშირმა ადამიანთა უფლებების ნაცვლად უპირატესობა კომერციული ინტერესების დაცვას მიანიჭა. ევროკავშირის მეგობრული ჟესტების პარალელურად, პეკინი კატეგორიულ უარს ამბობს კორონავირუსის წარმოშობის გამოძიებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებაზე, ემუქრება ტაივანსა და სხვა მეზობელ ქვეყნებს.

შემაშფოთებელია ევროპის ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის გერმანიის, მზაობა მიიღონ „ჰუავეის“5G ქსელი მათ ტერიტორიაზე და ამით შეერთებული შტატების პრინციპული პოზიციის უგულებელყოფა. ევროპელები მძიმედ ცდებიან თუ ჰგონიათ, რომ პეკინის მიმართ ხისტი პოზიციის დაკავება მხოლოდ ტრამპისადმინისტრაციის გადაწყვეტილება იყო. ჩინეთის კომუნისტური პარტიის აგრესიული პოლიტიკის შეჩერებასდემოკრატიული პარტიის ბევრი წევრი ემხრობა.

შესაბამისად, ჩინეთი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის ნეგატიური ფაქტორი მომავალშიც იქნება. ამჟამინდელი მიდგომით ევროპა ვაშინგტონთან ურთიერთობის გართულების რისკზე მიდის. ცალკე განხილვის ღირსია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და თავდაცვის ბიუჯეტის საკითხები. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა,„ახლა ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ნდობის აღდგენაა საჭირო. მე ევროპისა და ამერიკის ერთმანეთის გარეშე განვითარების არ მჯერა. მათ მხოლოდ ერთად ვხედავ. დასამალი არ არის, რომდონალდ ტრამპთან მძიმე საუბრები გვქონდა რუსეთზე, შეიარაღებათა კონტროლზე, თავდაცვის ხარჯების გაზიარებაზე და სხვა საკითხებზე“. ამ სადავო საკითხების დიდი ნაწილი ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც შეინარჩუნებს სიმწვავეს. 2006 წელს ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ დადო პირობა, რომ 2024 წლისთვის მათ მიერ თავდაცვაზეგაღებული თანხები მშპ-ს 2%-ს მიაღწევდა.

დღესდღეობით შეერთებული შტატების გარდა, ეს პირობა რვა ევროპულმა ქვეყანამ შეასრულა. ამ რვა ქვეყნიდან ექვსი ალიანსს ბოლო 21 წლის განმავლობაშიშემოუერთდა. შესაძლოა ბაიდენის მიერ ალიანსის წევრების მისამართით გამოთქმული რიტორიკა შერბილდეს, მაგრამ სხვისი დანახარჯებით სარგებლობა ვაშინგტონის კრიტიკის საგანი მომავალშიც იქნება. ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გართულების კიდევ ერთი ფაქტორი ევროკავშირის მიერ ხუან გაიდოს ვენესუელის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარების გაუქმებაა. დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნისადმი ასეთი აგდებული და უპრინციპო დამოკიდებულება ვაშინგტონში ვნებათა ღელვას გამოიწვევს.

ახალმა ადმინისტრაციამ გამოთქვა მზაობა და სურვილი შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის შეთანხმებას შეერთებოდნენ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დაბრუნებულიყვნენ. საერთაშორისო სტრუქტურებში დაბრუნება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანი იქნება. სწორედ შეერთებული შტატებისა და ევროპის უკან დახევამ განაპირობა ჩინეთის მიერ ექსპლუატაციისა და მანიპულაციის გზით საერთაშორისო ორგანიზაციების დამორჩილება. ბაიდენმა ირანთან მოლაპარაკებების განახლების თაობაზეც ისაუბრა. ამ და სხვა საკითხებზე ევროკავშირს და ზოგიერთ მის წევრ ქვეყანასკრიტიკული როლის შესრულება შეუძლია. ეს განსაკუთრებით ნიშანდობლივია მაშინ, როცა ვაშინგტონში ამ ინიციატივის წინააღმდეგი ბევრი რესპუბლიკელი აღმოჩნდა. წინააღმდეგობებით აღსავსე და თითქმის დასრულებული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი, რომელიც გერმანიასა და რუსეთს პირდაპირ დააკავშირებს, უკრაინას სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას დაუკარგავს და გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე, არამარტო ამერიკასა და ევროპის, არამედ თავად ევროპელებს შორის უთანხმოების გამომწვევია.

