ადმინი No1 Posted 3 თებერვალი, 2021 Posted 3 თებერვალი, 2021 ჯავახეთის მოსახლეობა ახალქალაქის ცენტრში შეიკრიბა და მთავრობას კორონავირუსის გამო ჩაკეტილი საზღვრების გახსნისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. აქციის მონაწილეებს ქალაქის მერი იურიკ უნანიანი მერიის დერეფანში შეხვდა. როგორც JNEWS წერს, აქციაში ასამდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეთა თქმით, პრობლემა იმაშია, რომ მოსაზღვრე სომხეთთან და რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გამო ისინი სეზონურ სამუშაოებზე ვერ დადიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ოჯახები ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ჯავახეთის მცხოვრებლები ასევე ამბობენ, რომ აღებული სესხის გამო, ისინი სახლების დაკარგვის საფრთხის წინაშეც დგანან. ადგილობრივ ხელისუფლებას მათ პრობლემის მოსაგვარებლად ერთი კვირა მისცეს. საზღვრის გახსნის მოთხოვნით ახალქალაქში აქცია 31 იანვარსაც გაიმართა. მოთხოვნები მაშინაც იგივე იყო: რუსეთთან და სომხეთთან საზღვრის გახსნა. ჯავახეთის მცხოვრებელი ათასობით მამაკაცი ყოველ წელს, სეზონურ სამუშაოებზე ძირითადად რუსეთში და ასევე სომხეთში დადის. ისინი გაზაფხულზე მიდიან და გვიან შემოდგომაზე ბრუნდებიან. გასულები ძირითადად მშენებლობებზე მუშაობენ. კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილმა საზღვრებმა მათ ქვეყნიდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცა, რის გამოც რეგიონმა მილიონობით დოლარი დაკარგა. ფოტო: JNEWSსოციალური მომსახურების სააგენტოს თანახმად, სოციალურ შემწეობებს ყველაზე ნაკლებად სწორედ სამცხე-ჯავახეთში და იმერეთში იღებენ, რაც შეიძლება სწორედ იმით აიხსნას, რომ ამ ორი რეგიონიდან განსაკუთრებით დიდია მიგრაცია. __________________________________________ ● „სამსახურის დაკარგვის გვეშინია“ – ახალქალაქი COVID-19-ის მოლოდინში ● რას უყურებენ ქართველი აზერბაიჯანელები?● 25 ფოტო ჯავახეთიდან, რომელიც ამ მხარეს კიდევ უფრო შეგაყვარებთ წყარო: ჯემნიუსი დ ა ი ქ მ ნ ა ნ ა თ ე ლ ი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა