Jump to content
×
×
  • Create New...

2018-2019 წლებში გარდაბნის მეგობრობის ცენტრი" 206,200-ით დაფინანსდა, საიდანაც 194,900 კულტურის მაგივრად ხელფასებს მოახმარეს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
2018-2019 წლებში გარდაბნის მეგობრობის ცენტრი" 206,200-ით დაფინანსდა, საიდანაც 194,900 კულტურის მაგივრად ხელფასებს მოახმარეს admin Wed, 02/10/2021 - 19:44

ააიპ “გარდაბნის მუნიციპალიტეტის მეგობრობის ცენტრის” ფუნქცია კულტურული და სადღესასწაულო ღონისძიებების მოწყობაა.

2018 და 2019 წლებში “მეგობრობის ცენტრმა” საკუთარი ბიუჯეტის 1%-ზე ოდნავ მეტი დახარჯა მიზნობრივად.

206,200 ლარიდან მხოლოდ 2,800 ლარი მოხმარდა კულტურულ ღონისძიებებს, დანარჩენი კი ხელფასებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებში წავიდა.

აღსანიშნავია, რომ გარდაბანში კულტურულ ღონისძიებებს მერიის შესაბამისი სამსახური აფინანსებს და გაურკვეველია, რატომაა აუცილებელი ცალკე ამ ა(ა)იპ-ის ფუნქციონირება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში უკვე რამდენიმე წელია არსებობს ააიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მეგობრობის ცენტრი, რომლის მიზანიც კულტურული და სადღესასწაულო ღონისძიებების მოწყობაა და დაფინანსების წყარო კი საქართველოს ბიუჯეტია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა “მეგობრობის ცენტრის” 2018 და 2019 წლების საქმიანობა გამოიკვლია და გამოაქვეყნა მონაცემები, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან რა ნაწილი იხარჯებოდა ხელფასებში, ადმინისტრაციულ ხარჯებსა და კულტურულ ღონისძიებებში.

აღმოჩნდა, რომ 2018 და 2019 წლებში ცენტრის მიერ მიღებულმა დაფინანსებამ 206,200 ლარი შეადგინა, ხოლო ამ თანხიდან 98.6% - ხელფასებსა და ადმინისტრაციის შენახვაში დაიხარჯა, უფრო კონკრეტულად კი თანამდებობრივმა სარგომ 194,900 ლარი შეადგინა, ხოლო ადამინისტრაციის ხარჯებმა 8,200 ლარი.

კულტურულ ღონისძიებების მოწყობისთვის კი 2018-2019 წლებში თანხის მხოლოდ 1.35% გამოიყო, რამაც 2,800 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტს ყოველწლიურად ცალკე ხარჯი აქვს გამოყოფილი კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის, ასევე კულტურული ღონისძიებების მოსაწყობად, კულტურის ორგანიზაციების ხელშესაწყობადაც და ამასთან ერთად, ცალკე აქვს შექმნილი ააიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი.

მაგალითისთვის, მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 2,053,000 ლარი დახარჯა, კულუტურული ღონისძიებების მოსაწყობად ამავე წლებში 231,100 გამოიყო, ასევე 2018-2019 წლებში კულტურის ორგანიზაციების ხელშესაწყობად 1,805,600 ლარი დახარჯა, ხოლო კულტურის ცენტრი 2017-2018 წლებში 377,400 ლარით დაფინანსდა.

ამ ფონზე გაუგებარია, რისთვის დასჭირდა გარდაბნის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ააიპ-ის შექმნა, რომელიც კულტურული ღონისძიებების მოწყობაზე იქნებოდა პასუხისმგებელი, თუმცა რეალურად ამ მოვალეობას არ შეასრულებდა.

“(მეგობრობის ცენტრის) ა(ა)იპ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებებისა და პასუხისმგებელი პირების განმარტებიდან ირკვევა, რომ მოსამსახურეები მონაწილეობას იღებენ მუნიციპალიტეტში ჩატარებულ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში ჩატარებული კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორია მერიის შესაბამისი სამსახური. შესაბამისად, გაურკვეველია თუ რა აუცილებლობას წარმოადგენს ამ ა(ა)იპ-ის ფუნქციონირება, როდესაც კულტურული და სადღესასწაულო ღონისძიებების დაგეგმვას, დაფინანსებასა და შესყიდვას მერია ახორციელებს” - წერია აუდიტის ანგარიშში.

წყაროები: 1) აუდიტის სამსახურის დასკვნა, გვ.26 - https://sao.ge/.../%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93...

2) გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018 და 2019 წლების ბიუჯეტი - https://matsne.gov.ge/ka/document/view/4424434?publication=0

3) გარდაბნის მუნიციპალიტეტის მეგობრობის ცენტრი და დირექტორი -

https://gardabani.gov.ge/gamgeoba/shpsebi-da-aipieb

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-02/148723465_2884471241828307_2947683153088964767_o.jpgთებერვალი 2021 2021 Author ანა აბაშიძე

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
15 minutes წინ, Moor said:

2018 და 2019 წლებში “მეგობრობის ცენტრმა” საკუთარი ბიუჯეტის 1%-ზე ოდნავ მეტი დახარჯა მიზნობრივად.

 

:DDD

ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი?  (c)ქეთუ

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   280 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 279 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Facebookexternalhit(1)
    • YandexBot(3)
    • t-90