ადმინი No1 Posted 2 თებერვალი, 2021 Posted 2 თებერვალი, 2021 ორმა დეპუტატმა ოპოზიციიდან – “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და მისმა თანაპარტიელმა ლევან იოსელიანმა ხელისუფლებასთან სამთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს. 2 თებერვალს მათ პირველი სამუშაო დღე აქვთ საქართველოს პარლამენტში. ელისაშვილის და იოსელიანის ეს ნაბიჯი ოპოზიციის დიდმა ნაწილმა შეაფასა როგორც “ხელისუფლების მიერ ელისაშვილის და იოსელიანის მოსყიდვა” და “ღალატი”. ხელისუფლების ოპონენტი პოლიტიკური ძალების აბსოლუტური უმრავლესობა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და საპარლამენტო მანდატებზე ერთხმად უარს ამბობს. ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების ოთხი რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. ოპოზიციური ბოიკოტიდან სამი თვის თავზე, ორმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა – ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა გადაწყვეტილება შეცვალეს და პარლამენტში შევიდნენ. ელისაშვილმა და იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს. მათი თქმით, მათ ხელისუფლებისგან საარჩევნო სისტემის რეფორმირების პირობა მიიღეს და ხელისუფლებასთან ამ საკითხზე მემორანდუმიც გააფორმეს. საკუთარ წარმატებად თვლიან “მოქალაქეები” ასევე კარტოგრაფების გათავისუფლებასაც. მანამდე პარლამენტში შესვლა “პატრიოტთა ალიანსის” სიით გასულმა კიდევ ოთხმა დეპუტატმა გადაწყვიტა. მათ “პატრიოტთა ალიანსის” დატოვეს და ახალი პარტია შექმნეს, სახელწოდებით “ევროპული სოციალისტები” ( თავად “პატრიოტთა ალიანსი” და მისი ლიდერები პარლამენტის ბოიკოტს განაგრძობენ). შესაბამისად, დღეისათვის პარლამენტში 60 ოპოზიციური ადგილიდან მხოლოდ ექვსია დაკავებული. საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა სწორედ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხია. პარლამენტმა უნდა განიხილოს 51 ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადება, რომლებიც უარს ამბობენ მანდატებზე. აქედან ყველაზე მეტი მანდატი “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს – 36. დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე შესაჩერებლად საჭიროა 76 დეპუტატის მხარდაჭერა. თუ პარლამენტი დააკმაყოფილებს ოპოზიციის განცხადებებს და შეუჩერებს მათ საპარლამენტო უფლებამოსილებას, 150 დეპუტატიან პარლამენტში მხოლოდ 96 კანონმდებელი დარჩება. წყარო: ჯემნიუსი დ ა ი ქ მ ნ ა ნ ა თ ე ლ ი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა