Jump to content
×
×
  • Create New...

საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ: ინტერვიუ პროფესორ ნილ მაკფარლეინთან


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
ინტერვიუს უძღვება ნინო სამხარაძე, უმცროსი პოლიტიკის ანალიტიკოსი, GIP

“რაც შეეხება ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, ვფიქრობ, თქვენი ურთიერთობების განვითარება გრძელი პროცესი იქნება. ყველაზე კარგი რამ, რაც ქართველებმა შეიძლება გააკეთონ ამ პროცესის ხელშესაწყობად, შიდა ინსტიტუტების განვითარებაა.”

http://gip.ge/wp-content/uploads/2021/02/neil-macfarlane_I.pngპროფესორი ნილ მაკფარლეინი იკვლევს რუსეთის საგარეო პოლიტიკასა და ყოფილ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით, მისი სამხრეთით განვითარებულ რეგიონულ დინამიკას. 1996 წელს აირჩიეს ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ლესტერ ბ. პირსონის პროფესორად. 2005-2010 წლებში პროფესორი მაკფარლეინი ხელმძღვანელობდა პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს. 2008-2010 წლებში ის ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე იყო. იგი [ოქსფორდის] უნივერსიტეტის საბჭოსა და არაერთი საუნივერსიტეტო კომიტეტის წევრია. პროფესორი მაკფარლეინი Chatham House-ის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ასოცირებული მკვლევარია და იკავებდა, ასევე, სოციალური მეცნიერებების ცენტრის (თბილისი, საქართველო) საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას.

პროფესორი მაკფარლეინი დაგვთანხმდა ონლაინ დისკუსიაზე ზუმის პლატფორმის გამოყენებით და უპასუხა ჩვენს კითხვებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული განვითარების, სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების გავლენის შესახებ მათზე.

 

ნახვა გადმოწერა

 

 

The post საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ: ინტერვიუ პროფესორ ნილ მაკფარლეინთან appeared first on GIP.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

რაც არ უნდა ვიგინოთ და ვაგინოთ, ჯამში, კეთილგანწყობას ამჟღავნებენ.

ბარემ, ამასაც დავდებ აქ

https://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=146801&fbclid=IwAR2pRtKusVhIllrI0O2RKfa0gVCteD_Eh5ywch7VipoUkx0IXUz94JTS6nI

ვიოლა ფონ კრამონი: რიგგარეშე არჩევნების მკაცრად წინააღმდეგი ვარ - საქართველოს მოსახლეობა ელის პარლამენტში მუშაობის დაწყებას
-+
 
8 თებერვალი. 2021. 18:40

 „საქართველოში ჩატარდა არჩევნები, დადგა შედეგი და მე რომ ვიყო ქართველი ამომრჩეველი, მექნებოდა მოლოდინი, რომ ჩემი ხმა არ დაიკარგებოდა. ამიტომ, პარლამენტის ყველა არჩეულ წევრზეა დამოკიდებული, რომ პარლამენტში შევიდეს, აიღონ მანდატები და საუკეთესო შედეგებს მიაღწიონ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

 

„ჩვენ არ გვჭირდება ვადამდელი არჩევნები საქართველოში. საქართველოს მოსახლეობა ელის პარლამენტში მუშაობის დაწყებას. კომპრომისებია საჭირო. იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური დებატების კულტურა ცივილიზებული იქნება. არ შეიძლება თავდასხმა ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე დიპლომატზე, ჩვენს ელჩზე, კარლ ჰარცელზე და ამისთვის, ახსნა-განმარტება გვჭირდება. რიგგარეშე არჩევნების მკაცრად წინააღმდეგი ვარ. იგივე შედეგები რომ მივიღოთ? რატომ არ უნდა დავიწყოთ მუშაობა ახლა? ორი წელი რას ველოდოთ?“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share