ფორუმელი Mepar Posted 12 თებერვალი, 2021 Posted 12 თებერვალი, 2021 მრავლისმნახველია თამარის ცხოვრება, ვერ მოხიბლავდი, ვერ შეიყვარებდი, ხან მცონარე უსაქმურობით შეგზარავდა, ხან ფიცხელი ხასიათით მაგრად უსაშველოდ ლამაზი იყო. გაზაფხულს ცხქრიალა ყვავილებით, ზაფხულს სავსე ბაღნრით, შემოდგომას ოქროსფერს სარაფანს ატარებდა ყურძნის მტევნებივით დაბერილი კერტებით აიშრილაებდა კაბას, ზამთარს კი თეთრი კანი გადაეკვრებოდა... შეშლილი ყავდა ქვეყანა! ევროპელი, არაბი, თურქი, მონღოლი, ვინ არ სცადა ცოლად შერთვა, მაგრამ ანჩხლი-ჩანჩხლი, წუნკალი-ძუნკალი__ვერა, ვერავინ!პირველად ვანკა შორიდან გააცნეს, დეპეშები გაცვალეს, თითქოს შეხვედრაზე შეთანხმდნენ, მაგრამ არ გამოჩენილა. შემდეგ ხან გვერდიდან მოუარეს ხან წინიდან, ვანკას ყველა აქებდა, "მისწერე გოგო, ეს აბეზარა მახინჯები რომ გაწუხებენ თავს დაგეხსნებიანო", ხოდა მისწერა. ვანკამ ქალს ყველაფერს დაჰპირდა, მეტიც, არაფერი მოსთხოვა, მხოლოდ მეგობრად მიგულე და ჩემს გარდა არავის შეხვდეო. ქალი მოტყუვდა, ბრიყვულად საქორწინო კონტრაქტს ხელი მოაწერა. ვანკას მომხიბვლელი თავაზიანობა ერთიანად გაქრა, ხელში გავეშებული ნადირი შერჩა, რომელიც თამარის დახვეწილობას არაფრად აგდებდა, მეტიც, მიაჩნდა რომ გასაზრდელი ყავს, ჭკუაზე მოსაყვანი, ხან მათრახით ხან თაფლაკვერით, თამარის მორჩილებას მიაღწია. კამათისა და ძიძგილაობის მიუხედავად, ქალმა ქმარს ყველა ჩხუბსა და დავიდარაბაში გვერდზე დაუდგა, თამარიც ჭკუას სწავლობდა. მიხვდა ვანკას ძლიერსა და სუსტ მხარეს. ის საკუთრებები შეახსენა ადრე, მარტო ქალს, რომ წაართვეს მეზობლებმა, ვანკას ხელში ეგეც დაიბრუნა. ვანკასგანაც ბევრი ისწავლა, სულიერ ჯოჯოხეთს სიტყვაკაზმულ მწერლობით იქარვებდა, წერა კი კარგად ისწავლა ქალმა.ოჯახი ხრამია, უძირო უფსკრული ვერაფრით ამოავსებ, საკმარისიც არასდროს გაქვს, ხოდა ვანკამ ორ ევროპელ ძმაკაცს გაურიგდა, იფიქრა სხვის ხარჯზე გამდიდრებას შევძლებთო, ყველაფერი უკუღმა დატრიალდა და ვანკა გაღარიბდა. ვისაც ებრძოდნენ იქეთ თავი მოუგრიხა, გაბანძებული ვანკა თამარს რაში ერგებოდა, ხოდა როგორც იქნა დაეხსნა დაფეხვილ ბრადიაგას.სამი წელი ცდილობდა თამარი გათხოვილიყო, ვის არ მისწერა სატრფიალო წერილი, მაგრამ ყური არავინ შეიბერტყა, ვანკას ნაცოლარი არავის უნდოდა და ვანკა ისევ გამოჩნდა. განსაკუთრებული მონატრებით და სიშლეგით ეცა ყოფილ ცოლს, არც ცემა დააკლო არც ღრიალი, არყის სუნით აყროლებულ კისერში ძალით იხუტებდა თან პირდებოდა "აწი ყველაფერს შევცლით, ჩვენ თანასწორები ვიქნებით!!!" და ისევ ცემას განაგრძნობდა, როგორ გინდა დაიჯერო ვანკასთან თანასწორობა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა?!კიდევ ჩხუბი მომხდურთან, ამჯერადაც ერთგულად დაუდგა ვანკას გვერდით ქალი, მთელი მონდომება და სილამაზე შესწირა უმადურ ქმარს.. გადარჩნენ, არა უფრო სწორედ გადაარჩინა და ვანკა გამდიდრდა, უუხ როგორ გამდიდრდა! მხოლოდ ერთი ბიჭი სჯობდა სიმდიდრეში დანარჩენს ყველას სჯობდნენ. მდიდარი ვანკა მომიბვლელიც გახდა, თავაზიანიც მოსიყვარულეც.გალაღდა თამარი, ერთობ საქმიანიც შეიქნა, კინო, ფერწერა, მეცნიერება, განათლება ყველაფერი გამოსდიოდა, სპორტშიც კი გაუმართლა, სახლიც მოაწყობინა ვანკას, არა, დიდი გემოვნებით ვერ დაიკვეხნიდა, მაინც ვანკადან გაუთლელი სიბრიყვე არსად წასულა, ნაშრომი უფერული და უვარგისი იყო, მაგრამ ფუნქციური. ყველაფერთან ერთად თამარიც მოხერხებულად მართავდა ქმარს. ვანკას თავი ოჯახის უფროსი ეგონა, ყველაფერი კი პირიქით იყო.გაყეყეჩდა ვანკა, იმ მდიდარ ბიჭს ხომ ვერ შეურიგდა, შეჯიბრს თავიც გადააყოლა. გაღარიბებული და ჩანაძაძებული ვანკა ისევ კარგად დავიწყებული ვირი იყო, რომელიც დორბლებს და წიხლებს გარშემო იქნევდა. ხოდა განქორწინება მოითხოვა თამარმა, ჯერ იყო და თვალები დაუსია, მტევნები გადაუტრიალა, მაგრამ ვერ შეაშინა ქალი. განქორწინება გადაწყვეტილი იყო.გაგიჟდა ვანკა, მის გარეშე თამარს რომ ხედავდა "მე გადაგარჩინე, მე ჩაგაცვი, მე გასწავლე, უჩემოდ არავინ ხარ!" ქალს თვალი დასთხარა და ყური მოკვეთა "ასე არავინ შემოგხედავს!" და დროებით მიაგდო.მიყუჩდა თამარი, მშველელიც არავინ გამოჩნდა, ეგონა სამყარო რაინდებითაა სავსე ჩემ თავს ამ ცხოველს ვინ დააჩაგრინებსო, მაგრამ...ერთ დღეს გააცნობიერა რომ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, დიახ, უთვალო და უყურო ქალიც შეიძლება მოეწონოთ, მთავარია ძაძებში არ იყოს გახვეული, მას ხომ სილამაზე კიდევ შერჩენოდა. გაიპრანჭა ქალი, დაფსებული თვალი მოხდენილი თვალსახვევით შეიკრა, მოკვეთილი ყური კი თმით დაიფარა, ისევ გამოჩნდა საზოგადოებაში. გალაღებული თამარი შენიშნეს, თან იცით ვინ?__ აი იმ მდიდარმა ბიჭმა ვანკას რომ მოუგრიხა კისერი, მოხდენილმა ქალმა ისიც მოახერხა ერთი ღამე სახლშიც გაათევინა, ევროპელმა ბიჭებმაც თვალი დაადგეს, მაგრამ სულ იწუნებდნენ. სნობები აღმოჩნდნენ, ჯერ ეს ისწავლეო, მერე ის ჩაიცვიო, მერე ასე მოიქეციო, მერე იმასთან მიდიო... მოკლედ მითითებებს ბოლო არ უჩანდა თამარი კი ყველაფერს ასრულებდა რომ იმ ბიჭის ევროპელ მოყვრებს მოსწონებოდათ, მაგრამ ვერა! ვერაფრით მოთაფლა უმადურები, არა თან მართლებიც იყვნენ, თამარს ვანკასთან ერთად ბევრი მავნე ჩვევა დასჩემოდა. სულ რომ ძველი მარგალიტი ეგონა თავი, ფარალღალა სიცრუე ყოფილა, თურმე რამდენი რამ არ სცოდნია, სარკეში ჩახედვაც შესძულდა ქალს... როგორ ვერ ამჩნევდა, ჭაღარებს, სტრიებს... "ყველაფერს შევცვლი, ყველაფერს!"