Jump to content
×
×
  • Create New...

კელი დეგნანმა მოუწოდა ოპოზიციას, “მოუსმინონ საკუთარ ამომრჩეველს” და პარლამენტში შევიდნენ


Recommended Posts

  • ადმინი

Screen-Shot-2021-02-03-at-14.37.00.png

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი დღეს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ანგარიშის მოსმენას დაესწრო.

ჟურნალისტებთან საუბარში, დიპლომატმა აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები, სიღარიბე და უმუშევრობა პარტიებს პარლამენტში შესვლისკენ უბიძგებს:

“თუკი პარტიები ყველაზე წინ საქართველოს ინტერესებს დააყენებენ, კრიზისის გადალახვა შესაძლებელი გახდება,” – აღნიშნა დეგნანმა.

Screen-Shot-2021-02-03-at-14.37.00-1024x

ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის ბოლო კვლევას და აღნიშნა, რომ ამ კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 75 პროცენტზე მეტს სურს, რომ მათმა არჩეულმა პარლამენტის წევრებმა პარლამენტში იმუშაონ.

______________________________________________________________________________

● NDI-ის კვლევა: 50 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა კარგად მუშაობს

● პარლამენტმა 51 ოპოზიციონერს მანდატების შეწყვეტაზე უარი უთხრა

● ევროკავშირის წარმომადგენლობა: მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს გამოიყენონ მინიჭებული მანდატები

______________________________________________________________________________

“იმედია, პარტიები ამას დაუფიქრდებიან, როცა დაპირისპირების დაძლევის სხვადასხვა შესაძლებლობას განიხილავენ. ვფიქრობ, პარტიის ლიდერები ქვეყნის ინტერესს ყველაზე წინ დააყენებენ, მოუსმენენ საკუთარ ამომრჩეველს, რომელიც ამბობს, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანია”, – განაცხადა დეგნანმა 

ელჩის თქმით, შემდეგი მოლაპარაკებები პარტიების ლიდერებზეა დამოკიდებული:

“ჩვენ ღია და ხელმისაწვდომი ვართ ყველა პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ვისაც სურს, ეს სიტუაცია მალე მოგვარდეს”. 

_______________________________________

ხელისუფლების ოპონენტი პოლიტიკური ძალების აბსოლუტური უმრავლესობა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და საპარლამენტო მანდატებზე ერთხმად უარს ამბობს.

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების ოთხი რაუნდი გაიმართა და ამ მოლაპარაკებებში მტავარი შუამავალი სწორედ აშშ-ის ელჩი იყო.

თუმცა, მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებია: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 

დღეისათვის 150 მანდატიან პარლამენტში მხოლოდ 96 ადგილია დაკავებული. აქედან 90 მმართველი გუნდის წარმომადგენელია და მხოლო ექვსი – ოპოზიციონერი.

წყარო: ჯემნიუსი

დ ა  ი ქ მ ნ ა  ნ ა თ ე ლ ი 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   136 all people including: 0 წევრი, 4 ანონიმური, 132 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(27)
    • YandexBot(6)
    • Facebookexternalhit(2)