2018 წლის ბოლოს ევროპარლამენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საშიშ პოლიტიკურ პროექტად“ შეაფასა. 2021წელს, ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და უკანანონო დაპატიმრების შემდეგ, ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ამ პროექტის შეწყვეტას. შეერთებული შტატების კონგრესმა გაიზიარა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა მილსადენის მშენებლობაში ჩართულ კომპანიებზე სანქციების დაკისრებას.

2020 წლის აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების მიერ ნავალნის მოწამლვის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ მერკელის მთავრობა მილსადენის პროექტს შეწყვეტდა, თუმცა ამაოდ. მილსადენის დასრულების გადაწყვეტილებით გერმანიის მთავრობამ უთანხმოების კერა არამარტო ბაიდენის ადმინისტრაციასთან, არამედ შეერთებული შტატების კონგრესის აბსოლუტურ უმრავლესობასთან და ევროპელების დიდ ნაწილთან შექმნა. ეს უთანხმოებები პუტინის რეჟიმისთვის გაკეთებული საჩუქარია. ნავალნის მკვლელობის მცდელობაზე ევროპელთა რეაქციების პირველი ტალღა იმედისმომცემი იყო. ვითარება შეიცვალა შემდგომ ეტაპზე. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ბოლომდე მიყვანას აპირებს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შეფი ჟოზეფ ბორელი კი მოსკოვში კონსულტაციებზე ჩადის. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგობას ყურადღება არავინ მიაქცია. ეს ნიშნები მიუთითებს, რომ ევროკავშირი რუსეთის მიმართ პოზიციის შერბილებას აპირებს, რაც შეერთებულ შტატებთან აზრთა სხვადასხვაობის კიდევ ერთი მიზეზი იქნება. ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა მოსკოვის მიმართ გაცილებით მკაცრ ფორმებს მიიღებს.

საპრეზიდენტო ფუნქციების დაწყებიდან მეორე დღეს ბაიდენმა უსაფრთხოების სამსახურებს საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის შესაძლო ჩარევის, ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ჩადენილი ტერაქტებისთვის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაწესებული ჯილდოების და ამერიკულ კომპიუტერულ სისტემებზე რუსული კიბერთავდასხმების საკითხების ხელმეორედ შესწავლა დაავალა.

ბაიდენი ამ საკითხებს პუტინთან პირველ სატელეფონო საუბარშიც შეეხო და უკრაინის მიმართ მხარდაჭერაც გამოხატა. ტრამპისთვის ჩვეულ შემრიგებლურ ტონთან კონტრასტი თვალშისაცემია. მოსკოვთან STARTის ხელშეკრულების განახლება ბაიდენის ადმინისტრაციის შეიარაღებათა კონტროლის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ ინიციატივის ვაშინგტონის რუსეთისადმი პოზიციის შერბილების ნიშნად აღქმა ევროპელთა შეცდომა იქნება. ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის საწინააღმდეგო ნაბიჯებს მომავალშიც გადადგამს. შესაბამისი კანონმდებლობა უკვე ძალაშია. დიდია ალბათობა ვიხილოთ მოსკოვზე დაკისრებული სანქციების ახალი პაკეტიც, ამჯერად ნავალნის მკვლელობის მცდელობის გამო. ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენი კრემლში ახალი მეგობრების შეძენას არ აპირებს.

რუსეთში პოლიტიკური ვითარების გაუარესებასთან ერთად, მნიშვნელოვანია შეერთებული შტატები და ევროკავშირი პუტინის რეჟიმთან მიმართებით საერთო პოზიციით წარსდგნენ. ეს გულისხმობს უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელებისთვის, აკრძალული ქიმიური ნივთიერებების პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენებისთვის, ევროპულ და ამერიკულ პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებში უკანონო ჩარევისთვის, თავად რუსეთში ადამიანთა უფლებების უმძიმესი ფორმებით შელახვისთვის ახალი სანქციების დაწესებას.

დასავლეთმა პუტინს უნდა აგრძნობინოს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს დიქტატურის მხარდაჭერის ნებისმიერ მცდელობას კრემლისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. არ უნდა იყოს დავიწყებული რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. საპოვნელია ახალი მიდგომები, რომლებიც მოსკოვს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას აიძულებს. რუსეთის მეზობლებს უნდა შეეძლოთ კრემლის ჩარევისგან დაცული, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება. ევროპელებსა და ამერიკელებს მეტი თანამშრომლობა მართებთ პანდემიასთან ბრძოლაში, ვაქცინის შექმნასა და დისტრიბუციაში. ვიდრე ევროკავშირის ქვეყნები და შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვით არიან დაკავებულნი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პეკინი და მოსკოვი იმ ქვეყნებშიც ცდილობენ პოლიტიკური და დიპლომატიური უპირატესობის მოპოვებას, რომლებსაც დასავლურ ვაქცინებზე ხელი არ მიუწვდებათ. ვაშინგტონმა, ბრიუსელმა და ევროპის სხვა დედაქალაქებმა არ უნდა დაუთმონ მოედანი ავტორიტარულ რეჟიმებს, როცა საქმე ნაკლებად უზრუნველყოფილი ქვეყნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო დახმარებას ეხება.

რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?

ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ასეთი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება. 2020 წლის გაზაფხულზე ვირუსის პირველი ტალღის შედარებით მსუბუქად გადავლის შემდეგ, სავალალო შედეგები მოჰყვა ვირუსის მეორე ტალღას. მძიმე დარტყმა მიიღო საქართველოს ეკონომიკამ, ვითარების გამოსწორების ნიშნები ჯერ არსად ჩანს. სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებისას დაშვებულმა მნიშვნელოვანმა დარღვევებმა გამოიწვია. ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის შედეგად მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტზე პრაქტიკულად სრული კონტროლი დაამყარა.

დასავლეთი შეეცადა მედიატორის როლი ეთამაშა დამხარეებს შორის კომპრომისული შეთანხმებისთვის მიეღწია, წარუმატებლად დასრულდა. დაზიანდა საქართველოს რეპუტაცია, რომლის ქვაკუთხედი ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის სისტემა იყო. მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა, საქართველოს მხარდაჭერა ბაიდენის ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის ევროპული პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის უნდა იყოს.

საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ხანგრძლივი მჭიდრო ურთიერთობა, საქართველოს მოსახლეობის ძლიერი პროამერიკული განწყობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უცვლელი ნება ასეთი მხარდაჭერისთვის საკმარისი მიზეზებია.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ესეც ორიგინალი პრეტენზიული მკითხველისთვის :დ 

January 20, 2021 marked a new chapter in America. The inauguration of Joe Biden as the 46th President of the United States brought a sense of relief among a wide swath of the American population. In his inaugural address that day, Biden stressed the theme of unity, arguing that together, the United States can confront its many challenges and accomplish great things.

The challenges are daunting. They start with the coronavirus pandemic that continues to exact a staggering toll in infections – more than 25 million cases in the United States alone – and deaths – expected to reach 500,000 by the end of February. The pandemic, of course, has taken a major toll on the economy, which will not be able to recover in a serious way until the virus is brought under control. Inequality, racial tensions, white extremism and polarization also remain high on the list of challenges.

The Biden administration entered office having inherited a multitude of problems. To address some of the most urgent needs, Biden has signed more than 100 executive orders and directives on issues from fighting the pandemic and overturning the Muslim travel ban to ending construction of the border wall and rejoining the Paris climate accord and the World Health Organization. Many of these steps reflect campaign promises intent on undoing much of Donald Trump’s agenda.
Trump himself, however, has not gone away. Despite being booted off social media platforms, Trump continues to exercise considerable influence over the Republican Party from his new home in Florida. Hinting at another run for president in 2024, Trump remains the focus of much media attention.

Few Republican members of Congress dare to cross him. Ten House Republicans, in true profiles in courage, supported impeaching Trump, but they already are paying a political price from within their own party with calls for their removal and resignation. That impeachment is the second time the House of Representatives took such action against Trump. The first time last year was for his efforts to abuse his position to pressure a foreign government, Ukraine, to interfere in the 2020 election against Biden. The more recent time was because of his incitement of an insurrection on the Capitol on January 6.
No other public official in U.S. history has ever been impeached twice. Only one Republican Senator, Mitt Romney, voted to convict Trump last year in the Senate trial. This time, several more may join in voting to convict, but the majority of Senate Republicans appears unlikely to convict out of fear that Trump will target them for turning on him. To convict Trump and disqualify him for a future run for office, 17 Republican Senators would need to join their Democratic colleagues. As this goes to print, that appears exceedingly unlikely.

The Republican Party has other problems as well. Some new members of Congress such as Marjorie Taylor Greene from Georgia and Lauren Boebert from Colorado have become lightning rods for their inflammatory and threatening tweets, comments and actions. While some Democratic members in the House of Representatives are calling for their expulsion, the Republican leadership, including Kevin McCarthy, show little interest in picking fights with this extremist wing of the party. Instead, McCarthy traveled to Mar-a-Largo in late January to pay his respects to and stay in the good graces of Trump.

The turmoil in the Republican Party, however, should not detract from the encouraging start of the Biden presidency. President Biden nominated many highly competent and qualified professionals to fill key government positions. Their confirmation by the Senate, after a slow start, is finally moving ahead. Antony Blinken, who was confirmed by the Senate to be Secretary of State, is a highly respected expert and policymaker with experience in Congress as the key staffer to Biden when he was a Senator and chair of the Foreign Relations Committee, and as Deputy Secretary of State in the Barack Obama administration.
Jake Sullivan also brings strong credentials to his new position as Biden’s national security adviser. Retired General Lloyd Austin, confirmed to be Secretary of Defense, is a little less known but has an impressive track record from his service in the military. Janet Yellen brings an excellent reputation to her new position as Secretary of the Treasury. Those chosen to head the various intelligence agencies – Avril Haynes as Director of National Intelligence and William Burns to be CIA Director – are highly regarded.

Biden will need this roster of solid talent in the foreign policy realm, since he won’t simply be able to focus on domestic issues first and later turn to national security. The world just doesn’t work that way – there is no pause button for Biden to hit to ask the rest of the world to wait while the United States fixes its internal problems. That would take years anyway. Biden will have to confront both domestic and foreign policy issues at the same time.
Biden likes to say that the United States must not only lead by the example of its power but by the power of its example. And yet many wonder whether the “shining city on the hill,” as Ronald Reagan famously said about the United States, has lost some of that shine. There is no doubt that events of the last few years, and especially of the last few months, culminating in the deadly storming January 6 of the U.S. Capitol, in which five people were killed, has dulled the shine.
But it is important to remember that hours after the Capitol was overrun by an insurrectionist mob, members of the House and Senate, along with then-Vice President Mike Pence, returned to finish the their job of certifying the results of the election. Exactly two weeks after a mob overwhelmed police and security to attack the Capitol, that same setting served as the location where Biden and his Vice President Kamala Harris, were sworn into office. The contrast is stunning, and it speaks to the resilience of American institutions. Still, one should not be complacent about the sturdiness of our system; after all, the rioters came within minutes, if not seconds, of storming the House and Senate chambers just before members, including then-Vice President Mike Pence and House speaker Nancy Pelosi, were evacuated to safety. As awful as the riot was, it could have been far worse.

TRANSATLANTIC RELATIONS

In addition to all the internal challenges facing Biden, he assumes office with the reputation of the United States in tatters. According to a new poll of 11 countries conducted by the European Council on Foreign Relations, a majority of Europeans are happy with Biden’s election victory — but many (32 percent) say that, after Trump, Americans can no longer be trusted. Only 27 percent disagreed with that statement. Fifty-three percent of German respondents said Americans couldn’t be trusted, versus 35 percent of Britons. In France, the most popular answer was “don’t know.”
Overall, more than 60 percent of respondents — including 81 percent of Britons, 71 percent of Germans, and 66 percent of the French — said the American political system is “completely” or “somewhat broken.” Some six in ten surveyed think China will become more powerful than the United States over the next decade. Only in Hungary and Poland, where the leaders curried favor with former Trump, is there a more positive than negative view toward the United States. Restoring the standing of the United States is a top priority of Blinken and Biden, but it will not happen overnight.
To be clear, the image of the United States has been in decline for years. Unhappiness with the Bush administration’s 2003 invasion of Iraq started this trend. While Obama was viewed very favorably in Europe when he was elected president in 2008, his “pivot” to Asia was not well received on the Continent, and there was a general sense that Europe was considered less important to America than it had been in the past. It was during Trump’s tenure that attitudes in Europe took their steepest declines.

Accordingly, it should be no surprise that many in Europe were relieved and even ecstatic that Biden won last November. After all, over the past four years, Trump denigrated America’s allies in Europe, with personal attacks on a range of leaders. The scene captured on camera of Trump rudely pushing Montenegrin Prime Minister Milo Djukanovic out of his way at a NATO gathering in 2017 encapsulated Trump’s treatment of America’s European allies. He characterized the European Union as one of America’s biggest “foes” and sowed doubts about the U.S. commitment to NATO. It is no wonder that Europeans, with transatlantic relations at their lowest point in a long time, are ecstatic to see Trump gone
and Biden coming in.

But recent actions and behavior by the European Union and specific European governments suggest that they think it is the United States alone that has to atone for its recent trespasses. The relationship requires give and take on both sides. In fact, the Europeans have work to do if they want to repair relations with the United States. Recent developments do not bode well on this front.
For instance, the trade deal with China reached last December suggests the EU places mercantilism above principles, given the egregious human rights abuses committed by the Chinese government against the Uyghurs and its ugly crackdown against the citizens of Hong Kong. At the same time that the EU adopts an accommodating stance toward the Communist Party-run leadership in Beijing, Chinese authorities continue to block any investigation into the origins of the coronavirus pandemic and flex their muscles toward countries in Asia, most notably Taiwan. Making matters worse, several European countries, most notably Germany, seem willing to accept Huawei’s 5G network into their countries despite strong pressure from the United States to abandon such pursuits because of security and surveillance concerns.

Europeans are making a serious mistake if they think it was only the Trump administration that favored a tougher line toward Beijing. Many Democrats agree that the time has come to push back against the Chinese Communist Party. Thus, China looms as a major irritant in U.S.-EU relations, and Europe is making the situation worse with its craven approach.

Then there’s the issue of NATO and defense spending. As NATO Secretary General Jens Stoltenberg said in an interview with the Washington Post, “There is a need to rebuild trust between Europe and the United States. I don’t believe in ‘America alone.’ I don’t believe in ‘Europe alone.’ I believe in North America and Europe together.” Acknowledging tensions with the previous U.S. administration, Stoltenberg said, “It is no secret that we had, I had, difficult discussions with him [Trump] on issues ranging from arms control, Russia, burden sharing and many other issues.” And yet some of these issues are not going away with a new administration in Washington, even if the tone and approach will be very different.
In 2006, all NATO members committed to spend at least two percent of their GDP on defense by 2024. To date, only eight European allies, along with the United States, have fulfilled this pledge; six of those eight joined the Alliance within the last 21 years. American criticism of this perceived free-riding by many Alliance members will continue under the Biden administration, albeit with more cajoling than badgering that characterized Trump’s approach.
Another irritant in transatlantic relations is the recent decision of the European Union to no longer recognize Juan Guaido as the legitimate leader of Venezuela following fraudulent legislative elections organized by the discredited Nicolas Maduro last December. This unforced and unprincipled error involving a country in the Western hemisphere will not go over well in Washington.

The new U.S. administration has announced its return to the Paris Climate Accords and the World Health Organization. Reengaging in international bodies will be a key foreign policy objective; withdrawal had opened these agencies to Chinese exploitation and manipulation in the absence of the United States and alienated partners in Europe. Biden also has made clear his interest in returning to the nuclear deal with Iran from which the Trump administration withdrew. On this, the EU and certain member states can play a critical role, especially since many Republicans in Washington will resist such a move.
The controversial and nearly completed Nord Stream 2 pipeline going directly from Russia to Germany, obviating the need for Russian gas to transit through Ukraine and deepening European dependence on Russia, is another source of friction, not just between the United States and Europe but within Europe itself. The European Parliament voted overwhelmingly in late 2018 to condemn Nord Stream 2 as “a political project that poses a threat to European energy security”; it voted again this year to end the project after the poisoning and arrest of Russian opposition leader Aleksei Navalny. The U.S. Congress joined the Trump administration in opposing the pipeline, to include mandating sanctions for companies and others involved in its construction, which is 90 percent complete.

After the poisoning of Navalny by Russian agents in August, there were hopes that Merkel and the government would cancel the pipeline, but those hopes have vanished. By insisting on completing the pipeline, the German government is creating a source of disagreement not only with the new Biden administration but with the vast majority of the U.S. Congress and with a many fellow Europeans. Such disagreements play right into the hands of Vladimir Putin.

On Navalny, the initial European outraged reaction to his poisoning was encouraging. That has since dissipated, as German Chancellor Angela Merkel resists pressure to cancel Nord Stream 2 and EU foreign policy chief Josep Borrell plans to visit Moscow for consultations, over the objections of a number of EU member states in the east. Signs that the EU might be softening toward the Putin regime would clash with a tougher approach likely to be adopted by the Biden administration.
On his second day in office, Biden requested his intelligence community to look into Russian interference in America’s elections; the poisoning of Navalny; reports of Russian bounties on American soldiers in Afghanistan; and Russian hacking of American computer systems. In his first phone call with Putin, Biden raised these issues with his Russian counterpart and expressed support for Ukraine. The contrast with Trump’s coddling of Putin could not be starker. Extending the New START treaty is a top arms control priority for the Biden administration, but that should not be interpreted in Europe as the precursor to a softening in Washington toward Moscow.
Indeed, the Biden administration will continue to oppose the Nord Stream 2 pipeline – legislation will not give them a choice anyway. Additional U.S. sanctions over the poisoning of Navalny are likely in the works. And Biden himself will not look to make a new friend in the Kremlin, the unseemly way his predecessor did. With a deteriorating political situation in Russia likely to worsen as Duma elections near in September, it is critical that the United States and European Union stay on the same page toward the Putin regime.

This would entail new sanctions for its ongoing conflict with Ukraine, its illegal use of banned chemical agents against regime opponents, its interference in European and American domestic politics and elections, and the appalling situation inside Russia itself when it comes to human rights. The West should also put the Kremlin on notice that any overt moves to prop up longtime dictator Alexander Lukashenka would be met with a serious response. Russian occupation of 20 percent of Georgian territory must not be forgotten either, and new approaches should be considered to force Russian to respect all of its neighbors’ sovereignty and territorial integrity, and right to orient their foreign policy as they deem fit, without Russian interference.

Both sides of the Atlantic can and should be doing more to fight the raging pandemic and collaborate on vaccine development and distribution. While in the U.S. and Europe the top priority is taking care of one’s own citizens, both need to recognize that the Chinese and Russians are looking to fill voids with countries without indigenous production of any vaccine to score political and diplomatic advantage. Washington, Brussels and other European capitals cannot cede the field to authoritarian regimes when it comes to generosity to other countries in need of live-saving medications.

WHAT DOES IT MEAN FOR GEORGIA?

Georgia, of course, is a country in need of such help. It has been devastated in the second wave of the virus after handling the first wave last spring comparatively well. The country’s economy also has taken a major hit, with no rebound in sight. Making matters worse, since last October’s parliamentary elections, the country has been saddled with a political crisis. The party in power, Georgian Dream, essentially has established monopoly control over the parliament following an opposition boycott over claims that the election was fraudulent. Western efforts to mediate a compromise have failed, and Georgia’s image as an island of democracy amid a sea of authoritarianism has taken a hit.
Nonetheless, support for Georgia should be high on the list for the new Biden administration as it determines its policy priorities toward Europe. Longstanding close ties between Georgia and the United States combined with the country’s strongly pro-American population and unstinting determination to integrate into the Euro-Atlantic community, make it deserving of such support, notwithstanding the current political crisis playing out in Tbilisi.

Together with former U.S. Ambassador to Georgia Ian Kelly, this author has produced a report that will be released in February under the auspices of the Economic Policy Research Center and the German Marshall Fund of the United States. The report makes the case for why the new American administration should support Georgia – and also what Georgia should do to make an even stronger case for such support. These challenging times demand that Georgia and the United States work more closely together.

***

David J. Kramer is a Senior Fellow at Florida International University’s Steven J. Green School of International & Public Affairs and a former Assistant Secretary of State for Democracy, Human Rights & Labor in the George W. Bush administration.