გაგიჟდა ვანკა, ნუთუ თამარი მოსწონდათ, ყველაფერი გამოუვა... "საჭმელს არ გაღირსებ, დენს, გაზს, ყველაფერს ჩაგიჭრი"... მაინც არაფერი გამოსდის, თამარს თავს ეხვევიან, ან როგორ გამოსწორდა ან სად ისწავლა მეგობრების გაჩენა, სულ ჩემთან იყო... ცოფს დუჟი ერეოდა, ცოტაც და თამარს სამუდამოდ დაკარგავდა.ნიშნობაზე შეთანხმდენენ ის მდიდარი ბიჭი თანახმაა, მაგრამ ევროპელი მოყვრები წინააღმდეგი არიან. "რას გავდა შენი საქციელი ამ შემოდგომას" დააყვედრა გერმანელმა ნათესავმა__ "ჯერ კიდევ ბევრი გაქვს სასწავლი, თავს ნუ მოიტყუებ, ქორწილი სამომავლოდ გადავდოთ, მაგრამ გპირდებით ქორწილი შედგება!".ვანკა გაგიჟდა, "მომავალ წელს თამარა იგივე სისულელეს ხომ არ ჩაიდენს, სხვა დროს უარს ვერ ეტყვიან, ან ეხლა ან არასდროს". არყით გატყვრა, სიმთვრისგან თვალები გადმოსცვივდა, სახეზე გაწითლდა, ფეხი აერია, ერთი-ორჯერ ტალახშიც გადაგორდა, წიხლით კარი შეუმტვრია და ყველას გასაგონად იღრიალა "ჩემია, მხოლოდ ჩემია!!!" დობლიანი სახით დალოშნა, მერე მუშტები სახეში წააყარა, ტანს შემოახია, ტალახიანი ბათინკებით მუცელზე შეაწმინდა, აფურთხა, აგინა, მოეფერა, მოესიყვარულა, დაკორტნა დაგლიჯა, კივილზე მეზობლები შემოცვივდნენ გააშველეს და გამარჯვებულმა გასწორებულში წაეთრა, თუმცა შორს არ წასულა, იქვე შემოსასვლელში განერთხა "ეს ოთახი ამიერიდან ჩემია!..." აქოთებული მთვრალის პირიდან, მხოლოდ ეს სიტყვები გაარჩიეს და წავიდნენ."არა ქორწილი მაინც შედგება" პირდებოდნენ ევროპელი მოყვრები, რა შენი ბრალია შენ მხოლოდ მსხვერპლი ხარ, ის მდიდარი ბიჭიც პირდებოდა ერთგულებას, მაგრამ დრო გადიოდა, მოყვრებმა პირი შეიცვალეს, მდიდარი ბიჭი კი ქორწილს აღარ ჩქარობდა. მაინც შეეზიზღათ ვანკას ნათრევი ქალი, ყველა ყალბი აღმოჩნდა, ქორწილი აღარ შედგება... დამორჩილდა თამარი, ისევ ვანკა? არა, არასდროს! ის მდიდარი ბიჭი?... როდის შეიცვლება რამე, უწინდებული სილაღე დაკარგა, ევროპელმა მოყვრებმაც მიივიწყეს სარძლო, ...სიჩუმე, სწორედ ეს არის რაც ვანკას სჭირდება და ჩუმადაა თამარი... "შენ მხოლოდ ჩემი ხარ, შენს ჩრდილთან აკრული ლანდი ვარ, არავინ შემოგხედავს, არავის მოგაკარებ"...გააგრძელეთ... ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო! Share on other sites More sharing options...
Guest Genetic Miracle Posted 13 თებერვალი, 2021 Posted 13 თებერვალი, 2021 ადმინ ლიტერატურაში გადააგდე Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა