ფორუმელი Moor Posted 3 თებერვალი, 2021 Posted 3 თებერვალი, 2021 (შესწორებული) წითელი ბაღის მოწტობისთვის მერიამ გრინსერვისს 1,9მლნ ლარი გადაუხადა admin Wed, 02/03/2021 - 20:16 გოძიაშვილის ბაღს “წითელ ბაღად” სასეირნო ბილიკზე დაყრილი წითელი ქვიშა-ხრეშის გამო მოიხსენიებენ, მაგრამ “კეთილმოწყობისთვის” ბაღში ბეტონი მოასხეს, რის შედეგადაც ბაღში მტვერი დგება. გოძიაშვილის ბაღის კეთილმოწყობა შეუსაბამო მასალებით მოხდა, რის გამოც ბილიკებზე დაგებული მასალა (120,000ლარი) მალევე დალპა, გრანიტის ფილები კი დატყდა. გრინსერვისის დამფუძნებლები ქართულმა ოცნებამ 2013 წელს კორუფციაში ჩართულობის ბრალდებით გაასამართლა, თუმცა მათმა კომპანიამ 2013-დან დღემდე 55,808,667 ლარის ტენდერები მოიგო. 2018 წელს მერიამ გადაწყვიტა, რომ გოძიაშვილის ბაღის კეთილმოწყობა უნდა მომხდარიყო. მან წარმოადგინა კეთილმოწყობის პროექტი,დიზაინი და გამოაცხადა ტენდერი. 2019 წელს, გოძიაშვილის ბაღის კეთილმოწყობა 1,896,590 ლარი დაჯდა. მაგალითად, თითო ბაღის სკამი 2000 ლარი გადაიხადეს. სამუშაოები შეასრულა შპს გრინსერვისმა+ (NAT180008474). ბაღის კეთილმოწყობა მოხდა შეუსაბამო მასალებით. 1 წელიწადში, ბილიკებზე დაგებული მასალა დალპა (120,000ლარი) დაგებული გრანიტის ფილები დატყდა და ა.შ. ბაღის კეთილმოწყობა საკმაოდ ძვირი დაჯდა, თუმცა ამით პარკი არ გაუმჯობესებულა. ბაღის დიზაინი და კეთილმოწყობა მარტივი უნდა იყოს. პარკებს არ აქვს ბევრი სამშენებლო მასალის შეტანის, მოპირკეთების საჭიროება, რომელიც შემდეგ პერიოდში რეგულარულად გამოსაცვლელი იქნება. ამასთან ერთად, ურბანულ მეხსიერებაში მას წითელი ბაღი ერქვა, რადგან სასეირნო ბილიკებზე წითელი ქვიშა-ხრეში იყო დაყრილი. კალაძის კეთილმოწყობას ესეც შეეწირა. ბაღში ბეტონი მოასხეს, რის გამოც ხშირად საშინელი მტვერი დგება. 2019 წლის მაისში მერმა, კახა კალაძემ პარკი საზეიმოდ გახსნა. ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, გაიმართა საზეიმო კონცერტი სტეფანე მღებრიშვილისა და ნანი ბრეგვაძის მონაწილეობით. ასევე, პარკის “კეთილმოწყობაში” თანადგომისთვის მერმა, კახა კალაძემ სამშენებლო კომპანია “აქსისს” გადაუხადა მადლობა. შპს “გრინსერვისის+” დამკვეთი ძირითადად თბილისის მერიაა. შპს “გრინსერვისი +” 2010 წელს ლაშა ფურცხვანიძის, კობა ხარშილაძისა და ტარიელ კიკნაძის მიერ დაფუძნებული კომპანიაა. შპს მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დამფუძნებლების მეორე კომპანია - შპს გრინსერვისი - ტენდერების შავ სიაში შეიყვანეს. უნდა აღინიშნოს, რომ შპს გრინსერვისის საქმიანობის პარალელურად, ლაშა ფურცხვანიძე ამავდროულად ძველი თბილისის რაიონის გამგებელი იყო, ხოლო კობა ხარშილაძე მისი მოადგილე (2007-2009წ). ისინი თავიანთი კომპანიისთვის სასათბურე პირობებს ქმნიდნენ. 2013 წელს ქართულმა ოცნებამ კომპანიის დამფუძნებლები - ლაშა ფურცხვანიძე და ტარიელ კიკნაძე კორუფციულ სქემაში ჩართულობის ბრალდებით გაასამართლა. მიუხედავად ამისა, შპს გრინსერვისი+-მა 2020 წელს ლ 18 მილიონის ტენდერები მოიგო, 2013 წლიდან დღემდე კი ჯამში ლ 56 მილიონამდე მიიღო. გრინსერვისი + თავისი პროფილიდან გამომდინარე ძირითადად თვითმართველობის ორგანოების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში იღებს მონაწილეობას. ვრცლად: https://www.facebook.com/squanderdetector/posts/2865888050353293 დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, გრინსერვისი +-მა 57 ტენდერში გაიმარჯვა. ჯამურად მიიღო 11,506,503 ლარი: 2014-2015: 2,218,942 ლარი 2016: 4.083,494 ლარი 2017: 5,204,067 ლარი კახა კალაძის მერობის პერიოდში, ანუ 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე, გრინსერვისი +-მა 42 ტენდერში გაიმარჯვა. ჯამურად მიიღო 44,302,164 2018: 7,777,441 ლარი 2019: 21,518,780 ლარი (აქედან 9.5 მილიონ ლარამდე - უკონკურენტოდ) 2020: 15, 005, 943 ლარი (აქედან 12 მილიონ ლარამდე – უკონკურენტოდ) წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო - https://tenders.procurement.gov.ge/ - NAT180008474 ფოტომასალა: https://photos.app.goo.gl/2dAxcqbt61vWCFzN6 Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-02/145531074_2879616502313781_4668280553795942284_o.jpgთებერვალი 2021 2021 Author გიორგი ნონიაშვილი Edited 3 თებერვალი, 2021 by Moor Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა