Jump to content
×
×
  • Create New...

ჯონ სტეინბეკი


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ჯონ ერნსტ სტეინბეკი ( John Ernst Steinbeck). 27/02/1902  20/12/ 1968) — ამერიკელი მწერალი. 1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, ყველაზე კარგად ცნობილია ნოველით "თაგვებსა და ადმინებზე"' (1937) და პულიცერის პრემიიტ დაჯილდოებული რომანით "მრისხამების მტევნები'' (1939). ორივეში აღწერილია დიდი დეპრესიის პერიოდში მუშათა კლასის ცხოვრება.

სტეინბეკი ნატურალისტურ სტილში წერდა, ხშირად მისი წერის საგანი მუშათა კლასის ცხოვრება იყო. მისი ნაშრომების თემატიკა ინტერესთა ფართო სპექტრს მოიცავსდა- ოკეანის ბიოლოგიიდან დაწყებული, ჯაზით, პოლიტიკით, ფილოსოფიით, ისტორიითა და მითოლოგიით დამთავრებული.

მისი ჩვიდმეტი ნამუშავერი, მათ შორის Cannery Row (1945) და „მარგალიტი“ (1947) ჰოლივუდის მიერ  ინა ეკრანიზებული. თავად სტაინბეკმაც გაითქვა სახელი, როგორც ჰოლივუდის მწერალმა და ერთხელ ოსკარის ნომინაციაში მოხვდა საუკეთესო სცენარისთვის ალფრედ ჰიჩკოკის  ფილმისთვის ''სამაშველო ნავი"" (1945).

 იგი დაიბადა ჯონ ერნსტ სტეინბერ II-ის (პირველი თაობის გერმანული წარმოშობის ამერიკელი, რომლის თავდაპირველი გვარი იყო გროსსაინბეკი) და ოლივ სტეინბეკის (დაბ. ჰამილტონი, ასევე პირველი თაობის შოტლანდიელ-ირლანდიელი ამერიკელი) ოჯახში, კალიფორნიაში სალინასში .. ჰყავდა სამი და: ორი უფროსი და ერთი უმცროსი. მამამისი მონტერეის ოლქის ხაზინადარი იყო, დედამისი კი — მასწავლებელი.

1919 წელს ჩააბარა სტენფორდის უნივერსიტეტში  ლიტერატურის ფაკულტეტზე, თუმცა 1925 წელს  სწავლას თავი დაანება და ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც ყოველდღიურ მუშად მუშაობდა, მათ შორის მშენებლობაზეც, თუმცა პარალელურად თავისუფლი ჟურნალისტის სახით საკუთარი წერის სტილს ამუშავებდა. გარკვეული პერიოდის ძებნის მიუხედავად ნიუ-იორკში გამომცემელს ვერ პოულობს და ისევ კალიფორნიაში ბრუნდება.

სტაინბეკის პირველი რომანი, სათავგადასავლო ისტორიულ-მითოლოგიური „ოქროს ფიალა“,  1929 წელს გამოქვეყნდა  რომელიც  წარუმატებელი გამოდგა მწერლისთვის... 1930 წელს კეროლ ჰენინგზე დაქორწინდა, წერას აგრძელებდა, თუმცა მშობლების გაუარესებული ჯანმრთელობის გამო დიდ დროს მათ უთმობდა. დედა 1934 წელს, მამა კი 1935-ში გარდაეცვალა. 1932 წელს გამოაქვეყნა რომანი „იდუმალი ღმერთი“, რომელშიც მეოცე საუკუნის ამერიკის ცხოვრება აღწერა. იმავე წელს გამოაქვეყნა შემდგომი რომანი „კურთხეული დაბლობი“. ეს რომანები მცირე ტირაჟით გამოიცა. პირველი წარმატება სტაინბეკს რომანმა „ტორტილა ფლეტი“ მოუტანა, რომელმაც კალიფორნიის თანამეგობრობის კლუბის ოქროს მედალი მოიხვეჭა. 1942 წელს წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღეს , რომელშიც  სპენსერ ტრეისი, ჰედი ლამარი  და ჯონ გარფილდი თამაშობდა . „ტორტილა ფლეტის“ გამოცემაზე  სატეინბეკს 11-მა გამომცემლობამ უარი უთხრა . ის საბოლოოდ გამოსცა პასკალ კოვისმა, რომელიც იყო სტეინბეკის გამომცემელი, რედაქტორი და მეგობარი შემდეგი 30 წლის განმავლობაში.

სტეინბეკი აღმაფრენას „კალიფორნიული რომანების“ წერაში ხედავდა, რომელთა ძირითადი მოტივი დიდი დეპრესიის  პერიოდის ჩვეულებრივ ადამიანთა ცხოვრება იყო. მისმა სოციალურად დატვირთულმა რომანებმა სოფლის მშრომელთა მძიმე ტვირთზე  კრიტიკული შეფასება მოიპოვა. 1930-იან წლებში მან გამოაქვეყნა ოთხი წიგნი: რომანები „საეჭვო შებმა“, „თაგვებსა და ადამიანებზე“ „მრისხანების მტევნები“ და მოთხრობების კრებული „დიდი ხეობა“. „საეჭვო შებმაში“ ასახულია 1930-იანი წლების აშშ-ის სოფლის მეურნეობის მუშაკთა გაფიცვა.

„თაგვებსა და ადამიანებზე“ არის რომანი  ემიგრანტ მუშათა ოცნებაზე იმუშაონ კალიფორნიის მიწაზე. რომანი განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. ბროდვეის  პროდიუსერმა სემ ჰარისმა  სტაინბეკს სთხოვა ამ ნოველის სასცენო  ადაპტაცია დაეწერა, თუმცა სტაინბეკს ამგვარი გამოცდილება მანამდე არ ჰქონია. ჰარისმა დახმარება ასევე სთხოვა რეჟისორ ჯორჯ კაუფმანს , რომლის თანადგომითა და წაქეზებით სტაინბეკმა შესძლო ნოველის პიესად გადაკეთება. ბროდვეიზე დადგმულ სპექტაკლს მყისიერი წარმატება ხვდა წილად; მასში მონაწილებდნენ როდერიკ  კროუფორდი ლენის როლში და უოლას ფორდი, ლენის ბიძაშვილი და კომპანიონი ჯორჯის როლში. სტაინბეკმა უარი თქვა სპექტაკლის პრემიერისთვის ნიუ-იორკში მგზავრობაზე, ვინაიდან მისი თქმით თავად ნაწარმოები იმდენად სრულყოფილი იყო, მისი ნებისმიერი სცენური შესრულება განწირული იყო გაწბილებისთვის. სპექტაკლი მალევე  ფილმისთვის გადაკეთდა, რომელშიც 1939 წელს ლენის როლი შეასრულა ლონ ჩეინიმ ხოლო ჯორჯისა კი ბერჯეს მერედითმა . ამ რომანით სტეინბეკმა აშშ-ის საზღვრებს გარეთაც გაითქვა სახელი.

პოლიტიკური შეხედულებები სულ უფრო გავლენიანი ხდებოდა სტაინბეკის ნაწარმოებებში. კეროლ ჰენინგი მარქსისიტი იყო და მან სტეინბეკი სან-ფრანცისკოს რადიკალურ პოლიტიკურ შეხვედრებს დაასწრო. წყვილმა 1937 წელს საბჭოტა კავშირი  მოინახულა — ამერიკელ ლიბერალ ინტელექტუალთა ერთობლივი ვოიაჟი მსოფლიოს წამყვანი კომუნისტური ქვეყნის წარმატებების საკუთარი თვალით ხილვის იმედით. ჰენინგი მოგვიანებით აშშ-ის კომუნისტური პარტიის რეგისტრირებული წევრი გახდა თავად სტაინბეკის წინააღმდეგობის მიუხედავად.

ამის შემდეგ სტეინბეკმა გამოაქვეყნა მოთხრობების კრებული „დიდი ხეობა“. მასში შევიდა მოთხრობები „ქრიზანთემები“, „თეთრი კაკაბი“, „პონი“, „აღთქმა“. ამ უკანასკნელს ო'ჰენრის პრემია მიენიჭა. სტაინბეკს წარმატების ტალღა თან გაჰყვა „მრისხანების მტევნებშიც“ (1939) — რომანი, რომელსაც საფუძვლად მისი სან-ფრანცისკოს გაზეთისთვის დაწერილი სტატიები დაედო, და რომელიც კრიტიკოსთა მიერ მის საუკეთესო ნამუშევრადაა აღიარებული. რომანმა პულიცერის პრემია  დაიმსახურა 1940 წელს და იმავე წელს დაიდგა ჯონ ფორდის ფილმში, სადაც მთავარ როლს ჰენრი ფონდა ასრულებს. „მრისხანების მტევნების“ წარმატება კრიტიკის გარეშე არ დარჩენილა. სტაინბეკის ლიბერალურმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა კაპიტალიზმის მახინჯ მხარეებზე და დასტ-ბოულის მიგრაციების ისტორიულ მოვლენათა მითიურმა ხელახალმა ინტერპრეტაციამ ავტორზე მის მშობლიურ შტატში მწვავე შეტაკებები გამოიწვია. განსაკუთრებით აგრესიულობით გამოირჩეოდნენ მსხვილი მიწათმფლობელები და ბანკირები, რომლებიც ავტორზე ათასგვარ ჭორს ავრცელებდნენ.

1941 წლის შემოდგომაზე სტეინბეკმა დაწერა ვრცელი ანტიფასისტური  მოთხრობა „მთვარე ჩავიდა“. ამავე წელს იმოგზაურა კალიფორნიის სანაპიროზე და დაწერა წიგნი „კორტესის ზღვა“. 1943 წელს იმოგზაურა ინგლისში, აფრიკაში, იტალიაში. აღწერა ამერიკელი ჯარისკაცების ცხოვრება. აშშ-ში დაბრუნებულმა გამოაქვეყნა რომანი „კონსერვის რიგი“. 1947 წლის ზაფხულში გამოაქვეყნა რომანი „გზააბნეული ავტობუსი“. შემდეგ გამოაქვეყნა რომანი „ედემის  აღმოსავლეთით“. ომისდროინდელ წერილებს თავი მოუყარა წიგნში „ოდესღაც იყო ომი“. სტეინბეკის უკანასკნელი დიდი ნაწარმოები იყო „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“. უკვე ასაკოვანმა სტეინბეკმა აშშ-ს სხვადასხვა შტატებში იმოგზაურა და დაწერა წიგნი „ჩარლისთან მოგზაურობა“. 1962 წელს მას ნობელის პრემია მიანიჭეს. ის ამ პრემიის მფლობელი მეექვსე ამერიკელი გახდა.

სტეინბეკი და ჰენინგი 1941 წელს განქორწინდნენ და სტაინბეკი ნიუ-იორკში გადადის გვენდოლინ კონგერთან. კონგერთან 1943 წელს იქორწინა და წყვილს ორი ვაჟი შეეძინა: თომას სტაინბეკი და ჯონ სტეინბეკ IV. კონგერი და სტაინბეკი 1949 წელს განქორწინდნენ. მსახიობმა ავა გარდნერმა  სტაინბეკს ელენ ანდერსონ სკოტი გააცნო წვეულებაზე, ვისთანაც მან 1950 წელს იქორწინა. მეოე ქორწინებიდან სტეინბეკს შვილები არ ჰყოლია//

 

7446506065.jpg

Edited by Holden Caulfield

:hi:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   164 all people including: 1 წევრი, 2 ანონიმური, 161 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • YandexBot(14)
    • Facebookexternalhit(17)
    • ASIA
    • Googlebot(1)