Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სერგეი ლავროვს საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიაზეც ესაუბრა


Recommended Posts

  • ადმინი

antony-blinken-gty-jt-201123_16061667497

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან თავის პირველ სატელეფონო საუბარში, მათ შორის, საქართველოს საკითხიც წამოჭრა. კონკრეტულად კი, საქართველოში რუსული სამხედრო აგრესიის თემა.

ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს

antony-blinken-gty-jt-201123_16061667497აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

“სხვა საკითხებთან ერთად, სახელმწიფო მდივანმა წამოჭრა 2020 წლის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საკითხი, რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინასა და საქართველოში, ალექსეი ნავალნის მოწამვლა და SolarWinds-ის ინციდენტი”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

“სახელმწიფო მდივანი და მინისტრი შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხებზე, რომლებზეც ურთიერთწუხილი არსებობს, დისკუსიას გააგრძელებენ”, – წერია დოკუმენტში.

ასევე, სახელმწიფო მდივანმა გაიმეორა პრეზიდენტ ბაიდენის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკა საკუთარ ინტერესებს მტკიცედ დაიცავს რუსეთის იმ ქმედებების საპასუხოდ, რომელიც ზიანს აყენებს მის მოკავშირეებს.

საუბრის ძირითადი თემა იყო ახალი შეთანხმებები ბირთვული შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით. ასევე ამერიკა-რუსეთის ხელშეკრულების გაგრძელება, რომელიც თავდასხმითი შეიარაღების შეზღუდვას გულისხმობს.

__________________________________________

● როგორ ჩაიარა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამ – ფოტორეპორტაჟი

___________________________________________

წყარო: ჯემნიუსი

დ ა  ი ქ მ ნ ა  ნ ა თ ე ლ ი 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share