 
 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

თუ ვინემს დემოკრატებთან და საქართველოსთან გადაკვეთა ქონია, ყველას რატომ გონია რომ ბაიდენი რუსეთთან დაძაბავს და საქართველოსთვის უკეთესი პარტნიორი იქნება ვიდრე წინა ადმინისტრაცია? სპყ

 

=

 

ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნები ბაიდენის ადმინისტრაციისგან რუსეთის მიმართ უფრო მკაცრ მიდგომას ელიან. ამერიკელმა დიპლომატებმა და ანალიტიკოსებმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ რუსეთის მისამართით წარმოთქმული გზავნილები Europetime-თან შეაფასეს.

„დონალდ ტრამპი მიიჩნევდა, რომ პუტინი არ იყო პასუხისმგებელი იმ საშინელ ქმედებებზე, რომლებზეც ბაიდენმა მიანიშნა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან.

მისი შეფასებით, ჯერჯერობით ძალიან ნაადრევია იმის თქმა, ექნება თუ არა ჯო ბაიდენის მკაფიო განცხადებებს გავლენა, თუმცა ბაიდენი პუტინზე ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს, განსხვავებით ტრამპისგან, რომელიც პუტინის გარკვეულწილად გამართლებასაც ცდილობდა და ამბობდა კიდეც, რომ პუტინი იმ საშინელ ქმედებებზე, რომლებიც ბაიდენმა ახსენა პრეზიდენტთან საუბრისას, არ იყო პასუხისმგებელი.

„თუმცა ეს აუცილებად არ ნიშნავს იმას, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ახალი პოლიტიკა ექნება საქართველოსთან მიმართებით. ვფიქრობ, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. თუმცა იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება და სამხრეთ კავკასიას უფრო მეტად სტრატეგიული დატვირთვა ექნება, ხოლო აშშ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისადმი. ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციას გარკეული დრო სჭირდება ორგანიზებისთვის, რათა ახლად დანიშნულმა პირებმა პოზიციები დაიკავონ და ამის შემდეგ დაიწყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა.

„პუტინთან ბაიდენის საუბრის გათვალისწინებით, აშშ რუსეთთან მიმართებით უფრო შეუპოვარი იქნება“, - მიიჩნევს საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ლუის ნავარო. ის Europetime-თან ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან მეტი მხარდაჭერა ექნება საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს.

„ბაიდენის პუტინთან საუბრის გათვალისწინებით, ვფიქრობ აშშ აფრთხილებს რუსეთს, რომ ის უფრო შეუპოვარი იქნება და უფრო მეტად დაიცავს საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს. თუმცა ამასთან, ადმინისტრაცია დიდი ალბათობით უფრო ფხიზლად დააკვირდება ქართული დემოკრატიის უკუსვლას“, - აღნიშნავს ლუის ნავარო.

„ბაიდენის ადმინისტრაცია მის წინამორბედთან შედარებით, აშშ-სა და საქართველოსთვის დიდ წინსვლას ნიშნავს“, - ეს კი სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა პოლ გობლმა Europetime-ს უთხრა. ბეიკერის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ბაიდენი რუსეთის მიმართ უფრო ხისტი იქნება.

„მე მჯერა, რომ ის მოკავშირეებთან ერთად მტკიცედ იმოქმედებს, რომ მოსკოვმა პასუხი აგოს. ეს არის ის, რისგანაც ყველა მიიღებს სარგელებს, პუტინის გარდა და საქართველომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ გაამართლოს დასავლეთის კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა“, - აღნიშნავს პოლ გობლი.

პრეზიდენტ ბაიდენისა და მდივან ბლინკენის კომენტარები საქართველოსთან დაკავშირებით, ლინკოლნ მიტჩელისთვის ნათელი დადასტურებაა, რომ აშშ დაუბრუნდება მის წინა პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ამერიკელმა ანალიტიკოსმა Europetime-ს განუცხადა.

„პრეზიდენტ ბაიდენისა და მდივან ბლინკენის კომენტარები საქართველოსთან დაკავშირებით, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ აშშ დაუბრუნდება მის წინა პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. ეს მოიცავს რიტორიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესახებ, ყოფილ პრეზიდენტს კი ყოველთვის ეშინოდა ვლადიმერ პუტინთან დაპირისპირების, თუნდაც არ დათანხმებოდა მას. არ ვფიქრობ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები ბევრად განსხვავებული იქნება, ვიდრე ეს ობამას წლებში იყო“, - განუცხადა ლინკოლნ მიტჩელმა Europetime-ს.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share