Jump to content
×
×
  • Create New...

2020 წელს ქართული თხილის ექსპორტი 49 პროცენტით გაიზარდა. მთავრობა ამბობს, რომ აზიური ფაროსანა დაამარცხა


Recommended Posts

  • ადმინი

IMG_2315-copy.jpg

საქართველოდან თხილის ექსპორტი 49 პროცენტით გაიზარდა.

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში საქართველოდან 15.3 ათასი ტონა 79.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი გავიდა ექსპორტზე.

ეს 5 ათასი ტონით და 26.8 მლნ აშშ დოლარით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

თხილი შედის საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში. 

2016 წლიდან საქართველოში აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.

თხილი ის იშვიათი ქართული პროდუქტია, რომელიც ძირითადად ევროკავშირის ბაზრზე გადის.

ქვეყნები, სადაც 2020 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული თხილი გავიდა:

  • გერმანია – 4 165 ტონა
  • იტალია – 3 766 ტონა
  • ჩეხეთი – 716 ტონა
  • ლიეტუვა – 442 ტონა
  • პოლონეთი – 376 ტონა
  • ესპანეთი – 430 ტონა
  • ბულგარეთი – 345 ტონა
  • საფრანგეთი – 359 ტონა
  • ლატვია – 128 ტონა
  • საბერძნეთი – 97 ტონა
  • ესტონეთი – 88 ტონა
  • სლოვაკეთი – 86 ტონა
  • ლუქსემბურგი – 84 ტონა
  • ბელგია – 44 ტონა
  • ავსტრია – 22 ტონა
  • ხორვატია – 10 ტონა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებულმა ნაბიჯებმა შედეგი გამოიღო და 2020 წელს ქვეყანაში თხილის ხარისხი გაუმჯობესდა:

“2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

______________________________________________________________________________

● 1994 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად 2020 წელს შემცირდა
● წელს ციტრუსის ექსპორტი გაიზარდა
● აშშ საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს

______________________________________________________________________________

მეთხილეობა ის იშვიათი დარგია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში, რთულ 90-იან წლებში განვითარდა სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე.

ამჟამად საქართველოში თხილი დაახლოებით 70 ათას ჰექტარზეა გაშენებული. პლანტაციების ძირითადი ნაწილი დასავლეთ საქართველოზე – სამეგრელოზე და ასევე გურიაზე მოდის.

წყარო: ჯემნიუსი

დ ა  ი ქ მ ნ ა  ნ ა თ ე ლ ი 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share